STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი საქართველოს ბანკის დაფინანსებით, CERN-ის ლაბორატორიაში გაემგზავრა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტ STEM ოლიმპიადის პირველი სეზონი დასრულდა. გამარჯვებული ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდი გახდა, რომელიც ბანკის დაფინანსებით, ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) ლაბორატორიაში საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრა.
STEM ოლიმპიადაში 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდები საკუთარი სკოლის სახელით ასპარეზობდნენ. გუნდის მენტორი, ამავე სკოლის მასწავლებელი კი გუნდს ლიდერობას უწევდა და ეხმარებოდა მუშაობაში, მასალების დამუშავებაში, მეცადინეობასა და გუნდურობაში.
ქართულ-ამერიკულ სკოლას გამარჯვება მოუტანა ვასილ გოგოლაძის, არჩილ ბერაიას, ვატო გოგიას, თორნიკე გაბელაიასა და ნიკოლოზ ყულოშვილისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელსაც მენტორობას მათი ფიზიკის მასწავლებელი გოგა სუქნიძე უწევდა.
ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ, თეორიულ ტურში მონაწილეებმა ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში გამოავლინეს ცოდნა. ხოლო მეორე, პრაქტიკულ ტურში, საუკეთესო 10-მა გუნდმა 6 საათის განმავლობაში ინჟინერიის ამოცანებზე იმუშავა და ჭკვიანი სახლები შექმნა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები ინტენსიურ ტრენინგებსა და კურსებს გადიოდნენ კომაროვის პროფესიონალებთან და STEM ექსპერტებთან ერთად.
საგანმანათლებლო ვიზიტის ფარგლებში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიური გამოფენა მოინახულეს, შეხვდნენ ქართველ მეცნიერებს და მათთან ერთად სხვადასხვა ცდაში მიიღეს მონაწილეობა. ესტუმრნენ ჟენევის უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიასა და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტს. მათ ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს გაეროს შტაბ-ბინა და შეხვდნენ საქართველოს მისიის წარმომადგენლებს. პროგრამის პარტნიორი კანტის აკადემია იყო.
"საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, რისთვისაც არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება STEM ოლიმპიადაც, რომელსაც კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ვახორციელებთ. იგივე მიზანი გვქონდა, როცა CERN-ის საგანმანათლებლო ვიზიტის გარდა, ქართულ-ამერიკულ სკოლას მეორე პრიზიც გადაეცა და საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით STEM კუთხე მოეწყო. სივრცე ყველა საჭირო მოწყობილობებით არის აღჭურვილი. გვჯერა რომ ეს კუთხე მოსწავლეებს დაეხმარება გაიღრმავონ ცოდნა ინჟინერიის, ფიზიკის და ზოგადად, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას", — განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) გუნდის უფროსმა.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
კომენტარები