პაველ ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი

18 Oct. 2024, 14:04

"ბევრჯერ ითქვა ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ ჩემი ზემდგომების მხრიდან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში მოვლენების განვითარებას ძალიან ყურადღებით. გვაქვს შესაძლებლობა, რომ რეაგირება მოვახდინოთ პროცესების განვითარებაზე, ველით არჩევნების დღეს და ვნახავთ, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ის ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ასე არ მოხდა, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ვარიანტი. ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა. მსგავსი მაგალითები წარსულშიც ყოფილა, სადაც არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და სადაც ჩვენ ევროკავშირს არ გვქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ზომა, მათ შორის, სანქციები. სანქციების დაწესება მარტივი არ არის, რადგან მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას. ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს ვალდებულებაა, მეთვალყურეობა გაუწიოს, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღებისას ნაკისრი ვალდებულებები კვლავ სრულდება - ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ ეს პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, აღარ სრულდება, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ, როგორც ევროკავშირმა.

არავის სურს ადამიანების დასჯა, მაგრამ ჩვენ რეაგირება უნდა ვიქონიოთ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე, განცხადებებსა და გადაწყვეტილებებზე".

ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების წინ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი, დაშინების ელემენტებს შეიცავს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პიერ-ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი, რომლებიც გასულ თვეში…