Pepperboy — პანაზიური სამზარეულოს და მიქსოლოგიის ჰაბი თბილისში, თიბისისთან პარტნიორობით გაფართოებას გეგმავს
ფოტო: თიბისი
აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, საქართველოში არსებობის ხანმოკლე, მაგრამ დინამიკური განვითარების ისტორია აქვს. დღეს ქართულ ბაზარზე აზიური კულინარია — სტანდარტული სწრაფი კვებიდან ორიგინალური კონცეფციის რესტორნებამდე — უხვადაა წარმოდგენილი. აზიური კერძებით უბრალოდ წახემსება თუ მათი მნიშვნელოვანი მოვლენის ნაწილად ქცევა, თბილისში იოლად შეიძლება, თუმცა რესტორან Pepperboy-ს ამ მრავალფეროვნებაშიც გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.
უმთავრესი მაინც რესტორნის გასტრონომიული კონცეფციაა. Pepperboy პანაზიური რესტორანია და მენიუს გეოგრაფიული, კულტურული თუ საგემოვნო მრავალფეროვნება აზიური კერძების ყველაზე მომთხოვნ და გამოცდილ მოყვარულებსაც, ორიგინალური გადაწყვეტებით და მუდმივი სიახლეებით აკვირვებს. პანაზიური გულისხმობს არა აზიის რომელიმე ქვეყნის ეთნიკურ სამზარეულოს, არამედ მენიუს, რომელიც აერთიანებს კერძებს აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ესენია: იაპონია, კორეა, ტაილანდი, ჩინეთი და სხვა. Pepperboy ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა, როგორც პანაზიური კულინარიის პიონერი. მან, მანამდე უცნობ კერძებთან და კულტურებთან ზიარებით, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ერთ სივრცეში თავმოყრით, განსხვავებული კულინარიული გამოცდილების შექმნა შეძლო.
თინა ხაფავასთვის რესტორანი გახსნისთანავე საყვარელ ადგილად იქცა, რომელსაც მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა. პანდემიამ მთელი კულინარიული ინდუსტრია დააზარალა და გამონაკლისი არც Pepperboy აღმოჩნდა. სწორედ პანდემიის პერიოდში გაიცნო თინამ რესტორნის დამფუძნებელი და შეფი ანა დონდუა და ზუსტად მაშინ გაჩნდა Pepperboy-ს ბაზარზე დაბრუნების იდეა.
"ეს ყველაფერი იოლი არ იყო. გახსნას წინ ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. სწორედ ეს დრო დასჭირდა კონცეფციის და მენიუს განახლებას, რებრენდინგს, დიზაინის და, რაც მთავარია, ინვესტიციის მოძიებას.
2018-ში გახსნილ რესტორანს სამზარეულოს მრავალფეროვანი და მდიდარი კონცეფცია გამოარჩევდა. პარტნიორებმა, დიდი ფიქრის და მსჯელობის შედეგად, გადაწყვიტეს ახალ რესტორანს ბარის და კერძოდ მიქსოლოგიის კონცეფციაც ასეთივე მრავალფეროვანი ჰქონოდა და რესტორნის სტუმრებისთვის, სასმელების შემთხვევაშიც, გასტრონომიული გამოცდილების მთელი პალიტრა შეეთავაზებინათ.
დამფუძნებლებმა ოქროს შუალედის პოვნა მოახერხეს — მათ განაახლეს კონცეფცია და თავიანთი ხელწერა კიდევ უფრო მკაფიო გახადეს, როგორც სამზარეულოს მიმართულებით, ისე ბარის მრავალფეროვანი შეთავაზებებით და უნიკალური კოქტეილებით. რა თქმა უნდა, ბრენდის ფილოსოფია კვლავ უცვლელი რჩება და დამფუძნებლებიც და სრულიად ფეფერბოის გუნდიც ბრენდის ცენტრალურ იდეას ერთგულად ემსახურება. ფეფერბოი ცდილობს მის სტუმრებს შესთავაზოს დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება გამორჩეული და საინტერესო კულინარიული და მიქსოლოგიური გადაწყვეტებით, განსხვავებული და მეგობრული მომსახურებით და გარემოთი.
"ჩვენ მუდმივად საკუთარ თავზე ვმუშაობთ, გვსურს, რომ ყოველი სტუმრის ვიზიტი სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ, და ჩვენი მიზნის და ჩვენი საოცარი მეგობრების ერთგული ვრჩებით. ჩვენი მიზანია საქართველოს გასტრონომიულ სცენაზე ლიდერები გავხდეთ, შევქმნათ ყველასთვის საყვარელი ბრენდი და ადგილი, სადაც ახალი აღმოჩენებისთვის ისევ და ისევ ბრუნდები", — ამბობს თინა.
პირველი, რასაც რესტორნის სტუმარი ამჩნევს, მენიუს მრავალფეროვნებაა — იაპონური რამენი, კორეული ფერმენტირებული კიმჩი, ტაივანური ფაფუკი ბაოები, პად ტაი და სხვა. "ჩვენი მენიუ ცოცხალი ორგანიზმივით არის — სეზონების და ინსპირაციების მიხედვით იცვლება, მუდმივად ახალი და საინტერესო კერძები ემატება," — ამბობს თინა და აგრძელებს — "ჩემი პარტნიორი და ფეფერბოის შეფი დეტალურად სწავლობს ყველა კერძის დამზადების ტრადიციული ხერხებს, მის წარმომავლობას და, მათზე დაყრდნობით, რეცეპტებს თანამედროვე ხედვით და უნიკალური გადაწყვეტებით ქმნის".
კერძების ინგრედიენტების ნაწილი აზიიდან ჩამოდის, ნაწილს — ადგილობრივ ბაზარზე იძენენ, ორგანული სალათები და იშვიათი დასახელების აზიური მცენარეები კი თავად რესტორანში მოჰყავთ — Spacefarms-ის Dots by Spacefarms-ის მდგრად მოდულარულ ფერმაში.
გემრიელი კერძები რესტორნის ერთადერთი ღირსშესანიშნაობა არაა. სივრცე და ინტერიერის დიზაინი ასევე აღნიშვნის ღირსია. Pepperboy ორი, ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებული სივრცისგან შედგება. შიდა სივრცე უფრო მონოლითურია, გარე სივრცე კი ბუნებასთან მეტადაა შერწყმული — აქ სტუმარს თბილისურ გარემოსთან ინტეგრირებული აზიური ელემენტები ხვდება.
რესტორნის სტუმრები, ასაკობრივად თუ საქმიანობის მხრივ, ერთმანეთისგან ძალზე განსხვავდებიან, მაგრამ ყველა მათგანზე ერთის თქმა შეიძლება — Pepperboy-ს სტუმრებს ახალი გემოების აღმოჩენა სურთ და, უმეტეს შემთხვევაში, დარწმუნებული არიან, რომ რესტორანი იმედს არ გაუცრუებთ.
"როცა ადამიანებისგან ვისმენთ, რომ ეს მათი საყვარელი ადგილი გახდა, ვხვდებით, რომ სწორ გზას ვადგავართ. შესაბამისად, უფრო მეტი შრომა და თავდადება აღარ გვეზარება. ცხადია, გაფართოებაზეც ვფიქრობთ. დაახლოებით ერთი წელია, რაც თიბისი ბანკთან ვთანამშრომლობთ. თიბისი და აწარმოე საქართველოში ჩვენი ბიზნესპარტნიორები არიან. ჩვენი ბიზნესის იდეურ და გეოგრაფიულ გაფართოებაში მათი როლი გადამწყვეტი იქნება".
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები