როგორ ვმართოთ მარაგები ეფექტურად — ინვენტერისა და საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
მარაგების ეფექტური მართვა ბიზნესის ერთ-ერთი მნიშნველოვანი გამოწვევაა. მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ბევრ კომპანიას სჭირდება იმისათვის, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანოს და საქმიანობის ოპტიმალურად წარმართვა შეძლოს.
სწორედ ამ მიზნით შეიქმნა 2022 წელს კომპანია ინვენტერი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბიზნესებს ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიან სერვისს სთავაზობს. კომპანიამ უკვე განახორციელა 300-ზე მეტი პროექტი, მათ შორის ინვენტარიზაციის პროცესი წარმართა 100-150 ფილიალისგან შემდგარ კომპანიებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ახლა ინვენტერი საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს საკუთარ სერვისზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს. ამ სტატიაში კი მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ გურგენიძე გვიამბობს, თუ რა გზა გაიარა ინვენტერმა დაარსებიდან დღემდე და რატომ სჭირდებათ ბიზნესებს მარაგების მართვა და ინვენტარიზაცია.
"ჩვენი მიზანია, ბიზნესს დავეხმაროთ მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასა და აღრიცხვაში, რომ კომპანიაში არსებული დაინტერესებული რგოლისთვის - მენეჯმენტისთვის, ფინანსური მენეჯერებისა თუ ბუღალტრებისთვის - ინფორმაცია გასაგები იყოს. ამიტომ, როდესაც პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, პირველ ნაბიჯებს ორგანიზაციაში შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაციის დამყარებით ვდგამთ. მას შემდეგ რაც კარგად გავეცნობით კომპანიის პროცესებსა და სპეციფიკას, ვადგენთ გზამკვლევს და ვიწყებთ პროექტის სისრულეში მოყვანას", — ამბობს ნიკოლოზ გურგენიძე.
აღსანიშნავია, რომ ინვენტერი სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებას სთავაზობს ინვენტარიზაციას, იქნება ეს წარმოება, საცალო ვაჭრობა, იმპორტ-ექსპორტი, სასაწყობე საქმიანობა თუ სხვა. ასევე ემსახურება - სამედიცინო, სასწავლო, სავაჭრო, HORECA თუ სხვა სექტორებს.
"თითოეულ მიმართულებას საკუთარი სპეციფიკა აქვს და ინვენტარიზაციის თვალსაზრისითაც სხვადასხვა მიდგომა სჭირდება", — აღნიშნავს ნიკოლოზი.
კომპანია ინვენტერის ერთ-ერთი მნიშნველოვანი მიმართულება — საკონსულტაციო სერვისია. დაგროვებული გამოცდილების, მიგნებების და გადაწყვეტების გაზიარებით, ინვენტერი ბიზნესებს საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და მართვაში უწევს დახმარებას. კონსულტაცია გულისხმობს ინფორმაციის გაზიარებას იმაზე, თუ როგორ უნდა აღრიცხონ მარაგები, ძირითადი საშუალებები და ნედლეული, წარმოების, საცალო ვაჭრობის, რეალიზაციის, იმპორტ-ექსპორტის თუ სხვა მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო მიმართულება, ასევე, ტრენინგებსაც მოიცავს — ინვენტერი კომპანიებს საკუთარ საჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებულ ტრენინგებს სთავაზობს, რომელიც მარაგების მართვისა და საწყობის მენეჯმენტის მიმართულებით კომპანიაში არსებულ კადრებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებათ.
შეთავაზება საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეღავათიანი პირობებით, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ ინვენტერის სხვადასხვა მომსახურებაზე. მათ შორისაა:
· ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია
· ქონების შეფასება და სხვა
აღსანიშნავია, რომ ამ შეთავაზების ფარგლებში, ინვენტერმა უკვე 10 პროექტი განახორციელა.
"ვფიქრობთ, თანდათან უფრო და უფრო მეტი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გახდება ქონების აღრიცხვა და დანაკლისების აღმოჩენა. ჩვენი კი გვინდა ბიზნესს დავანახოთ, რომ მარაგი ღირებული აქტივია, რომლის დაკარგვაც ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიას. ჩვენი გუნდის მრავალფეროვანი და მრავალწლიანი გამოცდილება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ დროული, პერიოდული და სისტემური მიდგომებით, აღნიშნული პრობლემების მოგვარება გაცილებით ეფექტურია და გრძელვადიან ხედვაში კომპანიებს ფინანსების დაზოგვასა და სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება."
2024 წელი და სამომავლო მიზნები
აღსანიშნავია, რომ ინვენტერი მომხმარებლებს ემსახურება როგორც პერიოდული, ისე ერთჯერადი პროექტების სახით. პერიოდული სერვისი, დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარეობს და ყოველთვიურ, კვარტლურ ან წლიურ რეგულარულ ინვენტარიზაციას გულისხმობს.
"საქართველოს ბაზარი და ადგილობრივი ბიზნესი ჩვენი კომპანიისათვის მთავარი სამიზნეა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს კომპანიას და შესაბამისად, ჩვენი მიზნებიც დიდია. დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ინვენტარიზაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს ადგილობრივი ბიზნესები უფრო სიღრმისეულად გაუმკლავდებიან და დანერგავენ საერთაშორისო კულტურას საკუთარ საქმიანობაში, სადაც ჩვენი მხარდაჭერა, რომ აღნიშნული პროცესები გავუმარტივოთ, დიდ როლს ითამაშებს", — ამბობს ნიკოლოზი.
2024 წელი ინვენტერისთვის ძალიან აქტიური იყო. კომპანიამ, გასულ წლებთან შედარებით, პროექტების რაოდენობა გააორმაგა და მომდევნო წლისთვის მიღწეული შედეგის კვლავ გაზრდის მოლოდინშია.
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
-
ნახეთ ჯონი დეპი დიკენსის ახალ ეკრანიზაციაში — მსახიობს ამ როლში ვერც კი იცნობთ (ტრეილერი) ნახეთ ჯონი დეპი დიკენსის ახალ ეკრანიზაციაში — მსახიობს ამ როლში ვერც კი იცნობთ (ტრეილერი)
-
მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა
გადახედვა
-
ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს
გადახედვა
-
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
-
იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს
კომენტარები