სომხეთმა ფრანგული საარტილერიო სისტემები CAESAR შეიძინა
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ სომხეთმა საფრანგეთის საარტილერიო სისტემების CAESAR-ის გარკვეული რაოდენობა შეიძინა, თუმცა ზუსტი ოდენობა არ დაუსახელებია.
ლეკორნუ საფრანგეთში შეხვდა სომხეთის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის არის შეთანხმება, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგული იარაღის მწარმოებელ KNDS France-ს შორის გაფორმდა.
ლეკორნუმ გამოაცხადა, რომ გარიგება მოიცავს CAESAR სისტემების შეძენას და ამას "ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი" უწოდა.
CAESAR არის შორი დისტანციის თვითმავალი ჰაუბიცა, რომელმაც, უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ გამოყენებისას, მოწონება დაიმსახურა.
უსაფრთხოების ანალიტიკოსმა ტიგრან გრიგორიანმა შენაძენს "მნიშვნელოვანი" უწოდა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი "ერთადერთი დასავლელი აქტორია, რომელსაც ნამდვილად ესმის, რა არის საჭირო სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის".
როგორც ანალიტიკოსმა ედუარდ არაკელიანმა OC Media-ს განუცხადა, გარიგება აჩვენებს, რომ საფრანგეთი აპირებს სომხეთს მეტი ლეტალური სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდოს.
არაკელიანმა, ასევე, აღნიშნა, რომ ეს შენაძენი იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი საბჭოთა პერიოდის და რუსულ აღჭურვილობაზე დამოკიდებულებისგან თავის დახსნისა და დასავლურ სტანდარტებთან დაახლოებისკენ.
არაკელიანმა თქვა, რომ CAESAR სისტემები დაემატება ინდოეთის წარმოების არტილერიის ორ მოდელს, რომლის შეძენასაც სომხეთი ასევე გეგმავს — ATAGS 155/52 და MArG 155/39.
მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, არ არის ცნობილი შესყიდული სისტემების რაოდენობა, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს მინიმუმ 18 ერთეული იქნება.
2023 წლის ოქტომბერში სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებებს სომხეთისთვის აღჭურვილობის, რადარებისა და საჰაერო სისტემების გადაცემის ჩათვლით. საფრანგეთმა, ასევე, გაგზავნა სამხედრო ატაშე ერევანში, საფრანგეთის საელჩოში.
ნოემბრის გარიგების შემდეგ კი სომხეთმა, ასევე, მიიღო ფრანგული ბასტიონის ჯავშანტრანსპორტიორის პირველი პარტია, რომელიც მიწოდებული იქნა საქართველოს გავლით.
მაშინ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიანიშნა, რომ რუსეთის უმოქმედობამ აზერბაიჯანის თავდასხმების ფონზე, 2021 და 2022 წლებში, ერევანი აიძულა დივერსიფიკაციისთვის მიემართა, უსაფრთხოების სფეროში.
რუსეთმა, გავრცელებული ინფორმაციით, გადადო სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდება, რომელიც ერევანს აქვს შეძენილი.
პაპიკიანი, ასევე, ეწვია საერთაშორისო გამოფენას EUROSATORY, სადაც მან შეხვედრები გამართა რამდენიმე დასავლურ თავდაცვის კომპანიასთან. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვიზიტის დროს გაფორმდა კონტრაქტებიც.
"მაკრონის რეჟიმი მშვიდობისთვის დაბრკოლებაა"
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმო გარიგება, ფრანგული არტილერიის შეძენის თაობაზე.
"მაკრონის რეჟიმი, რომელიც ახორციელებს მილიტარიზაციისა და გეოპოლიტიკური ინტრიგების პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არის დაბრკოლება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისა და რეგიონში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად", — განაცხადეს მათ.
"ჩვენ ვაცხადებთ, რომ პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის ნებისმიერ ახალ ესკალაციაზე და ომის ახალი კერის შექმნაზე, სრულად ეკისრება სომხეთის მთავრობას, რომელიც ატარებს რევანშისტურ პოლიტიკას და მაკრონის დიქტატურას".
2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომისა და აზერბაიჯანის მიერ სომხეთში შეჭრის შემდეგ, საფრანგეთი სულ უფრო ღიად უჭერს მხარს სომხეთს.
ამან გამოიწვია ურთიერთობების დაძაბვა აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის, ბოლოს საფრანგეთმა დაადანაშაულა აზერბაიჯანი არეულობების გაღვივებაში საფრანგეთის წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე, ახალ კალედონიაში.
ამ თემაზე: საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
საკუთარ განცხადებაში აზერბაიჯანმა კვლავ ახსენა ახალი კალედონიის მოვლენები.
"როგორც კოლონიურ იმპერიას, საფრანგეთს ისტორიულად აქვს ომისა და კონფლიქტის კერების შექმნის გამოცდილება, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში", — წერია განცხადებაში.
"ახალ კალედონიასა და სხვა ზღვისიქითა კოლონიურ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები, ძირძველი ხალხების ექსპლუატაცია, მათი ბუნებრივი რესურსების ძარცვა, ამ ტერიტორიების დემოგრაფიული შემადგენლობის შეცვლა რასისტული პოლიტიკის შედეგად, პროტესტის მონაწილეთა რეპრესია და იარაღით ძალადობა, მაკრონის რეჟიმის ნამდვილი ბუნების ინდიკატორია.
იმის ნაცვლად, რომ გადაჭრას ასეთი ღრმად ფესვგადგმული პრობლემები და ბოლო მოეღოს ნეოკოლონიალიზმს, რომელიც არის სამარცხვინო კოლონიური მემკვიდრეობის ნარჩენი, საფრანგეთი აწარმოებს ბინძურ პროპაგანდას და დეზინფორმაციულ კამპანიას აზერბაიჯანის წინააღმდეგ", — ამბობს აზერბაიჯანული მხარე.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
კომენტარები