ზურაბიშვილი HARDtalk-ის წამყვანის პირისპირ: რა იყო მნიშვნელოვანი კითხვებსა და პასუხებში
რა მოხდა: 29 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმი სალომე ზურაბიშვილი BBC-სთან, HARDtalk-ში იყო მიწვეული, სადაც ისაუბრა და შეაჯამა საქართველოში მიმდინარე ამბები, ისაუბრა საქართველოს ურთიერთობაზე რუსეთთან, ასევე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე, ევროკავშირის წევრობაზე და 2024 წლის არჩევნებზე.
თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში წარმატებული იქნება: ჟურნალისტის შეკითხვას შიშობს თუ არა პრეზიდენტი, რომ პუტინის უკრაინაში "წარმატების შემთხვევაში" რუსეთი საქართველოში შემოიჭრება, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ამ სცენარის ყველას უნდა ეშინოდეს, თუმცა, ის არ თვლის, რომ პუტინი უკრაინაში წარმატებულია.
- "ის [პუტინი] უკრაინაში თავის სტრატეგიულ ამბიციებს კარგავს: კიევის აღება, მთავრობისა და საზოგადოების დაყოფა, ევროპისგან უკრაინის გამოყოფა, ევროპელების ერთმანეთისგან და თავისი საზოგადოებებისგან დაყოფა, ეს ყველა დიდი ამბიცია ვერ განხორციელდა", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა. მისი შეფასებით, რუსეთი ჯერ სტრატეგიულად, სამხედრო თვალსაზრისით, არ დამარცხებულა, მაგრამ ის გამარჯვებული არ არის.
- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის, რასაც რუსეთი დღეს საქართველოში აკეთებს, არის არა სეპარატიზმი, არამედ პირდაპირი ოკუპაცია. რუსეთს საქართველოს ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული, "დღეს კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამ არარსებულ საზღვარზე [საოკუპაციო ხაზზე] ადამიანების გატაცება სისტემატურად ხდება".
- რუსეთი ცდილობს ევროპის და არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში ჰიბრიდული ომი გააგრძელოს, რომელიც, ზურაბიშვილის თქმით, უკვე დაწყებულია, "რუსეთი ცდილობს პროპაგანდის მეშვეობით მოიგოს, ის დესტაბილიზაციას ცდილობს".
რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის მშენებლობა: ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება გაიხსენა, სადაც ამბობს, რომ "რუსეთის ყველა ბაზას მიწვდება" და ზურაბიშვილის ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის მშენებლობამ, საქართველოს ომში ჩართვა გამოიწვიოს.
- "შესაძლებელია, პორტის პროექტი არსებობს, მაგრამ ეს დღეს მხოლოდ რუსეთის პროპაგანდის ნაწილია. ბატონი პუტინი, კგბ-ის ძველი აგენტია, ფსიქოლოგიურ ომს უფრო ეწევა ვიდრე სამხედრო ომს. ეს ასეა უკრაინასა და დასავლეთთან მიმართებაში", — ასე უპასუხა შეკითხვას საქართველოს პრეზიდენტმა.
კონტექსტი: 2023 წლის 4 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტისთვის მუდმივი ბაზა განთავსდება და "რუსეთსა და აფხაზეთს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია". 24 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ამ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მათ [რუსებს] ყველგან მიწვდებიან. ოჩამჩირეში რუსული ბაზა გააპროტესტეს ქართველმა ოფიციალურმა პირებმაც.
- პრეზიდენტის თქმით, არავის აქვს "ფუფუნება" უყუროს, როგორ ამყარებს რუსეთი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე კონტროლს, არ უნდა დაველოდოთ თუ როდის დაიწყებს ოჩამჩირის პორტი ფუნქციონირებას, რადგან "ევროპელებმა უნდა გაიაზრონ, რომ არ შეიძლება ისინი რუსეთმა შავი ზღვიდან გაასახლოს".
- ჟურნალისტის შეკითხვას კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ შავი ზღვის ნავსადგურებში, განსაკუთრებით, ბათუმისა და ფოთის პორტებში, ევროკავშირისა და ამერიკის აქტიური ინვესტიციები და პროექტები უნდა ვიხილოთ.
საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე: პრეზიდენტის თქმით, საქართველო რუსეთზე უმეტესწილად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტსა და იმპორტში და გარკვეული ავტომობილების გადაზიდვაში, ასევე, საქართველო, ბევრ სხვა ქვეყანაზე ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთზე ენერგეტიკის მიმართულებით, რადგან "აზერბაიჯანის სახით, გვყავს [საქართველოს] ახლო მეგობარი და ეს დაგვეხმარა დამოკიდებულის თავიდან აცილებაში".
- პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს რუსეთთან დაახლოება არასოდეს მოხდება, რადგან საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს გვაქვს ჩვენი ისტორია და ვიცით, რამდენად ახლოს შეგვიძლია რუსეთთან მისვლა.
არჩევანი, რომელსაც საქართველო მუდმივად აკეთებს: ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ როდესაც მას უსმენს, რჩება განცდა თითქოს საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს ნატოს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საქართველომ უკვე აირჩია ევროპა და ბოლო 30 წელი მუდმივად ამ არჩევანს აკეთებს.
- "როდესაც საქართველოს მოსახლეობას ამ საკითხზე ეკითხები 80% (და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია) ამბობს, რომ მას უნდა ევროპა და ნატო და არაფერი სხვა! საქართველოსთვის სხვა პერსპექტივა არ არსებობს!", — თქვა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, "მთავრობები მიდიან და მოდიან", საქართველოს არჩევანი კი არ იცვლება.
- "ეს მანამდეც ასე იყო, რადგან საბჭოთა კავშირის მიმართ ყველაზე მერყევი ქვეყანა საქართველო იყო. საქართველოს მოსახლეობა ძალიან მტკიცეა".
- პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, "სამთავრობო რიტორიკა შეიცვალა, მთავრობა შეიცვალა, პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და გვყავს ახალი პრემიერი, რომელსაც სრულებით განსხვავებული, პროევროპული რიტორიკა აქვს და რომელიც პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა".
- პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ თანამდებობების გაცვლასთან ერთად, რიტორიკებიც გაცვალეს, " მთავრობა, რომელიც მკაფიოდ არ იდგება ევროპულ მხარეს, ვერ მოიგებს მომავალ არჩევნებს".
გაიგე მეტი: ევროპისკენ სვლა ირაკლი კობახიძის პირობებში? — რას ველოდოთ
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს დაუსვა შეკითხვა ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობაზე, აფხაზეთსა და ოსეთის ოკუპაციის ფაქტორის გათვალისწინებით, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიებია და მას ყოველთვის აქვს ტერიტორიების და ხალხის გაერთიანების იმედი.
- პრეზიდენტი ჟურნალისტს დაეთანხმა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთზე უკიდურესად არის დამოკიდებული და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთში საქართველოს გაერთიანების სურვილი არ არსებობს.
- მისივე შეფასებით, აფხაზეთის საკითხი, სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებულია, რადგან "აფხაზეთი ეტაპობრივი აღმოჩენის პროცესშია, რომ ის ყველაფერი, რასაც მას რუსეთი დაჰპირდა — იდენტობის, ენის, კულტურის კონსოლიდაციას, არამხოლოდ არ შესრულდა, არამედ რუსეთის ძლიერი ზეწოლით ხდება აფხაზეთის მოსახლეობის პოლიტიკური ნების ჩახშობა, რუსებისათვის მიწების გადაცემა, მათი სუვერენობის კითხვის ქვეშ დაყენება. ეს ყველაფერი დღეს ხდება".
აფხაზეთი, საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის ნაწილი: ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის საზოგადოებას შეიძლება არ სურდეს რუსეთის ნაწილად ყოფნა, მაგრამ მათ არ სურთ იყვნენ საქართველოს ნაწილი, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ აფხაზეთს შეიძლება სურდეს საქართველოსთან ერთად ევროკავშირის ნაწილად ყოფნა, "ზუსტად ეს არის მიზანი".
- "ეს ის პერსპექტივაა, რისი შეთავაზებაც მათთვის შეგვიძლია. შეიძლება ისინი ვერ ხედავდნენ საქართველოსთან რეინტეგრაციას როგორც პერსპექტივას (როგორც ხანდახან ამას თვითონ ამბობენ), მაგრამ მათ შეუძლიათ დაინახონ ჩვენთან ერთად ევროკავშირში გაერთიანება, როგორც საკუთარი პერსპექტივა", — განაცხადა პრეზიდენტმა.
ევროკავშირის წევრობა რეალურია?: პრეზიდენტმა, ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირის წევრობა რეალური, უპასუხა, რომ საქართველოში სწორედ საქართველოს ევროკავშირის წევრობის მიზნით და რწმენით დაბრუნდა.
- "როდესაც მე პირველად ჩამოვედი [საქართველოში], იმ დროს ევროპაში ამბობდნენ, რომ საქართველოს სამეზობლო პოლიტიკაშიც კი არ შეეძლო გაწევრიანება, რომ ჩვენ ამისგან ძალიან შორს ვიყავით. მას შემდეგ ჩვენ ვნახეთ სამეზობლო პოლიტიკა, ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია. 30 წლის წინ, ეს ყველაფერი შეუძლებლად მიიჩნეოდა", — თქვა ზურაბიშვილმა.
დეოლიგარქიზაციაზე საუბარი ბიძინა ივანიშვილზე საუბარს ნიშნავს? ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის 9 დათქმიდან ერთ-ერთი დეოლიგარქიზაცია და რომ ბევრი ადამიანი ივანიშვილს "საქართველოს ერთადერთ ოლიგარქად" მოიხსენიებს, რომელმაც "რუსეთში დააგროვა ქონება, საქართველოს სიმდიდრის დაახლოებით, მესამედი".
- ასევე, ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვა იყო, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის "პოლიტიკის წინა ხაზზე დაბრუნება" მნიშვნელოვანი, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამდე, "გაურკვეველი იყო სად იყო ძალაუფლების წყარო, არ არსებობდა ვალდებულება და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის საჭიროება".
- პრეზიდენტის თქმით, "ოლიგარქიული ძალის პრევენცია" ბევრ ქვეყანას აწუხებს, მათ შორის საქართველოს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი: ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა თუ რატომ აპირებდნენ მის იმპიჩმენტს, როდესაც პრეზიდენტის როლი "დიდწილად ცერემონიულია", რაზეც პრეზიდენტმა კითხვითვე გასცა პასუხი "თუ [ჩემი როლი] დიდწილად ცერემონიულია, რატომ შეეცადნენ ჩემს იმპიჩმენტს?".
- პრეზიდენტმა იმპიჩმენტთან დაკავშირებით შეკითხვას ასე უპასუხა "ჩემი პასუხი იგივეა, რაც [ანტონიო] გუტიერეშის, როცა მას ჰკითხეს რაში მდგომარეობდა მისი ძალა, მან უპასუხა — სიტყვა! იგივეა [ჩემს შემთხვევაში]".
- მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც ხალხის მიერ არჩეულს პრეზიდენტს ლეგიტიმურად აღიარებული სიტყვა აქვს, ბევრი რამის თქმა შეუძლია, მათ შორის შეუძლია იყოს ძალიან გავლენიანი, "ამიტომ, იმპიჩმენტი, ალბათ, უფრო პოლიტიკური მცდელობა იყო შეზღუდულიყო ეს".
2024 წლის არჩევნები: ჟურნალისტის კითხვას რას აპირებს პრეზიდენტი არჩევნების თვალსაზრისით, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ აპირებს ბოლომდე შეასრულოს თავისი როლი, ერთი მხრივ ზედამხედველობა გაუწიოს როგორ იქნება არჩევნები მომზადებული და ჩატარებული, მეორეს მხრივ — პრეზიდენტი დააკვირდება რას გააკეთებს საქართველოს მთავრობა 9 დათქმასთან დაკავშირებით, "მე დავაკვირდები და ვუბიძგებ, რათა მათ სამუშაოს თავისი ნაწილი შეასრულონ".
- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში კანდიდატურას არ დააყენებს, "მე ვარ პრეზიდენტი და ჩემი მანდატი არჩევნებამდე გრძელდება".
აქვს თუ არა ნდობა ზურაბიშვილს ქართული ოცნების ნდობა: პრეზიდენტის თქმით, საჭირო არ არის ქართულ ოცნებას ენდობოდე, თუ ისინი ევროკავშირის 9 დათქმას განსაზღვრულ დროში არ შეასრულებენ, ქართველი ხალხი მათ ხმას არ მისცემს, "სწორედ ეს არის მათი რიტორიკის შეცვლის მიზეზი. ეს არის მიზეზი, რატომაც ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად".
- პრეზიდენტმა განმართა თუ რატომ მუშაობს "სხვა ყველა პოლიტიკურ ძალასთან", ერთობის პლატფორმა ევროპისთვის-ის ფარგლებში: " იმიტომ, რომ საქართველოსთვის, რომელმაც დემოკრატიის გრძელი გზა გამოიარა, დრო მოვიდა დაემშვიდობოს ერთპარტიულ სისტემას, რომელიც ძველი დროის გადმონაშთია და გადავიდეს კოალიციურ მთავრობაზე".
რა მოელის მიხეილ სააკაშვილს? პირველ რიგში, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ შედარებების მიუხედავად, რაც გვესმის, "მიხეილ სააკაშვილი ნავალნი არ არის". მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოს ყოფილი ლიდერია, მაგრამ ის ციხეშია იმისათვის, რასაც პრეზიდენტობის დრო აკეთებდა. "ის [მიხეილ სააკაშვილი] ციხეშია არა როგორც პოლიტიკური ოპონენტი, არამედ როგორც ყოფილი ლიდერი".
- პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უნდა იმყოფებოდეს თუ არა სააკაშვილი ციხეში,მისი განსჯის საგანი არ უნდა იყოს, რადგან ეს მოსამართლეებმა და ქართველმა ხალხმა უნდა განსაჯონ, "ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტობის დროს ის [სააკაშვილი] ძალიან ბევრი მიმართულებით უფლებამოსილებას აჭარბებდა.".
- ასევე, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ სჯერა თითქოს მიხეილ სააკაშვილს აწამებდნენ და წამლავდნენ "მე ყურადღებით ვადევნებდი თვალს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი, რომ სათანადოდ მკურნალობდნენ".
- პრეზიდენტის თქმით, შეწყალება მისი მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ის წინასწარ ვინმეს ინფორმირებულობის გარეშე მიიღებს.
- "ჩემთვის მიუღებელია, რომ პრეზიდენტის შეწყალების დისკრეციული უფლება, რომელიც ციხეში ბევრ სხვა, სხვადასხვა პირობებში მყოფ ადამიანს ეხება, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ", — განაცხადა პრეზიდენტმა.
- სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება? ჟურნალისტმა გაიხსენა რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის განცხადება, რომ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიის მარცხი იქნება.
- საპასუხოდ, პრეზიდენტმა თქვა, რომ არ დაუშვებს სააკაშვილი ციხეში მოკვდეს, რადგან "ეს საქართველოს რეპუტაციისათვის დამაზიანებელი იქნება".
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები