ბიზნესის მეტი გამჭვირვალობისათვის — თეგეტამ პირველი მდგრადობის ანგარიში წარადგინა
ფოტო: თეგეტა
საავტომობილო სექტორში პირველად თეგეტამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში წარადგინა. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მომზადებული ვრცელი დოკუმენტი დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროა. საანგარიშო პერიოდი 2023 წელს მოიცავს და აერთიანებს ინფორმაციას კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპების, მართვის სტრუქტურის, სამიზნე აუდიტორიის, პასუხისმგებლობიანი ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. ანგარიში დეტალურად აჯამებს კომპანიის საქმიანობის სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენებს და პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.
ანგარიშის პრეზენტაცია თეგეტას განახლებულ მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: "მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა მოწვეული სტუმრებისთვის მდგრადობის ანგარიში წარგვედგინა. თეგეტა, ერთადერთი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც ჯერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია შეიმუშავა და ახლა სტრატეგიით გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესახებ დაინტერესებულ მხარეებს ანგარიშს აბარებს. დოკუმენტი, ერთი მხრივ, ჩვენი საქმიანობის ყოვლისმომცველ ხედვას ასახავს, ხოლო მეორე მხრივ, გვეხმარება, თავადვე შევაფასოთ და გავაანალიზოთ როგორც გამოწვევები, ისე მიღწეული პროგრესი. ეს კი, თავის მხრივ, საუკეთესო შესაძლებლობაა, თანმიმდევრულად მივყვეთ დასახულ გეგმებს - კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სამუშაო პირობები ჩვენი გუნდის წევრებისათვის, მეტად ვიზრუნოთ მომხმარებელსა და გარემოზე, დავხვეწოთ მომსახურების ხარისხი და მინიმუმამდე შევამციროთ გავლენა ეკოლოგიაზე. ვფიქრობთ, მთელი ეს პროცესი საზოგადოების მიმართ ჩვენს პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას ნათლად წარმოაჩენს".
თეგეტას მდგრადობის ანგარიში ხუთ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: თანამშრომელთა კეთილდღეობა, მომხმარებელთა მიმართ პასუხისმგებლობა, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება და საზოგადოების მხარდაჭერა. ამ მიმართულებებით 2023 წელს განხორციელებული პროექტები ანგარიშში დეტალურად გაიწერა. ღონისძიებას დაესწრნენ კომპანიის თანამშრომლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, პარტნიორები, CSR პროექტებში ჩართული მხარეები და მათთან ერთად მედიის წარმომადგენლები.
ფოტო: თეგეტა
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "მდგრადი განვითარების ანგარიშგება პასუხისმგებლობიანი კომპანიის ნებაყოფლობითი არჩევანია და სრულად პასუხობს საზოგადოების ინტერესსა და მოლოდინებს. დოკუმენტი, რომლის შექმნაც საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი იყო, პირველ რიგში, ჩვენს თანამშრომლებს გავუზიარეთ. ვფიქრობთ, ეს კარგი შესაძლებლობაა, რათა მათ თავიანთი თავი და ის დიდი წვლილი დაინახონ, რაც კომპანიის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და ჰოლდინგის განვითარებაში შეაქვთ. ანგარიში ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიაში ბევრი სასიკეთო ცვლილება დავნერგეთ. დავიწყეთ თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, პარტნიორებთან ერთად უპრეცედენტო პროექტები განვახორციელეთ. თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა და რეალურმა დადებითმა გავლენებმა თეგეტას სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდო და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჟიურის აღიარება მოუტანა. CSR ანგარიშით ამ მიღწეულ პროგრესსა და შედეგებზე გამჭვირვალობისა თუ საზოგადოებისათვის სანდოობის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს შევქმნით".
თეგეტას კორპორაციული სოციალური მდგრადობის ანგარიში იმ პრიორიტეტებზე დაყრდნობით მომზადდა, რომლებიც კომპანიის CSR სტრატეგიაშია გაწერილი. ანგარიში საკონსულტაციო კომპანია CSR Agency-სთან თანამშრომლობით შემუშავდა.
ფოტო: თეგეტა
მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR მენეჯერი: "თეგეტაში მიგვაჩნია, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსებითი შემადგენელია. მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე გვაქვს ასეთი დოკუმენტი, რომელიც გლობალური ანგარიშგების სტანდარტების გამოყენებით მომზადდა. სამუშაო პროცესი საკმაოდ რთული და მასშტაბური იყო. სრულყოფილი შედეგისა და სრული გამჭვირვალობისათვის საჭირო იყო მონაცემების შეგროვება, მათი კიდევ ერთხელ გადამოწმება და დამუშავება. ვფიქრობთ, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, ცხადად, ფართო ჭრილში დავინახოთ და გავზომოთ ჰოლდინგის ზეგავლენები თანამშრომლების, მომხმარებლების, გარემოზე ზრუნვისა თუ საზოგადოების მხარდაჭერის მიმართულებით. საბოლოო მიზანი კი, ცხადია, პროცესების მუდმივი გაუმჯობესებაა".
თეგეტა ჰოლდინგის 2023 წლის მდგრადობის ანგარიში გარემოზე ზრუნვის მიმართულებით კომპანიის კომპლექსურ მიდგომას წარმოაჩენს. იქნება ეს მწვანე ემისიის ფარგლებში აღებული ვალდებულებები, ეკომეგობრული საავტომობილო სეგმენტის განვითარება, განახლებადი ენერგიის გამომუშავება მზის პანელების საშუალებით თუ საავტომობილო ნარჩენების ეფექტური მართვა.
ამასთანავე, თეგეტა, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი, პასუხისმგებლობას იღებს, თანამშრომლებს ღირსეული, თანასწორი, უსაფრთხო სამუშაო პირობები შეუქმნას და მისცეს მათ წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა. მომხმარებელს კი მოტივირებული გუნდის დახმარებით მაღალი ხარისხის, ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული, თანამედროვე კონცეფციის სერვისი შესთავაზოს.
იდენტობის ნაწილად აქცია თეგეტამ ზრუნვა საზოგადოებაზე. მარკეტინგული კამპანიებით თუ CSR აქტივობებით სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის გაძლიერება პრიორიტეტად დაისახა და ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care-ის საშუალებით ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს მისცა.
ჩამოთვლილი პრიორიტეტები თეგეტას CSR სტრატეგიიდან გამომდინარეობს, რომელიც კომპანიამ 2022 წელს შეიმუშავა და 2030 წლამდე სამოქმედო გეგმას ითვალისწინებს. ჰოლდინგში მიაჩნიათ, რომ გასული წლის მონაცემებით შედგენილი ანგარიში ერთგვარი საწყისი წერტილი იქნება სამომავლო შეფასებისა და შედარებისათვის, ბიზნესპროცესების გასაუმჯობესებლად.
გამჭვირვალობის დოკუმენტი თეგეტას ვებგვერდზე tegeta.ge-ზეა განთავსებული და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
კომენტარები