რუს ქალს, რომელსაც ომის მომხრე ბლოგერის მკვლელობა ედება ბრალად, 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ფოტო: Reuters
მოკლედ: რუს ქალს, დარია ტრეპოვას გასული წლის აპრილში, ომის მომხრე ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობისთვის 27 წელი მიესაჯა.
- ტატარსკი დაიღუპა ბომბის აფეთქების შემდეგ, რომელიც ჩამონტაჟებული იყო ტრეპოვას მიერ ნაჩუქარ ქანდაკებაში.
- სასჯელის ეს ვადა არის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი, რაც კი რუსეთში ქალისთვის მიუსჯიათ.
დეტალები: აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ტატარსკი პეტერბურგში ხალხის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო.
- შემთხვევის შედეგად დაზიანება მიიღო ათობით ადამიანმა.
- 26 წლის ტრეპოვა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის ფიქრობდა, რომ ქანდაკებაში მოსასმენი მოწყობილობა იყო.
- ტრეპოვას განმარტებით, უკრაინელების ბრძანებით მოქმედებდა და ბომბის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
რა ვერსიას უყვება სასამართლოს ბრალდებული: ტრეპოვამ სასამართლოში განაცხადა, რომ ის ასრულებდა უკრაინაში მყოფი კაცის დავალებებს, რომელსაც იცნობდა სახელით გეშტალტი (გერმანულად — ფორმა). მისი ვინაობა ცნობილი არ არის.
- ბრალდებული მას უკრაინაში მცხოვრები ჟურნალისტის, რომან პოპკოვის საშუალებით დაუკავშირდა. ტრეპოვა ომის მოწინააღმდეგეა და სურდა, წასულიყო უკრაინაში და ემუშავა ჟურნალისტად.
- ქალის თქმით, გეშტალტის მითითებებით, მან ტატარსკის ნდობა მოიპოვა, მას გაეცნო როგორც ხელოვნებათმცოდნეობის სტუდენტი და ესწრებოდა მის გამოსვლებს.
- მარტში მას გეშტალტმა გაუგზავნა ქანდაკება და დაარწმუნა, რომ მასში მოსასმენი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
- "მე ვგრძნობ დიდ ტკივილს და სირცხვილს, რომ ჩემმა გულუბრყვილობამ გამოიწვია ასეთი კატასტროფული შედეგები. მე არ მინდოდა ვინმესთვის ზიანი მიმეყენებინა", - განუცხადა ტრეპოვამ სასამართლოს.
ვინ იყო ვლადლენ ტატარსკი: ცნობილი ბლოგერი, რომელსაც ჰყავდა ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი და ჰქონდა კრიმინალური წარსული.
- ის უკრაინაში, დონეცკის რეგიონში დაიბადა. ტატარსკი შეიარაღებული ძარცვისთვის გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი თქვა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შეუერთდა.
- ვლადლენ ტატარსკი კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერი იყო. გარდაცვალების შემდეგ ის პუტინმა მამაცობის ორდენით დააჯილდოვა.
ბოლო ხაზი: რუსი გამომძიებლების განცხადებას, რომ თავდასხმის უკან კიევი იდგა, უკრაინის ოფიციალური პირები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები