ევროპარლამენტის 25-მუხლიანი რეზოლუცია საქართველოს შესახებ — რა წერია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია "საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ".
რეზოლუციაში რუსული და ანტი-ლგბტ კანონები დაგმობილია. დეპუტატების აზრით, ორივე მათგანი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამოა და, შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ამბიციებთან წინააღმდეგობაშია, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მნიშვნელოვნად აზიანებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სანამ ეს კანონები არ გაუქმდება, საქართველოს ევროკავშირისკენ სავალ გზაზე პროგრესი ვერ მიიღწევა.
რეზოლუციის 25 პუნქტი შემდეგნაირად ჟღერს:
- ევროპარლამენტი გამოხატავს წუხილს საქართველოში დემოკრატიის შესუსტების გამო, რაც მიმდინარე წელს, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდა. გმობს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონისა და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ" კანონის მიღებას, ასევე, ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ხსენებული ცვლილებები არის ხელსაწყოები, რომელთაც ხელისუფლება იყენებს გამოხატვის თავისუფლების დასაზიანებლად, მედიის გასაკონტროლებლად, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორში კრიტიკული ხმის ჩასახშობად და მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციისთვის. საქართველო, რომელიც ოდესღაც ჩემპიონი იყო ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და დემოკრატიულ პროგრესში, დიდი ხანია, რაც სწრაფ დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის;
- ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიასა და მის წევრ სახელმწიფოებს, გამოიძიონ დემოკრატიის უკუსვლის შედეგები, რომლებიც ამ კანონებს აქვთ მათი, როგორც დონორის როლზე საქართველოში და მთავრობასა და პარლამენტს შესაძლო გავლენაზე ინფორმაცია მიაწოდოს. ასევე მოუწოდებს, რომ EU-ის ყველა დაფინანსება, რაც გამოყოფილია საქართველოს მთავრობისთვის, გაიყინოს იქამდე, სანამ ზემოაღნიშნული არადემოკრატიული კანონები არ გაუქმდება და დაწესდეს მკაცრი პირობები საქართველოს მთავრობისთვის სამომავლო დაფინანსების გაცემაზე;
- ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას სიძულვილისა და დაშინების გარემოზე, რომელიც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებითაა გამოწვეული. ევროპარლამენტი გმობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის ლიდერების განცხადებებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვასა და ოპოზიციის "კრიმინალურ პოლიტიკურ ძალად" მოხსენიებასთან დაკავშირებით. აღნიშნავს, რომ მსგავსი დაშინება ძირს უთხრის პოლიტიკურ პროცესსა და გამოხატვის თავისუფლებას.
- ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის სრულფასოვანი გამოძიებისკენ;
- ევროპარლამენტი იმეორებს კომისიის მიმართ მოწოდებას, რომ შეაფასოს, თუ რა გავლენას ახდენს "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" და "ოჯახური ღირებულებების" კანონები, გენდერული კვოტების გაუქმება და საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე ზოგადად და არჩევნების ჩატარებაზე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისად, რა გავლენას ახდენს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების მუდმივ შესრულებაზე, კონკრეტულად ფუნდამენტური უფლებების ჭრილში, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის არსებითი კომპონენტია;
- ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებებისა და მათი სურვილის მიმართ, რომ იცხოვრონ წარმატებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მოტივირებული იყო სურვილით, რომ აღიარებულიყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევები და დემოკრატიული ძალისხმევა, ასევე, ევროკავშირში გაწევრების მიმართ მოქალაქეების აბსოლუტური მხარდაჭერა. მიესალმება იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს დემოკრატიისა და პროევროპულ გზაზე დასაბრუნებლად საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გასწია;
- ევროპარლამენტი გმობს ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ როლს ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისა და კიდევ მცდელობაში, რომ ძირი გამოუთხაროს ევროატლანტიკურ ორიენტაციას და ქვეყანა რუსეთისკენ მიაბრუნოს. იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, რომ დააწესოს დაუყოვნებლივი, პერსონალური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის;
- პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, რომ პასუხისმგებლობა დააკისრონ და დაუწესონ პერსონალური სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ვინც მონაწილეობდა პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობაში და ვინც ავრცელებდა ანტიდასავლურ დეზინფორმაციას. მიესალმება აშშ-ის მიერ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს;
- ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ ფაქტით, რომ ბოლო დროს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც პარლამენტში ქართულმა ოცნებამ მიიღო, ღალატობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებებს, რომ იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელონ დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, ითანამშრომლონ ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და იყვნენ ერთგულნი ევროკავშირში გაწევრების მიმართ;
- დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი აქციების ჩატარების უფლებები ფუნდამენტური თავისუფლებებია და პატივცემული უნდა იყოს ნებისმიერ გარემოში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომლისაც EU-ში გაწევრება სურს;
- ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიერ "ვოჩდოგის" როლის განხორციელება დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია და ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებულ რეფორმებში წინსვლისთვის გადამწყვეტია. შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა უზრუნველყოფილი იყოს გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია განვითარდება;
- ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა იმ პირობით, რომ შესრულდებოდა შესაბამისი ნაბიჯები. ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროს მიღებული კანონები ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას და მან საქართველოს EU-ში ინტეგრაცია ფაქტობრივად შეაჩერა;
- ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ, რომ შეახსენოს საქართველოს ხელისუფლებას ის ვალდებულებები, ღირებულებები და პრინციპები, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შემოტანის დროს;
- დოკუმენტი იმეორებს იმ შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველო მიიღებს როგორც კი დაიწყება გაწევრების მოლაპარაკებები, მათ შორისაა გაწევრების წინა პერიოდის დახმარება, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტს, ასევე მხარს დაუჭერს მის ინსტიტუტებს, ინფრასტრუქტურასა და სოციალურ სერვისებს;
- ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარების უზრუნველყოფას, რომ გარანტირებული იყოს გამჭვირვალობა, თავისუფალი და სამართლიანი პროცესი, რომელიც შეესაბამება ხალხის დემოკრატიულ ნებას. ითხოვს მმართველი პარტიის სასარგებლოდ საჯარო და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გამჯდარი პრაქტიკის გაუქმებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, რომ არჩევნებში მონაწილე სადამკვირვებლო სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს დაუბრკოლებლად დაკვირვება და არ ჩაერიოს მათ საქმიანობაში;
- პარლამენტი იზიარებს შეშფოთებას, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოხატა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო. ეთანხმება, რომ საარჩევნო კოდექსში ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოხდეს დაინტერესებულ მხარეების აღქმებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის ნდობაზე, მიუკერძოებლობასა და სამართლიანობაზე;
- დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება ქართული დიასპორის მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საზღვარგარეთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ უმრავლესობას ერთმევა ხმის მიცემის უფლება; ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ მთავრობა დაბრკოლებებს უქმნის 30 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციას და საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მათ ძალისხმევაში, რომ წარმართონ კამპანია წადი არჩევნებზე;
- ევროპარლამენტი უთითებს, რომ უარყოფითი საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, რაც მოახლოებული არჩევნების ლეგიტიმურობას ეხებოდა, პრემიერ-მინისტრმა ანტიკორუფციულ ბიუროს მისცა “რეკომენდაცია”, რომ გაეუქმებინა მისი 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, რითაც საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ორგანიზაციაც გამოცხადდა;
- ევროპარლამენტი გმობს ქართული ოცნების მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის ძალადობრივი ფოტოების საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნებით გამოყენებას;
- ევროპარლამენტი ქართული ოცნებისგან მოახლოებულ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნებისა და თავისუფალი არჩევანის მიმართ პატივისცემასა და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის უზრუნველყოფას ელის. მოუწოდებს ქართულ ოცნებასა და მის ლიდერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა, დაშინება, სიძულვილის ენა, დაკავებები და ზეწოლა, რასაც ახორციელებენ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ;
- დოკუმენტში გამოხატულია რწმენა, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება გადამწყვეტი საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანისათვის. აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის კონსოლიდაცია მოხდეს ახალგაზრდა თაობის ლიდერებით, რაც გამოიხატა უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ სპონტანურ პროტესტებში;
- ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში გაზრდილ რუსულ გავლენაზე, მათ შორის რუსეთიდან გაზრდილ იმიგრაციაზე, გაზრდილ სავაჭრო კავშირებზე რუსეთთან და საქართველოს მზადყოფნაზე, რომ გააგრძელოს რუსეთთან შერიგება უკრაინაში მიმდინარე ომის და საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომის საპასუხოდ, გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არაღიარების პოლიტიკა და პატივი სცეს მის ვალდებულებას, სანქციების თავიდან არიდების წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების გატარების შესახებ. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სრულიად შეუერთდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ევროკავშირის სტრატეგიას რუსეთის მიმართ;
- დოკუმენტი მტკიცედ იმეორებს მოწოდებას ჰუმანიტარული მიზნით მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების შესახებ, რათა მან საზღვარგარეთ მიიღოს სამედიცინო მკურნალობა. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისადმი;
- დოკუმენტი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააუარესა ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე, მათ შორის საბჭოთა პერიოდის არქივებზე, მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის რეგულაციის გამოყენებით, რათა არამართებულად დაესაბუთებინათ არქივზე წვდომის შეზღუდვები; ამასთან, ის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი საბჭოთა პერიოდის არქივები 2023 წლის ოქტომბრიდან სრულად არის დახურული ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიუთითებს რუსეთის მიერ ისტორიის, მათ შორის საბჭოთა ისტორიის, მანიპულაციასა და გაყალბებაზე, რაც უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომისა და სხვა ქვეყნების მიმართ მისი სამხედრო მუქარების ნაწილია. ევროპარლამენტი სწუხს საქართველოში სტალინის კულტისა და მასთან დაკავშირებული საბჭოთა ნოსტალგიის ზრდაზე, რაც მხარდაჭერილია მთავრობის მიერ, რაც ხაზს უსვამს მათ მჭიდრო კავშირს რუსეთთან.
- ევროპარლამენტი მიუთითებს პრეზიდენტს, გადასცეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საბჭოს, კომისიას, წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთოს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს.
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვაქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო
-
გადახედვაანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია ანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია
-
გადახედვა"მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს "მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება სალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება
-
გადახედვაევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება ევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება
-
გადახედვა"სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს "სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება
-
გადახედვაკასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს
-
გადახედვაThe Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა The Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია
-
გადახედვასადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს
-
გადახედვაესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა ესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა
-
გადახედვალონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად ლონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად
-
გადახედვაარჩევნების თაობაზე საჩივრების განხილვამ ძირი გამოუთხარა სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპს – ვახუშტი მენაბდე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება არჩევნების თაობაზე საჩივრების განხილვამ ძირი გამოუთხარა სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპს – ვახუშტი მენაბდე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება
-
გადახედვალაშა მარგიშვილი: EQAR-ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან ლაშა მარგიშვილი: EQAR-ის გადაწყვეტილებას არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხებთან
-
გადახედვანინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება ნინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება
კომენტარები