სალომე სამადაშვილი

12 Dec. 2023, 15:00

ამ დარბაზში შეიძლება ვინმე ზის, რომელსაც სჯერა, რომ დღეს ამ ქვეყნის, თქვენი ბედი, თქვენი შვილების ბედი არ წყდება უკრაინაში — დღეს, როდესაც უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, საკუთარი და ჩვენი გადარჩენისთვის. გასაოცარია, რომ საქართველოს პარლამენტი ხმას არ იღებს უკრაინის მხარდასაჭერად. უკრაინასთან მოლაპარაკებებიც უნდა გახსნას ევროკავშირმა, ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სამხედრო და ფინანსური დახმარებაც უნდა გამოუყოს და ამის ნაცვლად გვესაუბრებით იმაზე, რომ პუტინის მოკავშირე ორბანი უკრაინას ბლოკავს, მაგრამ ჩვენ არაო და ამაზე საუბრობთ ნიშნისმოგებით. ძალიან ხშირად გწყინთ, როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებით და არა ქართველი ხალხის. სამწუხაროდ, მიმდინარე კვირას ამ პარლამენტს შესაძლებლობა ეძლეოდა ეჩვენებინა მრავალპარტიული, ერთსულოვანი მხარდაჭერა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვისაც, უკრაინისთვისაც და ჩვენი მოქალაქეების დაცვის უზრუნველყოფისთვისაც, მაგრამ ამის ნაცვლად ზიზღის და ტყუილების კამპანიას აგრძელებთ. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ თქვენ რუსეთს ემსახურებით და არა ჩვენ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩიეს

პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია. გადაწყვეტილებას…