სალომე სამადაშვილი

29 Apr. 2024, 12:20

მინდოდა გვესაუბრა, როგორ დაკარგავს საქართველო უვიზო რეჟიმს თუ მიიღებს კანონს "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" და გამომაძევეს [კომიტეტის] სხდომიდან — ატყუებენ საზოგადოებას!

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს, რომ მეგობრებო, არათუ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე დაიწყება საუბარი ძალიან სწრაფად. ამიტომ არის დაბარებული საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ მას. თუ მესამე მოსმენით მიიღებენ ამ კანონს, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

ფიზიკური ძალადობაზე ვაპირებ სარჩელი შევიტანო როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის და სამწუხაროდ, იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომელიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს.

თქვა ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მედიასთან, მას შემდეგ, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან გააძევეს.

დღეს, 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენა მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა 5 ოპოზიციონერი დეპუტატი: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც…