ვოლვო ქარ საქართველოს მხარდაჭერით საქართველოში პირველად ვოლვო რეგატა გაიმართა
ფოტო: თეგეტა
საქართველოს საიალქნო კლუბმა იალქნიანი ნავების შეჯიბრს — ვოლვო რეგატას უმასპინძლა. რეგატაში, რომელიც ვოლვო ქარ საქართველოს მხარდაჭერითა და საქართველოს საიალქნო კლუბის ორგანიზებით გაიმართა, ქართველი პროფესიონალი აფროსნები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება იალქნიანი საკრეისერო ნავების რბოლაში მოეწყო და გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. შვედური ბრენდის ქართული წარმომადგენლობა უკვე ორი წელია, საქართველოს საიალქნო კლუბისა და ქვეყანაში სპორტის ამ მიმართულების განვითარების აქტიური მხარდამჭერია.
ფოტო: თეგეტა
სოფო კაკუშაძე, ვოლვო ქარ საქართველოს მარკეტინგის მენეჯერი: "ვოლვო ქარ საქართველომ ორი წლის წინ ხელი მოაწერა საქართველოს საიალქნო კლუბთან პარტნიორობის მემორანდუმს. ამ პერიოდის განმავლობაში კლუბმა სხვადასხვა საერთაშორისო რეგატაში მიიღო მონაწილეობა. ვოლვო ქარ საქართველო ყველა ეტაპზე მისი მხარდამჭერი იყო. რაც შეეხება ვოლვო რეგატას, ის საქართველოში პირველად გაიმართა. გლობალურად ვოლვო აქტიურად უჭერს მხარს ამ სპორტის განვითარებას და ვოლვო რეგატა — Volvo Ocean Race — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რეგატაა, რომელში მონაწილეობაც ყველა აფროსნის სურვილია.
ვოლვო ქარ საქართველო იზიარებს ვოლვოს გლობალურ ღირებულებებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიმართულებით და ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საქართველოში აფროსნობის განვითარებას. ჩვენ გვყავს დიდი ენთუზიაზმით გამორჩეული სპორტსმენები, „ვოლვო ქარსის” ჩართულობა კი მიზნად ისახავს ამ სპორტის მიმართ ინტერესის გაზრდასა და მეტი ადამიანის დაინტერესებას აფროსნობაში."
ღონისძიების ფარგლებში, აფროსანთა კლუბში ოფიციალურად გაიხსნა ახალი საბავშვო სკოლა. სპორტსკოლა, რომელიც საიალქნო კლუბის ბაზაზე, საქართველოს საკრეისერო ნავების ასოციაციასთან ერთად გაიხსნა, მოსწავლეებს 8 წლის ასაკიდან მიიღებს. სკოლის გახსნის მიზანი ქვეყანაში აფროსნობის განვითარების ხელშეწყობა და ამ სპორტით ახალგაზრდების დაინტერესებაა. სკოლაში პერიოდულად ჩამოვლენ და წვრთნებს ჩაატარებენ საერთაშორისო ტრენერებიც.
კახა ნონიაშვილი, საქართველოს საიალქნო კლუბის დამფუძნებელი და დირექტორი: "ვოლვო ქარ საქართველო კლუბის გახსნის დღიდან გვიჭერს მხარს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და მოხარულები ვართ, რომ ვოლვო ქარ საქართველოსთან ერთად პირველი ვოლვო რეგატა წარმატებით დასრულდა.
საქართველოში აფროსნობის მიმართ მოთხოვნა და ინტერესი თანდათან იზრდება. ვფიქრობ, ახალი საბავშვო სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალგაზრდებში ამ სპორტის პოპულარიზაციისთვის. ჩვენს ბაზაზე მოსწავლეებს გამოცდილი ინსტრუქტორები ასწავლიან, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემატურად იზრუნებენ საერთაშორისო ტრენერები. იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა განვითარდეს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, აფროსნობაში რაც შეიძლება მეტი მოზარდი ჩავრთოთ".
საქართველოს საიალქნო კლუბი 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიაში 8 კვალიფიციური მწვრთნელია დასაქმებული. კლუბის უახლოესი გეგმები საბავშვო სპორტსკოლის განვითარებას, სავარჯიშოდ მოზარდების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანასა და აფროსნობით მეტი ადამიანის დაინტერესებას უკავშირდება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ვოლვო უახლესი მოდელები. სტუმრებს მათი დათვალიერებისა და ტესტ-დრაივის გავლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
კომენტარები