მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ზე წარდგება
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
სულ ახლახან შედგა პრემიერა სიმღერისა, რომლითაც საქართველო 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარდგება. დედას — ამ სახელწოდების კომპოზიციით საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ჩვენს ქვეყანას 11 წლის ანდრია ფუტკარაძე წარადგენს.
ანდრიას სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, რომელსაც საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სხვა არაერთი საკონკურსო კომპოზიციაც ეკუთვნის, მათ შორის, სამივე გამარჯვებული სიმღერა. კუხიანიძესთან ერთად, წლევანდელი სიმღერის ტექსტზე მაკა დავითაიამაც იმუშავა.
ქვემოთ იხილავთ ანდრიას სიმღერის კლიპს, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო. ვიდეორგოლში გამოყენებული კოსტიუმების ავტორი იზა ნადარეიშვილია.
ანდრია ფუტკარაძემ წლევანდელ ევროვიზია ჯუნიორზე საქართველოს წარმომადგენლის სტატუსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ რანინას მეშვიდე სეზონში გამარჯვებით მოიპოვა. ბათუმში დაბადებულ ანდრიას სიმღერა ორი წლის ასაკში დაუწყია. ექვსი წლის ასაკიდან იგი ანსამბლ ზღვის შვილების წევრია, ამასთან, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში სწავლობს ფორტეპიანოს განხრით.
რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი უმასპინძლებს 16 ნოემბერს. წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალზე მონაწილეობას 17 ქვეყანა მიიღებს, მათგან ორი კონკურსს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ცნობილია ისიც, რომ ანდრია ფინალურ შოუზე მე-9 ნომრად იმღერებს.
გასულ წელს, ნიცაში გამართულ საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება ისევ საფრანგეთს ხვდა წილად: ზედიზედ მეორედ, ჯამში კი — მესამედ. როგორც წესი, მომდევნო წლის კონკურსის მასპინძლობას სწორედ გამარჯვებულ ქვეყანას სთავაზობენ, მაგრამ საფრანგეთმა, სადაც საბავშვო ევროვიზია 2021-შიც ჩატარდა, ამჯერად ეს უფლება მეორეადგილოსან ესპანეთს დაუთმო.
საქართველო კი, უკვე საფრანგეთთან ერთად, საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენ ქვეყნად რჩება სამი გამარჯვებით. 2008 წელს პირველი გამარჯვება ჯერ ჯგუფმა ბზიკებმა მოიპოვა, 2011 წელს პირველადგილოსანი გახდა ჯგუფი ქენდი, 2016 წელს მალტაზე გამართული კონკურსი კი მარიამ მამადაშვილმა მოიგო. ამას გარდა, საქართველომ ევროვიზია ჯუნიორზე ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი და ხუთჯერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები