პაველ ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი

18 Oct. 2024, 12:42

"ჯერ კიდევ ამ წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირში. ძალიან მტკივნეული და დასანანია განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში დაჩქარდა მათი გაწევრიანების პროცესი. გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულიყო საქართველოს გაწევრიანების პროცესი, მიღებულ იქნა როგორც შედეგი იმ მიზანმიმართული ქმედებებისა, გადაწყვეტილებებისა, კანონმდებლობისა, რომელიც იქნა მიღებული, გადაწყვეტილი აქ საქართველოში. ასე რომ, პრობლემა არ არის ბრიუსელში, პრობლემა არ არის ვაშინგტონში, პრობლემა და შესაბამისად, გადაწყვეტა არ არის კიევში, პრობლემა და გადაწყვეტა აქ, საქართველოშია. ეს არის შედეგი საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებებისა და განცხადებებისა, რომ 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება.

ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნა, რომელიც გვქონდა ერთი წლის წინ გაფართოების პირველი ანგარიშით, რომელიც გამოქვეყნდა გასული წლის ნოემბერში, იყო ანტიდასავლური, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის, კონსპირაციული თეორიების, უცნაური ნარატივის შეწყვეტა. სამწუხაროდ, უკანასკნელი წლის განმავლობაში ანტიდასავლური, ანტიევროპული დეზინფორმაცია არ შეჩერდა. პირიქით, მსურს გაგიზიაროთ, ვცხოვრობ რა აქ, თბილისში და ვუსმენ რა თქვენს ანგარიშებს, მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია. ეს მიუღებელია იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც სურს, შეუერთდეს ევროკავშირს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
  4. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
  5. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება

საქართველოს საგარეო უწყება ევროკავშირის მიერ რუსეთზე სანქციების 21-ე პაკეტს ეხმაურება. "საქართველოს საგარეო…