რატომ არ წარადგინა სომხეთის კინოაკადემიამ მთიან ყარაბაღზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი ოსკარზე?
ფოტო: OC-Media
სომხეთის ეროვნული კინოაკადემიის გადაწყვეტილებამ მისი საბჭოს ერთ-ერთი წევრის, მრავალი ჯილდოს მფლობელი, დოკუმენტური ფილმის ოსკარზე წარდგენასთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომს ეხება, ქვეყანაში კამათი გამოიწვია.
მთიანი-ყარაბაღის ომზე დაფუძნებული შოღათ ვარდანიანის დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით 1489, სადაც აღწერილია ოჯახის მიერ, მთიანი ყარაბაღის ომის პირველ დღეებში დაკარგული რეჟისორის ძმის — სოღომონ ვარდანიანის ძებნა. ფილმის სათაური — 1489 სოღომონ ვარდანიანის ცხედრის იდენტიფიცირებამდე დღეების რაოდენობას გულისხმობს.
ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა საერთაშორისო კინოწრეებში, მათ შორის მსოფლიოს უდიდეს — ამსტერდამის დოკუმენტურ ფილმთა საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზიც კი მიიღო.
სომხეთის კინოაკადემიამ 5 სექტემბერს განაცხადა, რომ მათი გუნდის წევრის, ედგარ ბაღდასარიანის მხატვრული ფილმი — "იაშან და ლეონიდ ბრეჟნევი" აარჩიეს ოსკარზე წარსადგენად. ფილმი იაშანზეა, რომელიც ცდილობს კავშირი არ გაწყვიტოს საბჭოთა წარსულთან. ფილმში ჩართულია გამოგონილი დიალოგები ცნობილ კომუნისტებთან, მათ შორის ყოფილ საბჭოთა ლიდერ — ლეონიდ ბრეჟნევთან.
11 ოქტომბერს, სომეხი კინოდოკუმენტალისტების საზოგადოებამ — "თვალი თვალის წილ" მოუწოდა სომხეთის კინოაკადემიას, გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის, რადგან ბაღდასარიანის ფილმს არც საერთაშორისო კონკურსებში მიუღია მონაწილეობა და არც ჯილდოები აქვს.
"სომხურ კინოსამყაროში უსამართლობა მოხდა. ეს ["1489"] არის ყველაზე რეზონანსული, პრესტიჟული და ძლიერი სომხური წარმოების ფილმი, რომელიც ქვეყანას ოსკარზე წარადგენდა", — განაცხადა გუნდმა. ამასთან თქვეს, რომ ვარდანიანის ფილმი შესაძლოა იყოს პირველი სომხური ფილმი, რომელიც ქვეყანას ოსკარს მოუტანს.
მომდევნო დღეს, 12 ოქტომბერს, საგამოძიებო მედია Hetq-ის მთავარმა რედაქტორმა, ედიკ ბაღდასარიანმა, საკუთარ Facebook გვერდზე გააზიარა მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული გამოძიების წინასწარი შედეგები და თქვა, რომ კინოაკადემიის 30 წევრიდან, მხოლოდ ორმა მისცა ხმა ფილმ 1948-ს.
ბაღდასარიანი საკუთარ პოსტში აკადემიაში არსებულ კორუფციაზე მიუთითებს და ამბობს, რომ Hetq დეტალების გარკვევას ცდილობს — "ვინ იყო შოღათის ფილმის წინააღმდეგი და რატომ მისცეს ხმა ედგარ ბაღდასარიანის ფილმს".
"ბუნებრივია, ედგარ ბაღდასარიანს აზრადაც არ მოსვლია დაეთმო თავისი ფილმის ადგილი შოღათისთვის, რომელიც არ წარმოადგენს მათ სოციუმს, მან არ მისცა შანსი, რომ [შოღათმა] წარადგინოს სომხეთი", — წერს ბაღდასარიანი.
ეს პოსტი ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელში და აკადემიისა და საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა — ისინი აკადემიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ.
"თაობათა ცვლა არ ხდება მხოლოდ ასაკით და ლამაზი თვალებით, თაობათა ცვლას აზროვნების და აქტივობები შეცვლა სჭირდება", — დაწერა დოკუმენტური კინოს რეჟისორმა, სედა გრიგორიანმა.
14 ოქტომბერს, სომხეთის ეროვნული კინოაკადემიის მდივანი, ნატალია ღაზანჩიანი "თვალი თვალის წილის" მიმართვას გამოეხმაურა.
"კინოაკადემიკოსები არ ითვალისწინებენ ფილმის მიერ მიღებული ჯილდოების ჩამონათვალს და მხატვრული ღირებულებით და კინოინდუსტრიაში მათი გამოცდილებით ხელმძღვანელობენ", — წერს იგი.
მან ასევე თქვა, რომ ბაღდასარიანის ფილმმა ანაჰიტის კინოაკადემიის ფესტივალზე 9-დან 5 პრიზი მიიღო. ღაზანჩიანმა ასევე თქვა, რომ ფილმი დახურული კენჭისყრით შეირჩა და აკადემიის იმ წევრებს, რომლებსაც რაიმე კავშირი ჰქონდათ საკონკურსო ფილმებთან, კენჭისყრაზე არ დაიშვებოდნენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები