ომის მუზეუმი და საყურე ჭურვების ნამსხვრევებს შორის
ომის მუზეუმი 2008 წლის აგვისტოს ისტორიას ინახავს. ის, სიმბოლურად, 8 აგვისტოს გაიხსნა ცხინვალიდან 500 მეტრით დაშორებულ ერგნეთში, სახლში, რომელიც ომის დროს დაბომბვის გამო დაიწვა და დაინგრა. მუზეუმის ექსპონატები ის ნივთებია, რასაც აფეთქებებმა და ცეცხლმა თავისი კვალი დაამჩნია – ფორმა და დანიშნულება შეუცვალა. აქ ნახავთ კასეტური ჭურვების ნამსხვრევებს, რითაც მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბებოდა, ბავშვების დამწვარ სათამაშოებს, ხანძარში მოყოლილ და სანახევროდ დამდნარ ჭურჭელსა და რა თქმა უნდა, ფოტოებს, რაც ომსა და მის შემდგომ პერიოდს ასახავს.
ლია ჩლაჩიძემ ამ ყველაფრისთვის საკუთარი სახლის ნაწილი გამოყო. ის ამიერიდან მუზეუმთან ერთად იცხოვრებს ერგნეთში. ფართი, სადაც ექსპონატებია გამოფენილი სიდიდითა და მდიდრულობით ვერ დაიტრაბახებს, ჭერზე განთავსებულ დანახშირებულ მორებს ომის სუნი ჯერაც შერჩენილი აქვს,მაგრამ მწარე რეალობის შეხსენების გარდა, მასში სიყვარულის ისტორიისთვისაცაა ადგილი. ელზა მიქელაძემ, რომელიც გორში ცხოვრობს მუზეუმს საკუთარი საყურე გადასცა. ის შეყვარებულმა, დაბადების დღეზე 2008 წლის აგვისტოში აჩუქა, თავად კი ბრძოლის ველზე გადაინაცვლა.
"ამ ომმა გადაწყვიტა, რომ სამშობლოს ჯარისკაცი ამერჩია ცხოვრების მეგზურად. ეს საყურე იქცა ჩვენი ურთიერთობის ყველაზე ტრაგიკული პერიოდის ყველაზე ტკბილ მოგონებად. დღეს კი ის აღარაა ერთადერთი ძვირფასეულობა ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ორი არაჩვეულებრივი გოგონა გვყავს", - ამბობს ელზა, რომელიც მუზეუმის გახნაზე ორ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად მოვიდა.
მუზეუმის იდეის ავტორი მისი დიასახლისი ლია ჩლაჩიძე კი ამბობს, რომ მზადების პროცესში ის ცხინვალელ მეგობრებსაც ესაუბრა, ვინც წამოწყებული საქმე შეუქეს და ექსპონატების მოძიების საქმეში დახმარებასაც დაპირდნენ, თუმცა ინკოგნიტოდ. ქართულებსა და ოსებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ცხინვალში სხვა სახელწოდება აქვს, ამიტომ პირადი უსაფრთხოების შენარჩუნება ყველასთვის ძვირად ფასობს.
"2008 წლის 9 აგვისტოს მოვახერხეთ როგორღაც აქედან წასვლა, როდესაც იბომბებოდა ყველაფერი. როგორღაც გადავარჩინეთ ბავშვები და ჩვენი სიცოცხლე, მაგრამ სხვა ვერაფერი. მთლიანად დაიწვა სახლი და დაიფერფლა. თქვენ ხედავთ ახლა ამ სარდაფს. თითოეულ ქვას, ხელს თუ მოკიდებთ, იფშვნება, რადგან ამ ადგილას უზარმაზარმა ცეცხლმა დახურულ სივრცეში იტრიალა", - ამბობს ლია ჩლაჩიძე.
მუზეუმის გახნაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ამერიკის ხმასთან განაცხადა:
"რეგიონში რასაც ვაკვირდებით, ძალიან ბევრი ღია კონფლიქტია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთს აქვს გადაუჭრელი კონფლიქტი და ეს შემთხვევითი არაა. რუსეთის ფაქტორია საერთო ილუმინატორი. ალბათ ამ კონტექსტში ჩვენთან, საქართველოში არსებობს ის უნიკალური რესურსი შერიგებისა, რომელიც დღეს მავთულხლართებით დაშორიშორებულ საზოგადოებას აქვს. ძალიან ბევრი ფაქტორი გვაშორებს დღეს ერთმანეთს.
პირველ რიგში ესაა კონფლიქტის ძალიან მწარე გამოცდილება, ტკივილი, რომელიც გაიარა ძალიან ბევრმა ოჯახმა (ტკივილს ყველა თანაბრად განიცდის, ვინც დაკარგა ახლობელი). ბევრი ადამიანი გამოდევნილია სახლიდან. დღეს გვაქვს ხელოვნური ბარიკადები, ფიზიკური ბარიკადები, მავთულხლართები, ბევრი უხილავი ბარიკადიცაა, როგორიცაა სტერეოტიპები, მტრის ხატი, რასაც პროპაგანდა წლების განმავლობაში აგებს და აძლიერებს სწორედ იმ მიზნით, რომ არ მოხდეს ჩვენი ხალხების დაკავშირება. ხელი შეეშალოს მზარდ კონტაქტებს ადამიანებს შორის. ძალიან კარგად იცის იმ ძალამ, რომელიც კონფლიქტს ღიად ინარჩუნებს, რომ ჩვენ შერიგების რესურსი გვაქვს. უფრო ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან, ვიდრე გვაშორებს".
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ამერიკის ხმასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს შერიგების მნიშვნელობასა და გარდაუვალობაზე:
"განსაკუთრებით მაღალია შერიგების რესურსი ქართველებსა და ოსებს შორის. ის ისტორია, რომელიც ქართველებსა და ოსებს შორის არსებობს, ფაქტები იმისა, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ერთმანეთთან თანაცხოვრებას, შეუძლებელია იყოს რაიმენაირად ხელოვნური. ასე რომ, ამ ბუნებრივი მდგომარეობის დარღვევა მოახერხა ოკუპანტმა, მაგრამ მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ თუ დანარჩენ საქართველოს ავიღებთ, დავინახავთ, რომ ქართველები და ოსები მშვენივრად ცხოვრობენ ერთმანეთთან, ოკუპანტის ჩარევის გარეშე. უფრო მეტიც, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე უფრო მეტი ეთნიკური ოსი ცხოვრობს, ვიდრე რუსების ოკუპაციის ქვეშ. სწორედ ამიტომ, შერიგების როკერების არ ამოქმედების მთავარი ფაქტორი გახლავთ რუსი ოკუპანტი და მისი ქმედებები. მავთულხლართები გახლავთ ამის დადასტურება. ის შექმნილია იმისთვის, რომ შეაკავოს ადამიანებს შორის ურთიერთობა".
აგვისტოს ომის მუზეუმის ექსპონატები, საყურესა და ფოტოების ნაწილს თუ არ ჩავთვლით ერგნეთიდანაა. ეს ნივთები იმ სახლის მფლობელის საკუთრებაა, სადაც ამჟამად მუზეუმია, ზოგი კი სამეზობლოშია მოძიებული. ერგნეთი 2008 წლის ომის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა, სახლების უმეტესობა დაიბომბა და დაიწვა. ასე რომ, მართალია ომის მუზეუმი ახლა ლია ჩლაჩიძის სახლშია, თუმცა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ომის შედეგად დამწვარი ყოველი სახლი, ზიანის მასშტაბებით, ომის მუზეუმია ისედაც.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები