იაგო ხვიჩია

18 Oct. 2024, 16:43

"ბუნებრივია, ჩვენს პარტნიორებს თავში აზრად ჰქონდეთ, რომ თუ საქართველოში არჩევნები წესიერად არ ჩატარდა, ეს არჩევნები არ ცნონ და ამას დაუკავშირონ იმავე სავიზო შეზღუდვების საკითხი და ა.შ. ამ არჩევნებზე შანსი გვაქვს, რომ შარი თავიდან ავირიდოთ, მაგრამ არსებობს იმის შანსიც, რომ ბევრ შარში გავეხვეთ, თუ იმავეს გავაგრძელებთ, რაც ახლა ხდება ქვეყანაში. ვგულისხმობ ერთპიროვნულ მმართველობას.

მთელი სამყარო საქართველოს პერსპექტივას ამ არჩევნების ჭრილში უყურებს. მათ შორის, გაგრძელდება თუ არა ურთიერთობა დასავლეთთან, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ საქართველოს სახელით ვინ იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ 26 ოქტომბერს ბევრად უფრო ფრთხილი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. დღეს, შეიძლება, ადამიანებს ყველაფერზე ეცინებათ "ქოცნაცური" ჩხუბის შემხედვარე, მაგრამ ერთ დღეს თუ გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ უვიზოდ ქვეყნიდან არ გვიშვებენ, ვიზას კი მოსკოვი გვიხსნის, მაშინ ამაზე წუწუნი გვიან იქნება. ამ არჩევნებს აქვს კავშირი ყველაფერთან, მათ შორის ჩვენს დასავლურ მომავალთან. ძალიან გასაგებად გვეუბნებიან, რომ ყველაფერი მიდის ჩვენი მთავრობის სანქცირებისკენ და საქართველოს იზოლაციისკენ. ამ არჩევნებს ყველა უყურებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, როგორც საჭირო მტკიცებულებას საქართველოზე გადაწყვეტილების მისაღებად".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული

დემენციის ზოგ რისკ-ფაქტორს ვერ შევცვლით (მაგალითად, გენეტიკას), თუმცა სხვების გაკონტროლება შეგვიძლია: იქნება ეს…