რატომ გვიჩნდება ჭიპზე შეხებისას უცნაური შეგრძნება?
ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეეხებოდით საკუთარ ჭიპს ისე, რომ საზარდულში ჩხვლეტის მსგავსი ან მოშარდვის შეგრძნება გაგჩენოდათ; ეს უცნაური რამ მხოლოდ თქვენ ნამდვილად არ გამოგიცდიათ.
ამის ასახსნელად ჩვენი ანატომია უნდა მოვიშველიოთ. საქმე ისაა, რომ ჭიპი ზურგის ტვინამდე მიმავალ ნერვულ ბოჭკოებს უკავშირდება. ზურგის ტვინს თავის ტვინამდე ინფორმაცია შარდის ბუშტიდან და შარდსადენიდანაც გადააქვს.
ჭიპზე დაჭერისას სწორედ იგივე ადგილი სტიმულირდება. ასე ტვინი ისე აღიქვამს, თითქოს სიგნალებს სხვა ადგილიდან იღებდეს; შედეგად საზარდულში წიწკნის ანდა ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს მოშარდვა გვინდა.
"ჭიპთან მუცლის ღრუს შიდა სარჩულს პარიეტალური პერიტონეუმი ეწოდება", — ახსნა დოქტორმა ქრისტოფერ ჰოლინგსვორთმა — "ეს სტრუქტურა ძალიან მგრძნობიარეა. მისი მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოები ინფორმაციას ზურგის ტვინის იმავე უბანს გადასცემს, რომელსაც შარდის ბუშტისა და შარდსადენიდან მომავალი შეგრძნებები მიეწოდება".
წიწკნის შეგრძნება მხოლოდ მაშინ გაჩნდება, თუ ჭიპს შიგნით ღრმად დააწვებით. თუკი უბრალოდ გვერდებს დააწვებით, ზემოხსენებულ ბოჭკოებს არ შეეხებით და ვერც შეგრძნება იქნება ანალოგიური.
შემდგომში, როცა საკუთარ ჭიპს შეეხებით, გეცოდინებათ, რა კავშირი არსებობს მასა და თქვენს ნერვულ სისტემას შორის. დაიმახსოვრეთ, რომ, რაც უფრო ღრმად ჩააჭერთ ამ ადგილს, მით უფრო მძაფრი იქნება შეგრძნება და დისკომფორტიც.
კომენტარები