11 ივნისს, პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდება და არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შეკითხვებს უპასუხებს
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
მოკლედ: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 11 ივნისს, რვა საათზე, ახალგაზრდებს შეხვდება და არჩევნებთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხებს.
- ამის შესახებ ზურაბიშვილმა განაცხადა დღეს, 3 ივნისს, ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
დეტალები: "იმ 4-5 თვეში, რაც არჩევნებამდე გვაშორებს, ახალგაზრდებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება, რომ ყველაფერში ჩართულები იყვნენ. საჭიროა, რომ უფრო კარგად ავუხსნა ის, რაშიც არ იყვნენ აქამდე ჩართული. ისინი სულ სხვა რამით იყვნენ დაკავებულები და მათი როლი იმაში, რომ პროტესტი საზღვარგარეთ გასულიყო, უმნიშვნელოვანესი და ბოლომდე დაუფასებელი იყო", — განაცხადა პრეზიდენტმა.
- მისივე თქმით, დიასპორის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ერთად, ჯამში, მილიონ ნახევარი ხმაა:
- "ჩვენი მოვალეობა, არაფერი გავაკეთოთ ისეთი, რომ ამ ადამიანებს დავუკარგოთ ნდობა და იმედი, რომ ჩაიქნიონ ხელი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სხვა არაფერი, თორემ ისინი თვითონ მოიტანენ იმ გამარჯვებას, რასაც ევროპაში დაბრუნება ჰქვია".
კონტექსტი: დღეს, 3 ივნისს, 17-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ და 5-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხელი მოაწერა "ქართულ ქარტიას", რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს წარადგინა.
- ქარტია არის გეგმა, რომლით გათვალისწინებული ნაბიჯები, დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა უნდა გადადგან, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
ოპოზიციური პარტიებიდან "ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერეს:
- საქართველოს მწვანეთა პარტია — გია გაჩეჩილაძე;
- სამართლიანობისთვის — ეკა ბესელია;
- დროა — ელენე ხოშტარია;
- გირჩი — მეტი თავისუფლება — ზურაბ ჯაფარიძე;
- ევროპელი დემოკრატები — პაატა დავითაია;
- კანონი და სამართალი — თაკო ჩარკვიანი;
- ლელო საქართველოსთვის — მამუკა ხაზარაძე;
- ახალი — ნიკა მელია;
- მოქალაქეები — ქეთევან თურაზაშვილი;
- ანა დოლიძე ხალხისთვის — კახაბერ დვალიშვილი;
- თავისუფლება — ზვიად გამსახურდიას გზა — ირაკლი ჯამბურია;
- სტრატეგია აღმაშენებელი — პაატა მანჯგალაძე;
- ევროპული საქართველო — გიგა ბოკერია;
- რესპუბლიკური პარტია — დავით ბერძენიშვილი;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — თინა ბოკუჩავა;
- მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის — ნიკა მაჭუტაძე;
- ეროვნულ — დემოკრატიული პარტია — ბაჩუკი ქარდავა.
დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებმაც ქარტიას ხელი მოაწერეს:
- ნატო ჩხეიძე
- როსტომ ჩხეიძე
- თამარ კორძაია
- ხატია დეკანოიძე
- არმაზ ახვლედიანი
"ქართულ ქარტიაზე" ხელს არ მოაწერენ პარტია გირჩი და გახარია — საქართველოსთვის.
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
კომენტარები