რა მოჰყვა რუსული კანონს რუსეთში: მედიის ცენზურიდან — სოციალური მედიის მომხმარებელთა ცენზურამდე
ფოტო: AP Photo
10 წლის წინ რუსეთში მიიღეს პირველი კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ. თავიდან ბევრს მიაჩნდა, რომ კანონი მათ არ ეხებოდა, საკმაოდ რბილი იყო, "გამჭვირვალობას ემსახურებოდა", დიდად არაფერზე გავლენა არ ჰქონდა, მაგრამ 10 წლის შემდეგ რუსული კანონი დამძიმდა და დღეს რუსეთში უცხოური გავლენის აგენტად ნებისმიერი ადამიანისა თუ ორგანიზაციის გამოცხადებაა შესაძლებელი, თავისი სამარცხვინო და სამწუხარო შედეგებით.
2012 წლის 20 ივლისს რუსეთმა მიიღო უცხოური გავლენის აგენტების კანონის პირველი ვერსია.
პირველი ვერსია შედარებით რბილი იყო, მაგრამ მან ჩაუყარა საფუძველი იმ არაერთ შემდგომ კანონს, რომელიც კრძალავს და შეუძლებელს ხდის განათლების მიღებას საზღვარგარეთ, ადამიანის უფლებების დაცვას თუ სხვა მიმართულებებით რუსული რეჟიმისგან დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და მედიების საქმიანობას.
მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების დაპირებისა, რომ კანონის ნორმები "დაიხვეწებოდა", კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ მხოლოდ მკაცრდებოდა — 2012 წლიდან 2024 წლამდე, კანონმა გრძელი გზა გაიარა, შედეგად დღეს რუსეთში ეს სტატუსი შეიძლება ნებისმიერ პირსა თუ ორგანიზაციას ყოველგვარი რეალური მიზეზის გარეშე მიენიჭოს.
ეს სტატია არის ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მცირე მიმოხილვა და ქრონოლოგია, თუ როგორ მივიდა რუსეთი აქამდე და როგორ გახდა ეს კანონი ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონტროლის მექანიზმი, რომელსაც ათასობით ადამიანის თავისუფლება და სიცოცხლე შეეწირა.
2012 წელი: "უცხოური გავლენის აგენტი" — არაკომერციული ორგანიზაცია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველ კანონს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ხელი 2012 წელს მოაწერა. ინიციატივამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილება გააფართოვა.
- პირველი რედაქციით იუსტიციის სამინისტროს მიეცა უფლება, მიენიჭებინა ეს სტატუსი არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. არაკომერციულ ორგანიზაციებს დაევალა იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირება, ყველა მათი მასალის სპეციალური ნიშნით მონიშვნა და საკუთარ საქმიანობაზე ანგარიშის მომზადება.
- 2022 წლის ივნისში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ უცხოური გავლენის აგენტებად შერაცხული 73 რუსული არაკომერციული ორგანიზაციის სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
- ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ უცხოური გავლენის აგენტების კანონი ადამიანის უფლებების დარღვევად ცნო. რუსეთს დაეკისრა თითოეული ორგანიზაციისათვის 10 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა, მაგრამ რუსეთმა ვალდებულება არ შეასრულა.
2017 წელი: "უცხოური გავლენის აგენტი" — მედია
2017 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Russia Today აგენტების სიაში შეიყვანა, რის პასუხადაც რუსულ კანონში "მასობრივი ინფორმაციის შესახებ" ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც ყველა უცხოური მედია საშუალება "უცხოური გავლენის აგენტი" გახდა.
- კანონის ძალაში შესვლიდან ერთ თვეში იუსტიციის სამინისტრომ "უცხოური გავლენის აგენტი" მედიების სიაში ამერიკის ხმა, Currenttime.tv, რადიო თავისუფლება და მისი რეგიონული მედია პროექტები შეიყვანა.
2019 წელი: "უცხოური გავლენის აგენტი" — ბლოგერები და სოციალური მედიის მომხმარებლები
2019 წელს რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა "უცხოური გავლენის აგენტი" მედია საშუალებების შესახებ კანონის დებულებების კიდევ უფრო გაფართოება.
ეს გაფართოება აშშ-ის მიერ, მარია ბუტინას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას დაემთხვა. მარია ბუტინას ბრალად ედებოდა რუსეთის ჯაშუშობა, ვინაიდან იგი იმ ამერიკელებზე აგროვებდა ინფორმაციას, ვინც ამერიკის პოლიტიკაზე ახდენდა გავლენას.
- ახალი რედაქციით შესაძლებელი გახდა "უცხოური გავლენის აგენტის" სტატუსის მინიჭება ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც "უცხოური გავლენის აგენტ" მედია საშუალებებთან თანამშრომლობენ ან ავრცელებენ მათ განცხადებებს და ფულს უცხოეთიდან იღებენ.
- კანონი გავრცელდა ყველა იმ ადამიანზე, ვინც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს. პოსტის გაზიარება ან დალაიქება იწვევდა პოლიციაში დაბარებას, დაშინებასა და დაჭერებს.
2020 წელი: "უცხოური გავლენის აგენტი" — ფიზიკური პირი
2020 წლის დეკემბრის ბოლოს პუტინმა რუსეთის კანონმდებლობაში რიგი ცვლილებების შეტანას მოაწერა ხელი, რაც შესაძლებელს ხდიდა "უცხოური გავლენის აგენტის" სტატუსი ნებისმიერი ფიზიკური პირის ან არაკომერციული ორგანიზაციისთვის მიენიჭებინათ.
- იუსტიციის სამინისტროს დაევალა ასეთი პირები და ორგანიზაციები დაურეგისტრირებელი საზოგადოებრივი გაერთიანებების, რომლებიც "უცხოური გავლენის აგენტის" ფუნქციას ასრულებენ, რეესტრში შეეყვანათ.
- კანონმა, ასევე, ყველა მედიასაშუალებას დააკისრა ვალდებულება, დაიტანოს სპეციალური ტექსტი (მონიშვნა) იმ პუბლიკაციებზე, სადაც "უცხოური გავლენის აგენტია" მოხსენიებული.
2021 წელი: "უცხოური გავლენის აგენტი" — მედიის რეესტრის მასიური გაფართოება
აპრილიდან იუსტიციის სამინისტრო თითქმის ყოველ კვირა აფართოებდა რეესტრს. სიაში შეჰყავდათ დამოუკიდებელი და უცხოური მედია საშუალებები, ჟურნალისტები, აქტივისტები, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები. წლის განმავლობაში სია 93 პოზიციით გაფართოვდა. ამ რეესტრში შეყვანილია ფაქტობრივად ყველა ადამიანი, ვისაც სოციალურ მედიაში ანგარიში აქვს.
- 2021 წლის ბოლოს სასამართლომ დაადგინა რუსული სამოქალაქო ორგანიზაციების "მემორიალისა" და "საერთაშორისო მემორიალის" ლიკვიდაცია.
- ლიკვიდაციის ინიციატორი რუსეთის პროკურატურა გახდა, რომელმაც ჩათვალა, რომ ამ ორგანიზაციებმა დაარღვიეს კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ.
- ეს ბედი 2024 წლისთვის, თითქმის ყველა დამოუკიდებელ რუსულ სამოქალაქო ორგანიზაციას ეწია.
2022 წელი: ახალი "საბოლოო კანონი"
2022 წლის 14 ივნისს პუტინმა ხელი უცხოური გავლენის აგენტების ახალ კანონს მოაწერა. კრემლის განცხადებით, ახალი კანონი "აჯამებს და აზუსტებს უკვე არსებულ კანონმდებლობას ამ სფეროში". კანონი ძალაში 1-ელი დეკემბრიდან შევიდა.
დოკუმენტის ტექსტის მიხედვით,
- ნებისმიერს, ვინც "იღებს მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან" ან "იმყოფება უცხოური გავლენის ქვეშ სხვა ფორმით", უნდა გამოცხადდეს "უცხოური გავლენის აგენტად" უშუალოდ უცხოური დაფინანსების მიღების გარეშეც კი. ასეთი პირებისთვის ძალაში შევიდა ახალი შეზღუდვებიც.
გარდა ამისა, შემოვიდა ახალი ცნება — "უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებული პირი". ესენი არიან დამფუძნებლები, მენეჯერები, მონაწილეები ან ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც გამოცხადებულია "უცხოური გავლენის აგენტებად".
2022 წელი: "კანონი მცდარი ინფორმაციის (ფეიკების) შესახებ" ან "კანონი სამხედრო ცენზურის შესახებ"
კანონი მცდარი ინფორმაციის შესახებ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ომის წინააღმდეგ აქციების ფონზე ორ დღეში მიიღეს. კანონი აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებისთვის, ისევე როგორც საჯარო ქმედებებისთვის, რომლებიც რუსეთის არმიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
- კანონის მიღებიდან ნახევარ წელიწადში 80 სისხლისსამართლებრივი და 3500 ადმინისტრაციული საქმე აღიძრა, რომლის ფიგურანტები პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და უბრალო მოქალაქეები იყვნენ. კანონის მიღების შემდეგ რუსეთში დაიხურა ან დაიბლოკა ყველა დამოუკიდებელი მედია საშუალება.
მაგალითად,
- 25 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის მაცხოვრებელს ვიქტორია პეტროვას, რუსეთის არმიაზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო, მიესაჯა ნახევარი წლით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობა.
ასევე,
- პენსიონერს სოვეცკიდან, ანალოგიური ბრალდებით, შეეფარდა 7,5 წელი ზოგადი რეჟიმის კოლონიაში.
რა შეზღუდვები მოჰყვება არაკომერციული ორგანიზაციის "უცხოური გავლენის აგენტად" აღიარებას?
არაკომერციული ორგანიზაცია თუ თავისი ნებით არ დარეგისტრირდა "უცხოური გავლენის აგენტი არაკომერციული ორგანიზაციების რეესტრში", მას ეკისრება ფულადი ჯარიმა 200-300 ათასი რუბლის (2000 ევრო) ოდენობით.
- "უცხოური გავლენის აგენტი არაკომერციული ორგანიზაციის" ნებისმიერ მასალას თან უნდა ახლდეს სპეციალური ნიშანი, რომელიც უთითებს, რომ იგი "აგენტების რეესტრშია" აღრიცხული.
უცხოური გავლენის აგენტი არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსი ორგანიზაციებს უწესებს შემდეგ შეზღუდვებს:
- ეკრძალებათ კანდიდატის წარდგენა საზოგაოდებრივი სადამკვირვებლო კომისიის წევრად;
- ეკრძალებათ, მოითხოვონ საზოგადოებრივი სარგებლობის მომსახურების შემსრულებლის სტატუსი და პრიორიტეტული სახელმწიფო მხარდაჭერა, რომელსაც ეს სტატუსი უზრუნველყოფს;
- ეკრძალებათ, გამოიყენონ გამარტივებული აღრიცხვის სისტემა და, შესაბამისად, მენეჯერს დაავალოს ბუღალტრის მოვალეობები;
- ეკრძალებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით მოსარგებლე ახალგაზრდობისა და ბავშვთა ასოციაციების ფედერალურ რეესტრში ჩართვა;
- ეკრძალებათ, მონაწილეობა მიიღონ დეპუტატების ან პრეზიდენტის არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში.
- გარდა ამისა, ნებისმიერ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლობს "უცხოური გავლენის აგენტის" სტატუსის მქონე ორგანიზაციასთან, ასევე შეიძლება მიენიჭოს "აგენტის" სტატუსი.
რა შეზღუდვები მოჰყვება ფიზიკური პირის "უცხოური გავლენის აგენტად" აღიარებას?
- ფიზიკურ პირი, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრშია შეყვანილი, არ შეიძლება დაინიშნოს საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის სახელმწიფო საჯარო სამსახურში და მუნიციპალურ სამსახურში თანამდებობაზე, ან საარჩევნო კომისიის წევრად.
ეკრძალებათ მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ექსპერტიზის ჩატარება. - ეკრძალებათ საჯარო ღონისძიების ორგანიზების მიზნით თანხის გადაცემა და მიღება ან, აგრეთვე, უცხოური გავლენის აგენტებისგან სხვა სახის ქონების გადაცემა და მიღება. უცხოური გავლენის აგენტს არ აქვს უფლება იყოს საჯარო ღონისძიების ორგანიზატორი.
- უცხოური გავლენის აგენტს ეკრძალება, შექმნას საინფორმაციო რესურსი არასრულწლოვანებისთვის.
- "უცხოური გავლენის აგენტს" არ აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა, რომელიც ხელს უწყობს ან აფერხებს საარჩევნო კანდიდატების წარდგენას, კანდიდატთა სიებს, რეგულირებული კანდიდატების არჩევას, რეფერენდუმის ინიცირებასა და რეფერენდუმის ჩატარებას, არჩევნებში გარკვეული შედეგის მიღწევას.
- "უცხოური გავლენის აგენტს" ეკრძალება შემოწირულობის გაღება კანდიდატების საარჩევნო ფონდებში, რეგისტრირებული კანდიდატის ფონდში და საარჩევნო გაერთიანებებისა და რეფერენდუმის ფონდში.
- ეკრძალებათ თანხის შეწირვა პარტიებისა და მათი რეგიონული ფილიალების მიმართ. ასევე, პოლიტიკური პარტიებისთვის და მისი რეგიონული ფილიალებისთვის დაუშვებელია "უცხოური გავლენის აგენტებთან" გარიგების დადება.
- "უცხოური გავლენის აგენტს" ეკრძალება საგანმანათლებლო საქმიანობა. ასევე, ეკრძალებათ პედაგოგიური საქმიანობა სახელმწიფო და მუნიციპალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არასრულწლოვნების მიმართებაში საგანმანათლებლო საქმიანობა არ შეიძლება განხორციელდეს "უცხოური გავლენის აგენტად" აღიარებული ორგანიზაციების მიერ.
- "უცხოური გავლენის აგენტს" არ აქვს უფლება სახელმწიფო ფინანსური ან სხვა ქონებრივი მხარდაჭერა მიიღოს, მათ შორის შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით.
დასკვნა
რუსული ტიპის კანონი განვითარებად დემოკრატიისთვის წარმოადგენს სასიცოცხლო საფრთხეს. ავტორიტარიზმის განმტკიცების გარდა, ასეთი კანონი, სათანადო ჩამკეტი მექანიზმებისა და სანდო, გამართული სასამართლო სისტემის გარეშე, არამარტო იწვევს სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა დამოუკიდებელი ადამიანისა თუ ორგანიზაციის დემონიზებას, არამედ შესაძლებლობას აძლევს ავტორიტარს გამოიყენოს ეს კანონი ნებისმიერი ადამიანისა თუ ორგანიზაციის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, თუ რა არის თავდაპირველად კანონის დეკლარირებული მიზნები და ამოცანები.
-
10 ცნობილი ნახატი უკნიდან — მხატვარმა ცნობილი ნამუშევრების ახლებური ვერსიები შემოგვთავაზა 10 ცნობილი ნახატი უკნიდან — მხატვარმა ცნობილი ნამუშევრების ახლებური ვერსიები შემოგვთავაზა
გადახედვა
-
როგორ შეიცვალნენ მსახიობები სადებიუტო როლიდან დღემდე — ნახეთ ფოტოები როგორ შეიცვალნენ მსახიობები სადებიუტო როლიდან დღემდე — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
TI: საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს TI: საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს
გადახედვა
-
შიო III ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს შიო III ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს
გადახედვა
-
"არჩევნები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ჩატარდება" — ნიკარაგუას პრეზიდენტმა არჩევნები გააუქმა "არჩევნები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ჩატარდება" — ნიკარაგუას პრეზიდენტმა არჩევნები გააუქმა
გადახედვა
-
რამდენს ხარჯავენ ევროპელი, ჩინელი და რუსი ტურისტები საქართველოში? — EPRC-ის კვლევა რამდენს ხარჯავენ ევროპელი, ჩინელი და რუსი ტურისტები საქართველოში? — EPRC-ის კვლევა
გადახედვა
-
თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
"ტყუილად გიხარიათ, ორი ქვა უნდა გეჭიროთ და თავში ირტყამდეთ" — შალვა ნათელაშვილი "ქართულ ოცნებას" "ტყუილად გიხარიათ, ორი ქვა უნდა გეჭიროთ და თავში ირტყამდეთ" — შალვა ნათელაშვილი "ქართულ ოცნებას"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე სინგაპურში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე სინგაპურში გაემგზავრა
გადახედვა
-
23 ივლისიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება — რუსთაველის გამზირი და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილი 4 თვით დაიკეტება 23 ივლისიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება — რუსთაველის გამზირი და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილი 4 თვით დაიკეტება
გადახედვა
-
კახა კალაძე: როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება კახა კალაძე: როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება
გადახედვა
-
რა გვჭირდება უხვ ნალექთან გასამკლავებლად? — საბა ბუაძის მოსაზრება რა გვჭირდება უხვ ნალექთან გასამკლავებლად? — საბა ბუაძის მოსაზრება
გადახედვა
-
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
-
ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება
გადახედვა
-
თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
გადახედვა
-
ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ
გადახედვა
კომენტარები