ირაკლი კობახიძე

18 Oct. 2024, 15:05

ორი თვის წინ მოვისმინე სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს, საავადმყოფოდან გამოსვლის მერე ჩაწერილი 10 წუთიანი ვიდეომიმართვა, სადაც ჰყვებოდა თუ როგორია ლიბერალური ფაშიზმის გამოხატულება სლოვაკეთში, ეს ასახავს იმ რეალობას რაც არის საქართველოში. ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება საქართველოში და სლოვაკეთში ზუსტად იდენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალი მიმდინარეობა არის კოორდინირებული გლობალურ დონეზე, იმ ძალების მიერ რომელსაც ჩვენ ვეძახით გლობალური ომის პარტიას.

ჩვენ ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ ფაშისტური თავდასხმა მუსიკალურ ჯგუფ “მგზავრებზე”. გარკვეულწილად მათ ["მგზავრების"] გადაწყვეტილებას შეიძლება ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ გამართლება არ აქვს. თავის დროზე, როდესაც ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა ასეთი ფორმით საქართველოში, ეს ჯგუფი თავისუფლად ატარებდა კონცერტებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს იქნებოდა კიევი, მოსკოვი. ლიბერალური ფაშიზმის გაძლიერების შემდეგ კი უკვე ვხედავთ, რომ ამ ჯგუფს ეზღუდება კონცერტების გამართვა საქართველოშიც კი.

ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რა აზრის იყო "მგზავრების" მხრიდან მერიის კონცერტის გაუქმებაზე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ