პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომა პარლამენტში — განახლებადი
დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო განხილვა დაიწყო.
ბოლოს დამატებული სიახლეები:
16:40 საათი: ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შეძლო
- რომან გოცირიძე: ზურაბიშვილმა ისევ გადააფარა ხელი ივანიშვილს
- პაპუაშვილმა პრეზიდენტის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზში ტაშის დაკვრა და "სხვა გამოხატულება" აუკრძალა
- პრეზიდენტმა ევროპელ პარტნიორებს მიმართა
13:50 საათი:
- საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.
- ზურაბიშვილი არ დაესწრო სხდომის იმ ნაწილს, რაც, რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატების კითხვებზე პასუხს ითვალისწინებდა.
13:08 საათი:
პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვა:
- "ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო. პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ. სხვა არაფერში და ამაში ვითომც და პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე.
- საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც უნდა იდგეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სრულად გამოვიდა თავისი როლიდან, გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას.
- ნიშანდობლივია ის რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, გააცოცხლა ჩვენი საუკუნოვანი მართლმსაჯულების საამაყო ტრადიცია. მათი განსხვავებული აზრი გავრცელდება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, აღიარებული იქნება მათი დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი. ხვალინდელი სტუდენტები კი, ამით იამაყებენ და ამ მაგალითზე გაიზრდებიან. ეს იმედისმომცემია!".
12:40 საათი:
- რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატებს უფლება აქვთ, მომხსენებელს [ირაკლი კობახიძეს] კითხვით მიმართონ. იაგო ხვიჩიამ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, თუ ქართული ოცნება მიზანშეწონილობის პრინციპით მოქმედებს, რატომ არ ითვალისწინებენ არგუმენტს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში იმპიჩმენტის დრო არ არის:
- "დღეს სად წავიდა ეს მიზანშეწონილობის პრინციპი, როდესაც ჯოზეფ ბორელი (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი) იყო ჩამოსული; როდესაც ევროინტეგრაციის პროცესში გვეუბნებიან, რომ არ იყო ახლა ამისი [იმპიჩმენტის] დრო. შეგნებულად რომ აირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც, თქვენივე რიტორიკის მიხედვით, თავსმოხვეული გამოდის, ეს თუ იხსნება მიზანშეწონილობით, დღეს რატომ დგება აუცილებლობა, რომ ახლავე უნდა ყოფილიყო იმპიჩმენტი?" — მიმართა ხვიჩიამ კობახიძეს.
12:15 საათი:
პარლამენტის ტრიბუნაზე მომხსენებლად პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ავიდა.
რა თქვა კობახიძემ:
- კობახიძე, საპარლამენტო ტრიბუნიდან იმეორებს პარტიულ, პოლიტიკურ გზავნილებს საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
- პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვისას, დეპუტატების მიმართ ნათქვამ ფრაზას "ზრდილობას გაცდენილი" უწოდა; თუმცა, პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვამდე, მან თავადვე მოიხსენია ზურაბიშვილი "კოჭლ იხვად" და სხვა მსგავსი ტერმინებიც გამოიყენა.
ციტატები:
- "დეპუტატების მიმართ, სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები "პატარა კაცები". ამ ქალბატონს "პატარა კაცი" გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა, და უფრო მეტიც, მერე შეიწყალა ეს მართლა პატარა კაცი";
- "თქვენ, პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს — ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე ადამიანები, რადგან არავის უნდოდით პრეზიდენტად არც პირველ და არც მეორე ტურში";
- "ხალხმა სხვადასხვა მიზეზის გამო აგირჩიათ. შესაძლოა, პიროვნულად არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის, მაგრამ არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი, დღეს თქვენ ხართ ნაცმოძრაობაში".
12:10 საათი:
- სხდომაზე გაიხსნა და პარლამენტის 87 დეპუტატი დარეგისტრირდა.
-
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა პროტესტის ნიშნად არ ესწრება სხდომას.
-
ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ჯგუფის, თავისუფლების სახელით სხდომას პროტესტის ნიშნად დატოვებდა.
საპარლამენტო უმრავლესობას სიტყვით მიმართა ხატია დეკანოიძემ:
- "მინდა ყველას ესმოდეს, რამდენად მძიმე პროცესში მონაწილეობთ ყველა, საქართველოს ისტორიაში პირველად, იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა თავის კოლეგებს საქართველოს პერსპექტივისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. თქვენ მოხვედით და გინდათ, რომ მწვანე ღილაკს დააჭიროთ ხელი, ეს არის სამარცხვინო პროცესი და თუ რაიმე უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს, ეს არის თქვენი გადაწყვეტილებები და განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი.
- შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის", — თქვა დეკანოიძემ.
ზურაბიშვილის პარლამენტში მისვლამდე:
მისმა ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია:
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს, რომ პარლამენტი საიმპიჩმენტო სხდომას, ასეთ მნიშვნელოვან პროცესს, განიხილავს და წარმართავს როგორც "ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს".
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს საქართველოსთვის პირველი პრეცედენტია, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის მიმართ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, პრეზიდენტის წინააღმდეგ, იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძვლად იქცა, რაც იმდენადვეა სამართლებრივი საკითხი, რამდენადაც — პოლიტიკური.
- მმართველი პარტია აცხადებს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვას ხვალ, 18 ოქტომბერს დაიწყებს.
- ამას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ანდტიდასავლურ იმპიჩმენტს უწოდებს.
- სალომე ზურაბიშვილმა, 16 ოქტომბერს, ოპოზიციას მიმართა, რომ "თუ უნდათ, სურათი დადგეს ძლიერი, [პარლამენტს] გარეთ დადგნენ", პარლამენტში ამ პროცესის მიმდინარეობისას.
კონტექსტი:
- საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია. ამ კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორები, ისევე, როგორც ქართული ოპოზიციის ნაწილი, ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დამაზიანებელი იქნება ამ მნიშვნელოვანი პროცესისთვის.
- ქართული ოცნების დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის საფუძვლად ასახელებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები მთავრობისგან შესაბამისი ნებართვის გარეშე დაიწყო.
- საქართველოში მოქმედმა არასამთავრობოებმა, 4 სექტემბერს მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტოს ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება იმპიჩმენტით.
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
კომენტარები