პოლიციის გადაცდომები შეკრებებსა და მანიფესტაციებზე 2023 წელს — HRC წლიური ანგარიში
ფოტო: გურამ მურადოვი / Civil.ge. 2023 წლის მარტი. შსს არბევს მანიფესტანტებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე საქართველოს პარლამენტთან
მოკლედ: ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-დეკემბერში, თბილისში გამართულ მანიფესტაციებზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეთა პროტესტის უფლების შეზღუდვის ფაქტები გამოვლინდა, ასეე, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავთა უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევებს.
ანგარიში სხვა გამოწვევებსაც მოიცავს, მათ შორის:
- დასაბუთების და გაფრთხილების გარეშე, კონკრეტული პირების დაკავება და მათთვის ნივთების ჩამორთმევა;
- იმის მიუხედავად, რომ შესაბამისი კანონმდებლობით არ იკრძალება საპროტესტო აქციისას კარვის გაშლა, პოლიციის მხრიდან მოხდა კარვის გაშლის აკრძალვისა და მისი ჩამორთმევის ფაქტიც.
- პოლიციელთა რაოდენობის არაპროპორციულობა: აქციებზე, სადაც წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, საპოლიციო ძალების მობილიზების განსაკუთრებული საჭიროება, მცირე რაოდენობის სამართალდამცავი იყო მობილიზებული, ხოლო იქ, სადაც მშვიდობიანი შეკრება ხდებოდა — პოლიციელთა რაოდენობა აქციის მონაწილეთა რაოდენობას აჭარბებდა.
- შეკრებებზე, ბევრი პოლიციელი, სპეციალური სამოსისა და სამკერდე ნიშნის გარეშე იმყოფებოდა, რაც მათ იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდიდა.
- აქციებზე, სამართალდამცავები იყენებდნენ წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს, მიუხედავად იმისა, რომ წიწაკის სპრეის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აქციის ცალკეულ მონაწილეთა მოსაგერიებლად და 1 მეტრზე ნაკლები მანძილიდან, მათ ეს სპეციალური საშუალებები ყველა მონაწილის მიმართ გამოიყენეს.
- გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, პოლიცია ვერ ახდენს აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას.
ანგარიშის შესახებ: დღეს, 22 იანვარს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარადგინა შეკრების და მანიფესტაციების მონიტორინგის წლიური ანგარიში, რომელიც მოიცავს 2023 წლის იანვარ-დეკემბერში გამართული 15 საპროტესტო აქციის დროს გამოვლენილ დარღვევებს.
დეტალები: ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), დემოკრატიის მცველები (DemDef), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), უფლებები საქართველო, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC). ასევე, ოპოზიციური პარტიები — ევროპული საქართველო და ლელო საქართველოსთვის. ასევე, იტალიის, ნორვეგიის, ამერიკის საელჩოს და პოლონეთის ელჩები და ევროკავშირი საქართველოსთვის წარმომადგენელი.
ანგარიშში ასახულია პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო მოძრაობების და აქტივისტების მიერ ორგანიზებული შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის ძირითადი მიგნებები.
აქტივისტების დაკავებები: განხილულია 7-8 მარტის და ბექა გრიგორიადისის მიერ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებების დროს გამოვლენილი დარღვევები.
სტრიქონებს შორის: ბექა გრიგორიადისი ლაზარე გრიგორიადისის მამაა. ლაზარე დააკავეს რუსული კანონის წინააღმდეგ, 7-8 მარტს გამართულ აქციების შემდეგ, 29 მარტს.
31 მარტს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ანგარიშის მიხედვით, ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციის დაკვირვებისას პოლიციის მხრიდან გამოიკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროცედურული ნორმების დარღვევისა და უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების
შემთხვევები.
- 2023 წლის 1 ივნისს ბექა გრიგორიადისი მაშინ დააკავეს, როდესაც იგი ცდილობდა კარვის გაშლას.
- მანამდე მან და მისმა მხარდამჭერებმა იქვე შეკრებილ პოლიციელებს აცნობეს, რომ აპირებდნენ კარვის გაშლას.
- "შესაბამისად, თუ პოლიციას განზრახული ჰქონდა, არ მიეცათ მათთვის კარვის გაშლის შესაძლებლობა, მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ შესაბამისი გაფრთხილება", — წერია ანგარიშში.
- ბექა გრიგორიადისი კარვის გაშლისას ადგილზე დააკავეს. პოლიციელებს მისთვის არ განუმარტავთ ნივთის ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა.
HRC-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, პროტესტის გამოსახატად "ადგილმდებარეობის შერჩევა შეკრების უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია".
ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, "იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირის სოლო დემონსტრაციით ხელი არ ეშლება არც ტრანსპორტის მოძრაობას ან ადმინისტრაციული ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას, მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესის წარმოებით ირღვევა გამოხატვის თავისუფლება", — წერია ანგარიშში.
საპროტესტო კარვის გაშლის ხელშეშლის პრაქტიკა: ამის მაგალითად მოყვანილია ისევ ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქცია, კონკრეტულად — კარვის გაშლის უფლებისთვის ხელის შეშლა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, კარვის გაშლის უფლების ხელის შეშლისას, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, პოლიციის მხრიდან დაირღვა კანონის მოთხოვნა, მათ შორის, "დაირღვა პროცედურული ნორმები, რამაც განაპირობა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა".
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია კარვის გაშლა, თუკი ის ემსახურება პოლიტიკური აზრის გამოხატვას.
"ამ უფლების შეზღუდვისთვის დაწესებულ შეზღუდვას უნდა ჰქონდეს კანონიერი საფუძველი, ემსახურებოდეს ერთი ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევას", — წერია ანგარიშში.
საქართველოს კანონმდებლობა, პროტესტის გამოხატვის მიზნით, კარვის გაშლის აკრძალვას არ ადგენს, თუ კარვის გაშლით არ შეფერხდება ტრანსპორტის მოძრაობა ან ეს არ გამოიწვევს ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებას.
ანგარიშის მიხედვით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს სკვერში კარვის გაშლას, რომელიც ადმინისტრაციული შენობიდან 20 მეტრის დაშორებით მდებარეობს.
პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობა: "ზოგიერთ შეკრებაზე, აქციის მონაწილეებთან შედარებით, ჩართული იყო იმაზე ბევრად მეტი პოლიციელი, ვიდრე საკმარისი იქნებოდა საჯარო წესრიგის უზრუნველსაყოფად. ზოგჯერ კი პირიქით — აქციაზე პოლიციელთა საკმარისი რაოდენობა არ იყო მობილიზებული", — ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში.
ასევე,
- ბექა გრიგორიადისის აქციაზე, 3 ივნისს, 01:30 საათისკენ, პოლიციელთა რაოდენობა 3-ჯერ აღემატებოდა აქციაზე მყოფი მონაწილეების რაოდენობას. 29, 30 მაისის და 1-ელი ივნისის აქციებში მონაწილეობდა 15-მდე მონაწილე, ადგილზე კი, დაახლოებით, 60-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული.
- "ამის საპირისპიროდ, გია გაჩეჩილაძის ("უცნობი") და ზაზა პაპუაშვილის ორგანიზებულ აქციაზე — "მოვდივარ - საქართველო უპირველეს ყოვლისა", იმყოფებოდა 11 000-მდე მოქალაქე, მაშინ როდესაც ადგილზე 100-მდე პოლიციის თანამშრომელი იყო მობილიზებული", — წერია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიციელთა არასათანადო რაოდენობის მობილიზების პრობლემა გამოიკვეთა 2023 წლის 8 ივლისს, "პრაიდ ფესტივალის" მიმდინარეობისასაც. რამდენიმე დღის შემდეგ დაანონსდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების კონტრდემონსტრაცია, რომელის დროსაც
- "სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება და პრაიდ ფესტივალის მონაწილეები ვერ დაიცვა კონტრდემონსტრანტების აგრესიული ქმედებებისგან".
"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, თუ აქციაზე მოსალოდნელია ძალადობრივი ქმედებები, მისი მიმდინარეობისას იმდენი პოლიციელი უნდა იყოს მობილიზებული, რამდენიც შეძლებს ძალადობის გამოვლინების აღკვეთას და პირიქით - თუკი ასეთი საფრთხე არ არსებობს, საჭიროა, აქციაზე იმყოფებოდეს სიტუაციის შესაბამისი საპოლიციო ძალები.
არაიდენტიფიცირებული პოლიციელები: ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში დაკვირვებულ აქციებზე, "ფორმიან პოლიციელებთან ერთად, წარმოდგენილი იყვნენ პოლიციის უფორმო თანამშრომლები, რომელთა იდენტიფიცირება ძნელი ან შეუძლებელი იყო". ისინი არ ატარებდნენ რაიმე განმასხვავებელ ნიშანს, "რაც შესაძლებელს გახდიდა მათ იდენტიფიცირებას და პოლიციის თანამშრომლებად აღქმას"
- "აქციებზე შეინიშნება "შკოდას" ტიპის არაიდენტიფიცირებული, დაბურულმინიანი ავტომობილები, რომლებშიც ასევე იმყოფებოდნენ პოლიციელები ფორმის გარეშე", — წერია ანგარიშში.
შინაგან საქმეთა მინისტრის N1310 ბრძანების თანახმად, პოლიციელი უნდა ატარებდეს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს და ეკეთოს სამკერდე ნიშანი.
- ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, "საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების თითოეული წარმომადგენელი ცხადად და ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი იყოს".
აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლა: ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა, 7-8 მარტის აქციების დროს, აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლის "მიზანშეწონილობისა და კანონიერებას", სადაც გამოიკვეთა, რომ
- აქციის დაშლისას დაირღვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი;
- მომიტინგეთა მიმართ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა;
- სპეციალური საშუალებებით აქციის დაშლისას დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები;
ანგარიშში ნახსენებია, რომ 7 მარტს, პოლიციამ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გამოიყენა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. ასევე, ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა წიწაკის სპრეის წყლის ჭავლში შერევის შემთხვევაც.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშში განიხილავს საერთაშორისო სტანდარტებს აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლასთან დაკავშირებით, კერძოდ
- ეუთოს სტანდარტების თანახმად, წიწაკის სპრეის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აქციის ცალკეულმონაწილეთა მოსაგერიებლად, რომლებიც ძალადობრივად მოქმედებენ, და არა განურჩევლად აქციის ყველა მონაწილის მიმართ.
- ამასთან, აკრძალულია 1 მეტრზე ნაკლები მანძილიდან მისი გამოყენება
- წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის თანადროული გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში არსებობს ადამიანის მიზანმიმართული დაზიანების საფრთხე.
"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, პოლიციის უფლებამოსილ პირს ავალდებულებს "წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები და მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი)
კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ასევე იხილეთ: რა შეიძლება შეცვალოს გომურის საკონსტიტუციო სარჩელმა აქციებისას საპოლიციო ნორმებში
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 7 მარტს, "სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ გაფრთხილება გაჟღერდა მხოლოდ ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ — ისეთ ვითარებაში, როცა აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო დაშლისათვის". ასევე, მათივე შეფასებით, 7 მარტის აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა არც ერთი კანონისმიერი მიზანი, რათა გამართლებულიყო მომიტინგეთა დაშლა.
აქციის მონაწილეების უსაფრთხოება: ადამიანის უფლებატა ცენტრი გამოყოფს 2 აქციას, 7-9 მარტის და პრორუსული პარტია კონსერვატიული მოძრაობის მსვლელობას სააკაძის მოედნიდან რუსთაველის გამზირისაკენ. ამ აქციებზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აქციის მონაწილეების და მათ შორის, ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოების დაცულობა და მესამე პირების უსაფრთხოება, რომლებიც აქციაში არ მონაწილეობდნენ.
- 7-9 მარტის აქციებზე, სპეციალური საშუალებებით დაშლისას, იმ პირების უსაფრთხოებას დაემუქრა საფრთხე, რომლებიც არ იქცეოდნენ აგრესიულად და მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს, ამასთან, გამოიკვეთა პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტები", — წერია ანგარიშში.
- რაც შეეხება კონსერვატიული მოძრაობის აქცია-მსვლელობას, ანგარიშის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია ალტ-ინფოს აქციის მონაწილეების მხრიდან ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლის — ზაზა ბიბილაშვილის ოფისის მიმართულებით, სხვადასხვა საგნის, მათ შორის, ქვის სროლამ: "ბიბილაშვილის განცხადებით, ოფისში შევარდნილი ქვა ერთ-ერთ თანამშრომელს ხვდებოდა, რომელიც მან ხელით მოიგერია", — ვკითხულობთ უფლებათა ცენტრის წლიურ ანგარიშში.
ანგარიშში ცალკე გამოყოფილია პრაიდ ფესტივალი, სადაც "მონაწილეთა უსაფრთხოება სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა".
ადამიანთა უფლებების ცენტრმა შეიმუშავა რეკომენდაციები:
საქართველოს პარლამენტისთვის:
- შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღების, ანდა ასეთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისას გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის:
- არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მისცეს აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად განათავსონ და გამოიყენონ კარავი პროტესტის გამოსახატად.
- შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა.
- უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენება პროპორციული ძალის პრინციპის შესაბამისად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის:
- უზრუნველყოს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან, საპროტესტო აქციის მონაწილე აქტივისტების მიმართ ჩადენილ ძალადობასთან ანდა არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული
შემთხვევების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
-
მშობლები 6 წლამდე მიუღწეველი ბავშვების სკოლაში მიღების აკრძალვას აპროტესტებენ მშობლები 6 წლამდე მიუღწეველი ბავშვების სკოლაში მიღების აკრძალვას აპროტესტებენ
გადახედვა
-
"სათამაშო დედის" მეცნიერება: რას გვასწავლის პანჩის შემთხვევა და რატომ გვირჩევნია სითბო საკვებს "სათამაშო დედის" მეცნიერება: რას გვასწავლის პანჩის შემთხვევა და რატომ გვირჩევნია სითბო საკვებს
გადახედვა
-
მიაგნეს შავ ხვრელს, რომელიც "ელვის სისწრაფით" გაიზარდა მიაგნეს შავ ხვრელს, რომელიც "ელვის სისწრაფით" გაიზარდა
გადახედვა
-
რა წერია შრომის ბაზრის კვლევაში, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტირებას დაედო საფუძვლად? რა წერია შრომის ბაზრის კვლევაში, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტირებას დაედო საფუძვლად?
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "იმედი" და POSTV ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ გადარიცხავენ ფულს უცხოეთში რომან გოცირიძე: "იმედი" და POSTV ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ გადარიცხავენ ფულს უცხოეთში
გადახედვა
-
მკვლელობებში ბრალდებულმა დანაშაულების დასაგეგმად ChatGPT გამოიყენა მკვლელობებში ბრალდებულმა დანაშაულების დასაგეგმად ChatGPT გამოიყენა
გადახედვა
-
კახა კალაძე: UK-ის მიერ “იმედისა” და “პოსტვ”-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა კახა კალაძე: UK-ის მიერ “იმედისა” და “პოსტვ”-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა
გადახედვა
-
გამოკითხვა: რომელია შვიდი სამეფოს რაინდის საუკეთესო პერსონაჟი? გამოკითხვა: რომელია შვიდი სამეფოს რაინდის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ახალ ფილმში ოდრი ჰეპბერნს ლილი კოლინზი განასახიერებს ახალ ფილმში ოდრი ჰეპბერნს ლილი კოლინზი განასახიერებს
გადახედვა
-
მიშელი, მეცოლა, ლაიენი: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით მიშელი, მეცოლა, ლაიენი: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით
გადახედვა
-
ტვ იმედი: ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს ტვ იმედი: ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: უკრაინელო ქალებო და კაცებო, ჩვენ თქვენზე დიდი ემოციით ვფიქრობთ, თქვენს ოჯახებზე, რომლებმაც ამდენს გაუძლეს ემანუელ მაკრონი: უკრაინელო ქალებო და კაცებო, ჩვენ თქვენზე დიდი ემოციით ვფიქრობთ, თქვენს ოჯახებზე, რომლებმაც ამდენს გაუძლეს
გადახედვა
-
UK-ს მთავრობა: დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა Transneft-ს და ჩრდილოვანი ფლოტის 175 კომპანიას და უკრაინისთვის £30 მლნ გამოყო UK-ს მთავრობა: დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა Transneft-ს და ჩრდილოვანი ფლოტის 175 კომპანიას და უკრაინისთვის £30 მლნ გამოყო
გადახედვა
-
სიამაყე და ცრურწმენა 20 წლის შემდეგ — ნახეთ ძველი და ახალი მსახიობები სიამაყე და ცრურწმენა 20 წლის შემდეგ — ნახეთ ძველი და ახალი მსახიობები
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო — ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ ვერ მოახერხა თქვენი დაჩოქება და ეს ძალიან დიდი წარმატებაა სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო — ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ ვერ მოახერხა თქვენი დაჩოქება და ეს ძალიან დიდი წარმატებაა
გადახედვა
-
გარეტ უორდი: გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს გარეტ უორდი: გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა
გადახედვა
-
28 თებერვალს პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — რა უნდა ვიცოდეთ 28 თებერვალს პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — რა უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ასახელებს პროფესიებს, რომლებზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა ირაკლი კობახიძე ასახელებს პროფესიებს, რომლებზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა
გადახედვა
-
28 თებერვალი — Extra.ge-ის დაბადების დღე! 28 თებერვალი — Extra.ge-ის დაბადების დღე!
-
თეონა ჭალიძე: მივმართავ სოციალურად დაუცველებს, ვისაც გადაგამოწმებენ უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები და შედეგად თუ უსამართლოდ შეგიჩერდებათ ან შეგიწყდებათ საარსებო შემწეობა დამიკავშირდით თეონა ჭალიძე: მივმართავ სოციალურად დაუცველებს, ვისაც გადაგამოწმებენ უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები და შედეგად თუ უსამართლოდ შეგიჩერდებათ ან შეგიწყდებათ საარსებო შემწეობა დამიკავშირდით
გადახედვა





კომენტარები