გრიგოლ გეგელია

11 Jul. 2024, 11:59

რუსეთის მსახური ხელისუფლების გამო, საქართველოს ევროკავშირის გარდა, NATO-ს კარიც დაეხურა.

2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ისტორიაში პირველად, NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია აღარ ახსენებს, რომ საქართველო მიიღებს MAP-ს და გახდება სამხედრო ალიანსის წევრი.

საქართველო ერთხელაა ნახსენები მე-17-ე აბზაცში, რომელიც დეოკუპაციას ეხება, მაგრამ არ არის ნახსენები არც 28-ე და არც 31-ე აბზაცებში, რომლებიც თანამშრომლობას და შავი ზღვის აუზს ეხება. ნახსენებია მოლდოვა, რომელსაც ტრადიციულად ნეიტრალიტეტი აქვს განცხადებული. მაგრამ ნახსენები არ არის საქართველო, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია NATO-ში გაწევრიანების პოლიტიკური პრიორიტეტი.

ეს არის რუსეთის მსახური ხელისუფლების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. კობახიძის მთავრობის სანუკვარი ოცნებაა მტრის პირისპირ მარტოდ დარჩენილი საქართველო, რომელიც სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული და რომელსაც აღარ ჰყავს არცერთი პარტნიორი.

ამ მთავრობამ საქართველოს უკვე დააკარგვინა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, “ღირსეული პარტნიორის” მრავალეროვნული საწვრთნელი პროგრამა, ევროკავშირის თავდაცვის დაფინანსება, NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა.

შესაბამისად, ეს მთავრობა შეუთავსებელია მშვიდობის და განვითარების პოლიტიკასთან საქართველოში, რადგან მშვიდობას ჭირდება ძლიერი ჯარი, მყარი პარტნიორები, დასავლური კაპიტალი და რეფორმები. რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ საქართველოს ეს ყველაფერი დააკარგვინა. შესაბამისად, თითოეულმა ქართველმა ვისაც მშვიდობა და განვითარება სურს, 26 ოქტომბერს მხარი უნდა დაუჭიროს ცვლილებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ