გრიგოლ გეგელია

24 Jul. 2025, 12:46

"MEGOBARI აქტი სულ მალე, წელსვე იქცევა კანონპროექტად, ამის თქმის საფუძველს, გასულ კვირაში ვაშინგტონში გამართული "ლელო — ძლიერი საქართველოს" ვიზიტებიც მაძლევს, რომლის განმავლობაშიც 20-ზე მეტი მაღალი დონის შეხვედრა გავმართეთ. უკლებლივ ყველა შეხვედრაზე მივიღეთ დადასტურება, რომ MEGOBARI აქტის აღსრულებას წინა არაფერი აღუდგება, თუმცა რასაკვირველია, ჯერ კიდევ გასაწევია დამატებითი შრომა და ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ სისტემატურად ვიღებთ და გავიღებთ. გასულ კვირაშიც, შეერთებულ შტატებში ვიზიტიც ამას ემსახურებოდა, რომ MEGOBARI აქტი მიღება იყოს დაჩქარებული და დღეს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა ამ ე.წ. ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაზრდელად, ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მისაღწევად. სწორედ ეს ორი მოთხოვნა - ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ, უპირობოდ გათავისუფლება წარმოადგენდა ვაშინგტონში ჩვენს მთავარ სამუშაო დღის წესრიგსა და სტრატეგიულ ხაზს. ამავე დროს, ვაშინგტონის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში კონსულტაციებისას ჩვენს პარტნიორებს გავაცანით "ძლიერი საქართველოს" ხედვა და სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა მიმართულებით ბრძოლას, მათ შორის ქუჩაში — პროტესტის მეშვეობით, დე-ფაქტო ადგილობრივ არჩევნებში, ერთით მეტ დამატებით ველზე მონაწილეობითა და საერთაშორისო ასპარეზზე ზეწოლის გაზრდით.

შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა და ვამცნო, რომ ჩვენს პარტნიორებს აბსოლუტურად სწორად ესმით ჩვენი პოზიცია და ისინი გამოხატავენ დიდ რწმენას და სრულ მხარდაჭერას იმ მნიშვნელოვანი პოტენციალის მიმართ, რომელიც ქართულ დემოკრატიასა და მის მებრძოლ ხალხს გააჩნია. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციის მოპოვების ერთადერთი წყარო გააჩნია, ეს არის ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. აშშ-ს პოზიციის მსგავსად ვნახეთ, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი შტო, საგარეო მინისტრები და ევროპარლამენტი ლეგიტიმაციის მოპოვების აუცილებელ წინაპირობად და კრიტიკულ მინიმუმად ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს.

თუმცა, ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის მნიშვნელოვანია MEGOBARI აქტის დაუყოვნებლივი მიღება. "ძლიერი საქართველოს" გუნდი განაგრძობს ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობას და ჩვენი შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც ვაშინგტონში გავმართეთ, მინდა დავაფიქსირო რწმენა და იმედი, რომ ეს აქტი წელსვე, კანონპროექტად გადაიქცევა."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ

სამეცნიერო ფოტოგრაფიის ავტორიტეტული კონკურსის ორგანიზატორები წლევანდელი გამარჯვებული ნამუშევრის ხელახლა შეფასებას…