676 მლნ ლარი "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ კომპანიებს — ვინ აგებს გზებს სამეგრელო-ზემო სვანეთში? — TI
რა მოხდა: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ (TI) მიმოიხილა ის საგზაო კომპანიები, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო შესყიდვებიდან მსხვილ კონტრაქტებს იღებენ და ძირითადად, სამშენებლო ან/და გზის მოწყობის სამუშაოებს ასრულებენ.
- TI-ის თქმით, კომპანიების ნაწილი დაკავშირებულია მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან. ასევე არიან პოლიტიკური შემწირველებიც.
დეტალები: TI წერს, რომ კომპანიები, ძირითადად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქმიანობენ და მათ, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 676 623 524 ლარის კონტრაქტები აქვთ მიღებული.
- შპს საგზაომ, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან მონაწილეობს, ამ დრომდე, 76 813 353 ლარის შესყიდვები აქვს მიღებული. შპს-ს ამჟამინდელი მფლობელი, კახაბერ უბილავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო.
- საგზაო ინფრასტრუქტურის ტენდერებს იგებს კახაბერ უბილავას სიძე, დავით სიჭინავაც, რომელიც შპს საგზაოში უბილავას მოსვლამდე ფლობდა მის 100% წილს და ამავდროულად, 2013-2022 წლებში, ინდივიდუალური მეწარმის სტატუსითაც მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში.
- TI წერს, რომ ამ პერიოდში, მან 57 188 154 ლარის 54 ტენდერი მოიგო. დავით სიჭინავა ქართული ოცნების შემწირველიცაა.
- შპს ლიდერი+-ის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც ქართული ოცნებიდან პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, ბაია კვიციანის ძმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის კანდიდ კვიციანის შვილია. კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 37 232 754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.
- არქეოპოლისი სააქციო საზოგადოებაა, რომელიც სენაკის მერიის საგზაო მშენებლობის ტენდერებს უმთავრესად იგებს, მისი დამფუძნებელი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, დემურ გადელიაა.
- სენაკის მერი, ვახტანგ გადელია კი, დემურ გადელიას ძმისშვილია და თავად 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ამავე ოჯახთან არის დაკავშირებული შპს ინდიკოც — კომპანიის, 100% წილის მფლობელი იოსებ გადელიაა — სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძაშვილი.
- შპს როუდ პლიუსი და შპს ბილდინგ გრუპ 17 ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან, ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიებია.
- ამ კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, ჯამში 28 516 914 ლარის ტენდერები მოიგეს. აქედან 15 314 019 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის.
TI-ის ინფორმაციით, ჩამოთვლილ კომპანიებს ან/და მათთან დაკავშირებული პირებს, პარტია ქართული ოცნების სასარგებლოდ პოლიტიკური შეწირულებებიც აქვთ გაღებული:
- შპს საგზაოსთან დაკავშირებულმა დავით სიჭინავამ 2017-2021 წლებში 32 000 ლარი შესწირა;
- შპს შარაგზამშენი პირველმა 2017 და 2021 წელს, შესწირა ჯამში 25 000 ლარი;
- შპს ლიდერი +-მა 2021 წელს შესწირა 5 000 ლარი;
- შპს თავადი 1-მა კი 2021 წელს შესწირა 2 500 ლარი.
შპს საგზაო და ი.მ. დავით სიჭინავა
TI წერს, რომ შპს საგზაო სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან მონაწილეობს, ჯამში 63 ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 76 813 353 ლარი შეადგინა. ამ 63 მოგებული ტენდერიდან შპს საგზაოს 14-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 14 ტენდერი კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.
- შპს საგზაო 2014 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. კომპანიას დაფუძნებისას ანასტასია 2014 ერქვა, 2017 წელს კი სახელი შეეცვალა და გახდა შპს საგზაო.
- კომპანიის თავდაპირველმა დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა, გელა ბიგვავამ, 2017 წლის აგვისტოში დათმო დირექტორის პოზიცია და საკუთარი წილი უსასყიდლოდ გადასცა დავით სიჭინავას.
- 2018 წლის აგვისტოში კომპანიის დირექტორი და 100% წილის მფლობელი გახდა დავით სხულუხია, რომელმაც 2020 წლის სექტემბერში წილი უსასყიდლოდ დავით სიჭინავას ცოლის ძმას, კახაბერ უბილავას გადასცა, 2021 წლის სექტემბერში კვლავ შეიცვალა კომპანიის დირექტორი და 100% წილის მფლობელი და ეს პოზიციას დავით სიჭინავას დისშვილმა, ნანა შამათავამ დაიკავა.
- 2023 წლის იანვრიდან კახაბერ უბილავამ კვლავ დაიბრუნა შპს საგზაოს 100% წილი, დირექტორი კი კვლავ ნანა შამათავაა.
TI აღნიშნავს, რომ კახაბერ უბილავა წლების განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზეა. დავით სიჭინავა პარტია ქართული ოცნების შემწირველია, მან მმართველი პარტიისთვის ჯამში 32 000 ლარი გაიღო 2017-2021 წლებში.
- "შპს საგზაო ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ოპერირებს, თუმცა ტენდერები მოგებული აქვს იმერეთსა და გურიაშიც", — წერს TI.
TI-ის ინფორმაციით, შპს საგზაოს ყოფილი მფლობელი და დირექტორი, დავით სიჭინავა ტენდერებში 2013-2022 წლებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსითაც მონაწილეობდა. ამ პერიოდში მან 57 188 154 ლარის 54 ტენდერი მოიგო, ასევე მიიღო 82 761 ლარის ორი გამარტივებული შესყიდვაც.
ასევე, ი.მ. დავით სიჭინავას მიერ მოგებული 54 ტენდერიდან 12 ხონის მუნიციპალიტეტის, 15 კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერია. ყველაზე მსხვილი — 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი დავით სიჭინავამ 2019 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიიღო და 3 წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში გზების შეკეთების სამუშაოებს ასრულებდა.
- "საინტერესოა ერთი გარემოებაც, სიჭინავამ 2016 წელს გაიმარჯვა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერში (გ/ნ-SPA160009814), რომლის ღირებულებაც 303 970 ლარი იყო.
- ახალციხის მუნიციპალიტეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ხელს სიჭინავას მინდობილი პირი, დავით ჩაჩანიძე აწერს, რომლის კომპანიამ შპს რენესანსი 77-მა სიჭინავას მიერ მოგებული ტენდერის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეადგინა", — წერს TI.
- დავით ჩაჩანიძე 2018 წლის თებერვალში, ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის გაასამართლეს, საქმე ეხებოდა 86 500 ლარის ღირებულების ტენდერს, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში 2015 წლის სექტემბერში ჩაჩანიძის კუთვნილმა შპს ნიუ პროჯეკტმა მოიგო, დავით ჩაჩანიძემ 2021 წლის აგვისტოში ქართულ ოცნება 5,000 ლარი შესწირა.
შპს ლიდერი +
TI-ის თანახმად, შპს ლიდერი+ 2014 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. 2019 წლიდან ამ კომპანიის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც ქართული ოცნებიდან პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, ბაია კვიციანის ძმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის კანდიდ კვიციანის შვილია. შპს-ს დირექტორია თეიმურაზ ცომაია.
- შპს ლიდერი+ სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან მონაწილეობს, კომპანიამ 25 ტენდერითა და 10 გამარტივებული შესყიდვით 37 232 754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.
- შპს ლიდერი + სულ 45 ტენდერში მონაწილეობდა და 24-ში გაიმარჯვა. აქედან 19 შემთხვევაში მას კონკურენტი არ ჰყოლია, 3 ტენდერი კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.
- შპს ლიდერი +-სგან მომსახურებას ძირითადად მესტიის მუნიციპალიტეტი (12 ტენდერი და 5 გამარტივებული შესყიდვა) და საავტომობილო გზების დეპარტამენტი (5 ტენდერი და 3 გამარტივებული შესყიდვა) ყიდულობენ.
- შპს ლიდერი +-მა 2021 წელს 5 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას.
შპს პრაიმ ბეტონი
შპს პრაიმ ბეტონი 2008 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. ამჟამად მის წილებს ფლობენ:
- ლაშა ჭიპაშვილი (12%), შპს პრაიმ მენეჯმენტ კომპანი (58.67%) და შპს პეანი (29.33%).
- კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ალექსანდრე სოკოლოვსკია. წილების მფლობელები კი შპს-ს რამდენჯერმე შეეცვალა.
- მაგალითისათვის, წარსულში შპს პრაიმ ბეტონის 7% წილს ზურაბ დავლიანიძე ფლობდა, რომელიც არაერთი კომპანიის მეწილე და დირექტორია, მათ შორის შპს პრაიმ ჰიდროში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის ბიზნესპარტნიორია.
შპს პრაიმ ბეტონის სამეთვალყურეო საბჭო 3 წევრისგან შედგება: თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი, წევრები კი — ლაშა ჭიპაშვილი და ნათია ჯანელიძე: "აღსანიშნავია, რომ ნათია ჯანელიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლის მოადგილის, დავით ჩხეტიანის მეუღლეა", — წერს TI.
- შპს პრაიმ ბეტონი სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან ჩაერთო.
- სხვადასხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა კომპანიას 21 მოგებული ტენდერისა და 8 გამარტივებული შესყიდვისთვის ჯამში 55 252 138 ლარი გადაუხადეს, თუმცა, TI-ის თქმით, ხელშეკრულებათა ღირებულება გაცილებით მეტია, რადგანაც პრაიმ ბეტონის მიერ მოგებული 21 ტენდერიდან 6 მიმდინარე შესყიდვაა და თანხები კომპანიას სრულად ჯერ არ მიუღია.
- "ამ გარემოების გათვალისწინებით, შპს პრაიმ ბეტონის მიერ მიღებული შესყიდვების საერთო ღირებულება 86 271 309 ლარს შეადგენს", — წერს TI.
- TI აღნიშნავს, რომ შპს პრაიმ ბეტონმა დახმარება მიიღო საქართველოს მთავრობისაგან, თუმცა, კონკრეტულად რა სახის დახმარება გაეწია კომპანიას, უცნობია.
შპს როუდ პლიუსი და შპს ბილდინგ გრუპ 17
შპს როუდ პლიუსი და შპს ბილდინგ გრუპ 17 ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან, ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიებია.
- ამ კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, ჯამში 28 516 914 ლარის ტენდერები მოიგეს. აქედან 15 314 019 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის. TI-ის თქმით, ამ შესყიდვებში არსებულ კორუფციულ რისკებზე, 2023 წელს წერდნენ.
შპს როუდ პლიუსი 2020 წელს დარეგისტრირდა. მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი თავად ზაზა ანთიაა. კომპანია 2021 წლიდან დღემდე 58 ტენდერში მონაწილეობდა და 23 შემთხვევაში გაიმარჯვა.
- მიღებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 16 451 079 ლარია, საიდანაც 6 920 049 ლარი ზუგდიდის მერიაზე მოდის. ამ 23 მოგებული ტენდერიდან 13-ში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია, 4 ტენდერი კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოიგო.
2017 წელს რეგისტრირებული შპს ბილდინგ გრუპ 17-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ზაზა ანთიას დედა, აზა ჩიხლაძეა, სატენდერო დოკუმენტაციას კი ხელს აწერს სწორედ ზაზა ანთია, როგორც მინდობილი პირი.
- ბილდინგ გრუპ 17 ტენდერებში 2018-2021 წლებში მონაწილეობდა, ჯამში 74 ტენდერიდან 32-ში გაიმარჯვა, ხელშეკრულებათა ჯამურმა ღირებულებამ კი 12 005 725 ლარი შეადგინა, საიდანაც 8 333 860 ლარის ხელშეკრულებები ზუგდიდის მერიაზე მოდის.
- კომპანიამ, ზუგდიდის მერიისგან, ასევე 60 110 ლარის ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო. 32 მოგებული ტენდერიდან 20-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 6 ტენდერში კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.
შპს შარაგზამშენი პირველი
შპს შარაგზამშენი პირველი 2005 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, კომპანიის 100 წილს გივი შენგელია ფლობს, დირექტორი კი გულად ბერაიაა.
- კომპანიას, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებიდან, 85 602 879 ლარის ხელშეკრულებები აქვს მიღებული, საიდანაც 84 629 946 ლარის ხელშეკრულებები 148 მოგებულ ტენდერზე მოდის, 972 933 ლარის ხელშეკრულებები კი — 23 გამარტივებულ შესყიდვაზე მოდის.
- კომპანიამ 2017 და 2021 წელს, ჯამში 25 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას.
თავადი 1
შპს თავადი 1 2007 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი ელგუჯა გურიელია.
- კომპანიამ, სახელმწიფო შესყიდვებიდან 2013 წლიდან დღემდე 31 248 838 ლარის ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც 28 616 380 ლარის ხელშეკრულებები 59 მოგებულ ტენდერზე, 2 632 458 ლარის ხელშეკრულებები კი 97 გამარტივებულ შესყიდვაზე მოდის.
- კომპანიამ 2021 წელს 2 500 ლარი შესწირა ქართულ ოცნება.
სს არქეოპოლისი და შპს ინდიკო
სააქციო საზოგადოება არქეოპოლისი 1996 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი დამფუძნებელი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დემურ გადელიაა. დემურ გადელიას ძმისშვილი, ვახტანგ გადელია ამჟამად სენაკის მერია. ვახტანგ გადელია 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
- არქეოპოლისში მუშაობდა სენაკის მერის პირველი მოადგილე, ნანა ზარანდიაც. ნანა ზარანდია 2014 წლიდან სენაკის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო, 2018 წლიდან — ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
- 2019 წლის 8 თებერვალს ზარანდია მერიიდან წავიდა და არქეოპოლისის დირექტორად დაინიშნა, სადაც 2020 წლის 12 ივნისამდე მუშაობდა, რის შემდეგაც იგი კვლავ სენაკის მერიაში დაბრუნდა და ამჟამად მერის პირველი მოადგილეა.
არქეოპოლისმა 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 190 566 127 ლარის შესყიდვები მიიღო. აქედან 187 545 498 ლარის ხელშეკრულებები 132 მოგებულ ტენდერზე მოდის, 2 591 961 ლარის ხელშეკრულებები კი 6 გამარტივებული შესყიდვაზე.
- შპს ინდიკოც გადელიების საოჯახო ბიზნესს განეკუთვნება. კომპანიის, 100% წილის მფლობელი იოსებ გადელიაა, სენაკის მერის ვახტანგ გადელიას ბიძაშვილი.
- ინდიკომ სახელმწიფო შესყიდვებში 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 114 119 606 ლარი მიიღო. ამ პერიოდში კომპანიამ 82 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 111 456 160 ლარი შეადგინა.
სამეგრელოს გარდა ინდიკოს ტენდერები მოგებული აქვს იმერეთშიც. კომპანიის შესყიდვებში არსებულ კორუფციულ რისკებზე TI 2022 წელს წერდა.
ბოლო ხაზი: TI-ის შეფასებით, კვლევაში ჩამოთვლილ კომპანიათა ნაწილის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით.
- TI მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს.
-
გადახედვაჭავჭავაძის გადაკეტვის გამო თსუ-ში ლექციები 1 დღით უქმდება ჭავჭავაძის გადაკეტვის გამო თსუ-ში ლექციები 1 დღით უქმდება
-
გადახედვაბაიდენი უკრაინას ნებას რთავს, რუსეთის წინააღმდეგ შორი მოქმედების ამერიკული ATACMS რაკეტები გამოიყენოს ბაიდენი უკრაინას ნებას რთავს, რუსეთის წინააღმდეგ შორი მოქმედების ამერიკული ATACMS რაკეტები გამოიყენოს
-
გადახედვარუსეთის მოთხოვნით, Apple-მა რადიო თავისუფლების აპლიკაცია App Store-იდან წაშალა რუსეთის მოთხოვნით, Apple-მა რადიო თავისუფლების აპლიკაცია App Store-იდან წაშალა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, გამოდით ქუჩაში ყველა! ხატია დეკანოიძე: მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, გამოდით ქუჩაში ყველა!
-
გადახედვახოშტარია: წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, 24 საათი არ ვიცვლით აქედან ფეხს ხოშტარია: წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, 24 საათი არ ვიცვლით აქედან ფეხს
-
გადახედვაგიორგი ვაშაძე: მივმართავ თვითგამოცხადებულ, თვითმარქვია ხელისუფლებას: არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა გიორგი ვაშაძე: მივმართავ თვითგამოცხადებულ, თვითმარქვია ხელისუფლებას: არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა
-
გადახედვათსუ-ს პირველ კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქციის მონაწილეები, კარვებს შლიან თსუ-ს პირველ კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქციის მონაწილეები, კარვებს შლიან
-
გადახედვა"მოძრაობა არ იქნება" — ნიკა გვარამიამ ჭავჭავაძის გამზირის 24 საათით გადაკეტვა დააანონსა "მოძრაობა არ იქნება" — ნიკა გვარამიამ ჭავჭავაძის გამზირის 24 საათით გადაკეტვა დააანონსა
-
გადახედვარუსთაველის გამზირი გადაიკეტა — პარლამენტთან აქცია "დაიბრუნე ხმა" მიმდინარეობს რუსთაველის გამზირი გადაიკეტა — პარლამენტთან აქცია "დაიბრუნე ხმა" მიმდინარეობს
-
გადახედვასტუდენტების მანიფესტი: არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს და პარლამენტს ლეგიტიმურად სტუდენტების მანიფესტი: არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს და პარლამენტს ლეგიტიმურად
-
გადახედვაზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
-
გადახედვათბილისის რამდენიმე ლოკაციიდან სტუდენტები და ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან სტუდენტები და ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან
-
გადახედვამდინარაძე ილია II-ის განცხადებაზე: სახალხო ლეგიტიმაციას უზრუნველყოფს ასეთი პოზიცია მდინარაძე ილია II-ის განცხადებაზე: სახალხო ლეგიტიმაციას უზრუნველყოფს ასეთი პოზიცია
-
გადახედვაოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "ოპოზიცია" დროებითი "მთავრობის" შექმნას გეგმავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "ოპოზიცია" დროებითი "მთავრობის" შექმნას გეგმავს
-
გადახედვათბილისში, "მერვე ლეგიონის" დასახლებაში აფეთქება მოხდა თბილისში, "მერვე ლეგიონის" დასახლებაში აფეთქება მოხდა
-
გადახედვაკეზერაშვილი მოსკოვის სასამართლოზე: საქართველოს რუსულმა მთავრობამ, როგორც ჩანს "უფროსი ძმაც" მოიხმო დასახმარებლად კეზერაშვილი მოსკოვის სასამართლოზე: საქართველოს რუსულმა მთავრობამ, როგორც ჩანს "უფროსი ძმაც" მოიხმო დასახმარებლად
-
გადახედვაარძინბა ზურაბიშვილს: ენგურის მეორე ნაპირიდან არც ერთი პოლიტიკოსის სოლიდარობა არ გვჭირდება არძინბა ზურაბიშვილს: ენგურის მეორე ნაპირიდან არც ერთი პოლიტიკოსის სოლიდარობა არ გვჭირდება
-
გადახედვაკობახიძე ოპოზიციაზე: მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში კობახიძე ოპოზიციაზე: მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში
-
გადახედვათბილისში პოლიციელი დაჭრეს თბილისში პოლიციელი დაჭრეს
-
გადახედვაადვოკატი: სამართალდამცავები დაკავებულებს ურტყამდნენ ფეხებს, აღენიშნებათ დალურჯებები ადვოკატი: სამართალდამცავები დაკავებულებს ურტყამდნენ ფეხებს, აღენიშნებათ დალურჯებები
-
გადახედვაკობახიძის თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება კობახიძის თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება
კომენტარები