გავრცელებული ინფორმაციით, Meta-მ თანამშრომლები ტექნოლოგიური ფირმის კვების ვაუჩერის ბოროტად გამოყენების გამო გაათავისუფლა, ბოროტად გამოყენებაში კი ვაუჩერის არამიზნობრივი მოხმარება იგულისხმება, კერძოდ კი, თანამშრომლები არა საჭმელს, არამედ კბილის პასტასა და სარეცხის ფხვნილს ყიდულობდნენ.

Meta-მ განაცხადა, რომ შიდა პოლიტიკის დარღვევა გამოიხატა იმაშიც, რომ ვაუჩერებს სხვა ადამიანებს უზიარებდნენ, რომლებიც კომპანიის თანამშრომლები არ ყოფილან და ამან ბიუჯეტის გადაჭარბებაც გამოიწვია.

Meta-ს თანამშრომლები საკვებისთვის ჯამში 70$ იღებენ: 25$ ლანჩზე, 20$ საუზმეზე და 25$ სადილზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ ამ გადაწყვეტილებამდე არაერთხელ გააფრთხილეს თანამშრომლები, თუმცა საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მაინც მოჰყვა კრიტიკა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ სამუშაო ადგილები შეამცირა WhatsApp-ში, Instagram-სა და Reality Labs-შიც.