ირაკლი ჩიქოვანი

25 Jun. 2022, 22:17

ჩვენ გაგვაჩნია მტკიცე პოზიცია, რომ არ გვსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან დებატებში შესვლა, იმის გათვალისწინებით რომ ისინი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, მიუღებელია ის განცხადება, რომლიც გაჟღერდა რამდენიმე დღის წინ ამ დარბაზში, და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო თანამედროვეობის გამორჩეული ფილანტროპისათვის საქართველოში, ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის და იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც პოლიტიკაში ყოფნის დროს ითავა ტოტალიტარიზმის დამარცხება და იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსებისა და მშვიდობისათვის.

თქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების დეპუტატმა. უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ 21 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა: "დიახ, საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის ტყვე იყოს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  4. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
  5. ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ