"ბულგარელი განგსტერი" - ვინ არის ლატარიის ახალი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი
საქართველოში ლატარიის ჩამტარებელი ახალი კომპანია შპს ჯი ენ ელ-ის 25%-ს ბულგარეთში რეგისტრირებული New Games ფლობს, რომლის ერთ-ერთი დირექტორი და მფლობელი ცნობილი ბულგარელი ბიზნესმენი ვასილ ბოჟკოვია. ბულგარეთში აშშ-ის ელჩის ერთ-ერთი ანგარიშში, რომელიც ვიკილიქსით გავრცელდა, ბოჟკოვი განგსტერად და ფულის გამთეთრებლადაა მოხსენიებული.
ვასილ ბოჟკოვის სახელი არაერთ სკანდალს უკავშირდება. ვიკილიქსის საშუალებით გავრცელდა 2005 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია ბულგარეთის ორგანიზებულ დანაშაულის ფიგურების შესახებ და რომელიც ბულგარეთში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს პარდიუმ შეიმუშავა. აღნიშნულ დოკუმენტში წერია, რომ 2004 წლის ბოლოს ბულგარეთში 118 ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფი ოპერირებდა და მათ შორის, ერთ-ერთი ფიგურა ვასილ ბოჟკოვი იყო. ანგარიშის მიხედვით, მისი არალეგალური აქტივობები ფულის გათეთრებას, პრივატიზაციასთან დაკავშირებული თაღლითობას, დაშინებას, გამოძალვასა და რეკეტირებას უკავშირდება.
დოკუმენტის თანახმად, ბოჟკოვი დაკავშირებული იყო კომპანია Intergroup-თან, რომელსაც ნარკოტიკებთან, ფინანუსრ თაღლითობასთან, მოპარული მანქანებით ვაჭრობასთან, კონტრაბანდასთან, გამოძალვასა და პროსტიტუციასთან აქვს კავშირი. ვასილ ბოჟკოვი და Intergroup, თავის მხრივ, დაკავშირებული არიან ივან ტოდოროვთან, რომელიც დოკუმენტებში მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკორეალიზატორი ბალკანეთში.
საქართველოს გარდა, New Games ბულგარეთშიც უზრუნველყოფს ეროვნული ლატარიის ჩატარებას. ერთ-ერთი სკანდალი, რომელიც საერთაშორისო მედიაშიც მოხვდა სწორედ ამ გათამაშებას უკავშირდება. 2009 წელს ლატარიაში ზედიზედ ორჯერ ამოვიდა ერთი და იგივე ციფრები. ლატარიის კომპანიამ აღნიშნულს "გიჟური დამთხვევა" უწოდა და იმ ფაქტზე მიუთითა, რომ რიცხვების ამოსვლის რიგითობა განსხვავდებოდა.
BBC-ის ცნობით, მაშინ ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მანიპულაცია შეუძლებელი იყო. მათემატიკოსები კი ამბობდნენ, რომ ზედიზედ ორჯერ ზუსტად იმავე ციფრების ამოსვლის ალბათობა ოთხ მილიონში ერთი იყო, თუმცა დამთხვევებიც ხდება.
ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) ცნობით, ვასილ ბოჟკოვმა (მეტსახელად "თავის ქალა" - The Skull) თავისი პირველი კომპანია 1990 წელს დააარსა. ორ პარტნიორთან, ილია პავლოვთან და მლადენთან ერთად დაფუძნებული IGM აზარტული თამაშების ჯგუფი ძალიან წარმატებული, შემოსავლიანი და გავლენიანი გახდა აღმოსავლეთ ევროპაში. 2008 წლის მონაცემებით, ბოჟკოვის იმპერია Noveholdings 30 კომპანიას აერთიანებდა. მის ჰოლდინგში შედის ისეთი კაზინოები, როგორიცაა London Casino სოფიაში მდებარე სასტუმრო რედისონში და Rila Casino, ასევე სოფიაში მდებარე სასტუმრო რილაში. ვასილ ბოჟკოვი დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და ბულგარეთსა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს ატარებს.
2004 წელს, ბოჟკოვთან პარტნიორობის გაწყვეტისა და მასთან კონკურენციის შემდეგ, ილია პავლოვი მოკლეს. ვასილ ბოჟკოვი ეჭვმიტანილად არასდროს დასახელებულა და კონკურენტის გაქრობის შემდეგ ბისი ბიზნესიც აყვავდა. ბოჟკოვი სარგებელს ძლიერი პოლიტიკური კავშირებითაც იღებდა.
ბულგარული დამოუკიდებელი მედიის 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ვასილ ბოჟკოვი ნელ-ნელა სცილდება კრიმინალს, თუმცა ბიზნესმენი მოხსენიებულია როგორც ორგანიზებული დანაშაულის ფიგურა OCCRP-ის 2015 წლის პუბლიკაციაშიც.
მისი ჰოლდინგის ლეგალური ბიზნეს ინტერესები ძირითადად აზარტულ თამაშებს და Duty Free მაღაზიებს უკავშირდება. 2005 წლის ვიკილიქსის დოკუმენტების თანახმად, ბოჟკოვი, ასევე, ფლობს ბულგარულ საფეხბურთო კლუბს და სამოდელო სააგენტოს.
4 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ლატარიის ორგანიზებისთვის სახელმწიფომ ახალი ლიცენზია გასცა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერია (შპს ჯი ენ ელ). აღნიშნული კომპანიის 75-პროცენტიანი წილი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, კობა ღურწკაიას ეკუთვნის. შპს ჯი ენ ელ-ის 25 პროცენტს კი ბულგარეთში რეგისტრირებული New Games ფლობს.
On.ge ფინასთა სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, ინფორმაცია ჰქონდათ თუ არა ბოჟკოვის საქმიანობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც გვითხრეს, რომ უწყება "მსგავს ჭორებზე კომენტარს ვერ გააკეთებს."
On.ge-მ კითხვით მიმართა შპს ჯი ენ ელ-საც, თუმცა მათგან პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიგვიღია.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა

კომენტარები