რუსეთი აფხაზეთის მუზეუმიდან შამილ ბასაევის ფოტოს ამოღებას ითხოვს
აფხაზეთი სახელმწიფო მუზეუმმა გამოფენა დროებით მას შემდეგ დახურა, რაც რუსეთის საელჩომ ექსპოზიციიდან ჩეჩენი მეამბოხე მეთაურ შამილ ბასაევის ფოტოს ამოღება მოითხოვა.
სამშაბათს, რუსეთის საელჩომ აფხაზეთში RBK-სთან განაცხადა, რომ მათ ამ ფოტოს გამო უკვე შეიტანეს საჩივარი და მუზეუმი აპირებს, "რაც შეიძლება მალე გამოასწოროს მდგომარეობა".
პრორუსული რეფორმების არ გატარების გამო რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსების ნაწილი შეუწყვიტა. ეს საჩივარიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას მოჰყვა.
გაიგეთ მეტი: რუსეთმა აფხაზეთს ფინანსური მხარდაჭერა შეუწყვიტა ურთიერთობებისთვის "სერიოზული დარტყმით"
გამოფენის დახურვამდე, OC-Media-სთან მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ისინი ექსპოზიციიდან ფოტოს ამოღებას იქამდე არ აპირებენ, სანამ ბასაევი აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას, მინიჭებულ "აფხაზეთის გმირის" ტიტულს ატარებს.
"შამილ ბასაევი "აფხაზეთის გმირია", მას ეს ჯილდო არც სიცოცხლეში და არც სიკვდილის შემდეგ არ ჩამოერთმევა. თუ სასამართლო გადაწყვეტს მისთვის ამ ტიტულის ჩამორთმევას, ან თავდაცვის სამინისტრო გამოსცემს ბრძანებას, მაშინ ავიღებთ გამოფენიდან ფოტოს, მაგრამ ჯერჯერობით — არა. უბრალოდ დავხურეთ ოთახი, სადაც ფოტოა განთავსებული", — განაცხადა მუზეუმის თანამშრომელმა OC-Media-სთან.
შამილ ბასაევს "აფხაზეთის გმირის" წოდება 1992-1993 წლებში — აფხაზეთის ომში აფხაზეთის მხარეს მოხალისედ ბრძოლისთვის მიენიჭა. ის ომის დროს კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის მოხალისეთა ძალებს მეთაურობდა. მოგვიანებით, ბასაევი რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთის პირველ ომში იბრძოდა; 1996 წელს გახდა გენერალი და ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების მეთაური. ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ, განაგრძო ბრძოლა აჯანყების ფარგლებში, მოაწყო არა ერთი თავდასხმა, განსაკუთრებით 2004 წელს ბესლანის სკოლის ალყისას, რომელსაც 334 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 186 ბავშვი.
გაიგეთ მეტი: "პასუხს არავინ აგებს": ბესლანი, 20 წლის შემდეგ
მუზეუმის თანამშრომელმა OC Media-ს განუცხადა, რომ ბასაევის ფოტო მუზეუმში 2012 წლიდანაა განთავსებული. მაშინ მუზეუმი რუსეთის ფინანსური დახმარებით გარემონტდა. მუზეუმის გახსნის ღონისძიებას რუსეთის მაშინდელი ელჩი აფხაზეთში, სემიონ გრიგორიევიც ესწრებოდა.
22 სექტემბერს ტელეგრამის არხმა Hard Blog-მა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ბასაევი აფხაზეთისთვის "მნიშვნელოვანი აღარაა".
ტელეგრამის არხ Sovmin-ის ცნობით, ბასაევის ფოტო სახელმწიფო მუზეუმში ოპოზიციონერი დეპუტატის კან კვარჩიას ზეწოლის გამო ინახება. თუმცა, ეს განცხადება მუზეუმის თანამშრომლებმა უარყვეს.
"ბასაევი ჩვენი ისტორიის ნაწილია"
აფხაზეთში ბასაევის გარშემო მცირე აზრთა სხვადასხვაობა იყო. მისი მოღვაწეობა მხოლოდ 1992-1993 წლების აფხაზეთის ომს უკავშირდება.
აფხაზი ვეტერანი ასლან კობახია ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბასაევის ფოტო მუზეუმში ათწლეულები იყო განთავსებული, მაგრამ მათ, ვინც აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებდა, "უცაბედად შენიშნეს".
"ჩვენი ხალხი ყოველთვის აფასებს ბასაევის ქმედებებს აფხაზეთში, მაგრამ ჩეჩენმა და რუსმა ხალხებმაც შეაფასონ მისი სამხედრო გზა. ჩვენ არ განვსჯით!", — დაწერა მან.
აფხაზმა აქტივისტმა, რომელიც OC-Media-ს ანონიმურად ესაუბრა, აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი აფხაზეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების გაღრმავების კიდევ ერთი გზაა.
"მთელი ამ წლების განმავლობაში ეს ფოტო სწორედ იმ ადგილას იყო განთავსებული და არავის აწუხებდა. ახლა კი, აუცილებელი გახდა იმის ჩვენება, როგორი უმადურები არიან აფხაზები. დიახ, ბასაევი ჩვენი ისტორიის ნაწილია. ჩვენ არ ვაუქმებთ ისტორიას, თუნდაც ჩვენმა გმირებმა სადმე რაიმე ცუდი ჩაედინონ. ბასაევმა ჩვენთვის მხოლოდ კარგი გააკეთა", — განუცხადეს მათ OC-Media-ს .
როდის გაიხსნება გამოფენა უცნობია.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები