ირაკლი ჩიქოვანი

8 Aug. 2024, 13:40

ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი ბუნება ყველამ კარგად დაინახა მათი მმართველობის პირობებში. ანალოგიური მიდგომა და ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან მიმართებით. ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს თავი აერიდებინათ იმ ესკალაციისთვის, იმ ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა. ეს არის ფაქტი — ის, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის თავიდან არიდება, ეს, პრაქტიკულად, უკვე ნათელია. დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება, რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს ხელისუფლებაში, პრაქტიკულად, ვიქნებოდით ომის ქარცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, უზრუნველყოს მშვიდობა, რომელმაც უნდა შეძლოს განვითარების შესაძლებლობის შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის"

ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კითხვას, რის გამოძიებას აპირებს ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში დემოგრაფიულ კლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და…