SJC: გიორგი შანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური შურისძიების მაგალითია
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" რუსული აქციების წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილის, გიორგი შანიძის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის 4-წლიანი პატიმრობის შეფარდება "წარმოადგენს სამაგალითო დასჯას პოლიტიკური აქტივიზმისთვის, რა დროსაც სასამართლო და პროკურატურა შერჩევითად იყენებს არსებულ მკაცრ კანონმდებლობას".
ორგანიზაცია ამბობს, რომ "გიორგი შანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ცალსახად წარმოადგენს მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაგალითს, რა დროსაც, ხელისუფლებისთვის არასასურველი მოქალაქე განსაკუთრებული სიმკაცრით ისჯება".
"16 სექტემბერს სასამართლომ ორივე დანაშაულზე ერთდროულად გამოიტანა განაჩენი. უფრო კონკრეტულად, შანიძეს 3 ძირი მცენარე კანაფის მოყვანისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რამაც შთანთქა აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. საბოლოოდ, სასამართლომ შანიძის მიმართ 4 წლის ვადით გამოიყენა საპატიმრო სასჯელი.
ნიშანდობლივია, რომ ორივე დანაშაულზე, რომელზეც გიორგი შანიძეს აქვს ბრალი წაყენებული, პროკურატურა და სასამართლო, როგორც წესი, საპროცესო შეთანხმების მექანიზმსა და არასაპატიმრო სასჯელებს იყენებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებაზე (სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი). შედარებისთვის, გასულ წელს ამ მუხლით განხილული საქმეების 99%-ზე მეტი (242-დან 240) საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ გიორგი შანიძესთან სავარაუდოდ იმიტომ არ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომ ის მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში. რაც შეეხება სხვისი ნივთის დაზიანებას, ეს მუხლი ბოლო წლებია საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირების მიმართ უკიდურესად პრობლემურად გამოიყენება. მინიმალური ქონებრივი ზიანის პირობებში სასამართლო საპროტესტო აქციების მონაწილეებს დაუსაბუთებლად უფარდებს ყველაზე მკაცრ - საპატიმრო სასჯელს. რკინის ჯებირის დაზიანებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ ამ ტენდენციის გაგრძელებაა გიორგი შანიძის საქმეც", - წერს ორგანიზაცია.
გიორგი შანიძეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი: 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 265-ე მუხლის მეორე ნაწილი — დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა.
-
რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის
გადახედვა
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
-
მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
რა კავშირშია ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა კუჭ-ნაწლავის ინფექციების ზრდასთან? — გიორგი კამკამიძის პროგნოზი რა კავშირშია ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა კუჭ-ნაწლავის ინფექციების ზრდასთან? — გიორგი კამკამიძის პროგნოზი
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში" შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში"
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
-
"ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე "ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს?
გადახედვა
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
კომენტარები