ვინ არის "ჰამასის" ახალი პოლიტიკური ლიდერი — იაჰია სინვარი
ფოტო: ABC News
ისმაილ ჰანიეს ირანში მკვლელობის შემდეგ, ჰამასს პოლიტიკურ ლიდერობას იაჰია სინვარი, ღაზის სექტორის ლიდერი და ისრაელის ყოფილი პატიმარი გაუწევს.
პალესტინელ სინვარს, ისრაელის ნომერ პირველ მტრად მიიჩნევენ, ამიტომ უმეტესობა ფიქრობს, რომ მისი არჩევა გზავნილია ისრაელის მთავრობისთვის.
სინვარი ამჟამად იმალება, აქედან გამომდინარე ჯერჯერობით უცნობია როგორ შეძლებს ის ჰამასის წევრებთან კომუნიკაციას, ან თუნდაც პოლიტიკურ მოვლენების გაძღოლას, ან პალესტინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვას.
ისრაელის ოფიციალური პირები ღიად აცხადებენ, რომ მათ იაჰიას მოკვლა სურთ.
სინვარს ძირითადად იცნობენ, როგორც ჰამასის ერთ-ერთი ყველაზე უკომპრომისო წარმომადგენელს.
მასთან არის დაკავშირებული 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა.
ვინ არის სინვარი?
1980 წელს, ისრაელმა სინვარი დააკავა ანტისაოკუპაციო აქტივიზმში მონაწილეობის მიღების გამო, ღაზის ისლამურ უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან ხელი შეუწყო მებრძოლთა ქსელის ჩამოყალიბებას ისრაელის წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობის გასაწევად. ჯგუფი მოგვიანებით გახდა ჰამასის სამხედრო ფრთა.
1987 წელს, სინვარი ჰამასს შეუერთდა, ის ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად ჰამასის ლიდერმა — შეიხ ახმედ იასინმა აღმოაჩინა. მომდევნო წელს სინვარი ისრაელის ჯარის მიერ იქნა დაკავებული, იმისთვის რომ მონაწილეობას იღებდა ისრაელელი ორი ჯარისკაცის მოკვლასა და ჯაშუშობაში. მან 23 წელი გაატარა ისრაელის ციხეში, რა პერიოდშიც კარგად ისწავლა ივრითი.
2008 წელს ციხეში ყოფნისას მას ისრაელელმა ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს და ტვინიდან სიმსივნე ამოკვეთეს.
2011 წელს ისრაელ-პალესტინამ მიაღწია შეთანხმებას რის ფარგლებშიც ისრაელის ერთი ჯარისკაცის, ჯილად შალითის სანაცვლოდ, 477 პალესტინელი პატიმარი გამოუშვეს რომელთა შორის იაჰიაც იყო.
გათავისუფლების შემდეგ იაჰიამ წინსვლა გააგრძელა ჰამასის რანგებში.
2014 წელს, მას წამყვანი პოლიტიკური და სამხედრო როლი ჰქონდა ისრაელის შვიდ კვირიანი სამხედრო ოპერაციის დროს. იმ პერიოდში ისრაელს გადაწყვეტილი ჰქონდა ღაზაში არსებული მიწისქვეშა გვირაბების განადგურება.
2017 წელს სინვარი გახდა ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ღაზაში.
2021 წელს, Vice news-თან განაცხადა, რომ პალესტინელების მხრიდან ომის არ დაწყების მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ იციან — ეს ძვირი დაუჯდებათ შემდეგში, ამის მიუხედავად, ისინი მაინც არ აპირებენ რომ "თეთრი დროშა ააფრიალონ".
"ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცადეთ მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაწევა. ჩვენი მოლოდინები იყო ის, რომ მსოფლიო, თავისუფალი ადამიანები და მსოფლიო ორგანიზაციები დაუდგებოდნენ ჩვენს ხალხს გვერდში და ხელს შეუშლიდნენ ოკუპაციას, ისევე როგორც დანაშაულის ჩადენასა და ჩვენი ხალხის ხოცვა-ჟლეტას. სამწუხაროდ მსოფლიო გვერდზე გადგა და მხოლოდ უყურებდა მიმდინარე მოვლენებს" — ამბობდა სინვარი.
2018 - 2019 წლის მარტის მოვლენებს, როცა პალესტინელები, საზღვართან ყოველი კვირა აპროტესტებდნენ ოკუპაციას, სინვარმა "დაბრუნების დიდებული მარტი" უწოდა; ამ პროტესტს ისრაელის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა, რის შედეგადაც 220 ადამიანი დაუღუპა.
ჰამასის ტაქტიკსთან დაკავშირებულ კითხვაზე, მათ შორის საჰაერო რაკეტების სროლასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს მშვიდობიანი მოსახლეობას, სინვარმა თქვა, რომ პალესტინელები იბრძვიან მათ ხელთ არსებული საშუალებებით. მან ისრაელი დაადანაშაულა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და ტერიტორიების მიტაცებაში;
"სამყაროს მართლა ჰგონია რომ ჩვენ 'კეთილგანწყობილი მსხვერპლნი' ვიქნებით სანამ ჩვენს ხალხს ხოცავენ? მართლა ელოდებიან, რომ ჩვენს დახოცვას შეძლებენ ისე რომ ჩვენ ხმას არ გაიგებენ?" — განაცხადა მან
რა მოლოდინები აქვს ამერიკას სინვარისგან?
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ იაჰია სინვარს აქვს იმდენი ძალაუფლება, რომ გადაწყვიტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის ბედი — ღაზაში ომის შეჩერება და მძევლების გათავისუფლება.
ბლინკენის თქმით სინვარი "იყო და დარჩება გადამწყვეტ პირად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში".
ჰამასის განცხადება სინვარის არჩევის შესახებ "მხოლოდ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ნამდვილად მასზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც აშკარად დაეხმარება ამდენ პალესტინელს, რომლებიც სასოწარკვეთილ გაჭირვებაში არიან, ქალებს, ბავშვებს, მამაკაცებს, რომლებიც ცეცხლის ქვეშ არიან."
ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები, ისმაილ ჰანიეს, ჰამასის ყოფილი ლიდერის მკვლელობის მიუხედავად, მაინც გაგრძელდა.
ჰამასი აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული⭕
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები