ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისიმ EIB-სგან 70 მილიონი მოიზიდა
ფოტო: თიბისი
ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 70 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული დაფინანსება საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისა (SMEs) და საშუალო კაპიტალის მქონე კომპანიების მხარდაჭერას ითვალისწინებს. სესხი აგრეთვე განკუთვნილია მწვანე ინვესტიციებისთვის, გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი და ქალთა გაძლიერების ინიციატივებისთვის.
"ჩვენ ვამაყობთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) წარმატებული პარტნიორობით, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია გრძელდება. ამ უმნიშვნელოვანესი ტრანზაქციის განხორციელება ჩვენს ორგანიზაციებს შორის მტკიცედ დამყარებული, ძლიერი პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია და ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ღირებულებას — ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. მიღებული ფინანსური რესურსი თიბისის საშუალებას მისცემს, გააგრძელოს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა — უფრო ხელმისაწვდომი, გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველყოფით, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას და სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, განსაკუთრებულ ფოკუსირებას მოვახდენთ კლიმატთან დაკავშირებულ ინვესტიციებსა და ქალ მეწარმეებზე, რათა გაუმჯობესდეს მდგრადი ბიზნეს გარემო ქვეყანაში", — განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
სესხს მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული კლიმატის საერთაშორისო ინიციატივა, ტექნიკური დახმარების პროგრამის "ფინანსური სისტემების გამწვანება" ფარგლებში.
„ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის არის ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი საყრდენი მომავალი წლებისთვის. მას დასახული აქვს ამბიციური მიზნები და განსაზღვრავს მნიშვნელოვან საფლაგმანო ინიციატივებს, მათ შორის, ჩვენს მხარდაჭერას 80,000 ქართული მცირე და საშუალო საწარმოსთვის. ევროკავშირი მოხარულია, რომ მხარს უჭერს დღევანდელ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც მდგრადი და ინკლუზიური მიდგომაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და სამუშაო ადგილების შექმნის უზრუნველსაყოფად. უფრო ინკლუზიური, უფრო მწვანე ეკონომიკური სექტორი გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებისა და მდგრადობისთვის. ევროკავშირის ამ პრიორიტეტებზე მუშაობა — უფრო ინკლუზიური, უფრო მწვანე ეკონომიკა — დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის," — ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის საქმიანობაზე საქართველოში, აღნიშნა: "EIB მოხარულია, რომ მხარს უჭერს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ამ ინოვაციური სესხის მეშვეობით, რომლის შუამავალს წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკი, თიბისი ბანკი. იგი ინოვაციურია, რადგან სესხის მნიშვნელოვანი ნაწილი კონკრეტულად არის გამოყოფილი მწვანე და ინკლუზიური დაფინანსებისთვის, რომელიც ორიენტირებულია გენდერულ თანასწორობაზე. მცირე საწარმოების მხარდაჭერის ვალდებულება, ევროკავშირთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით მწვანე და ინკლუზიურ დაფინანსებაზე ფოკუსირებასთან ერთად, ჰარმონიულად შეესაბამება EIB-ის პრიორიტეტებს."
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის გრძელვადიანი საკრედიტო ინსტიტუტი, რომელიც ეკუთვნის მის წევრ სახელმწიფოებს. იგი უზრუნველყოფს გრძელვადიან დაფინანსებას ჯანსაღი ინვესტიციებისთვის ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, პროექტების მხარდაჭერას ოთხ პრიორიტეტულ სფეროში: ინფრასტრუქტურა, ინოვაცია, კლიმატი და გარემო და მცირე და საშუალო საწარმოები.
EIB Global არის EIB ჯგუფის სპეციალიზებული ფილიალი, რომლის მიზანია საერთაშორისო პარტნიორობისა და განვითარების დაფინანსების გავლენის გაზრდა, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის სამ მთავარ პრიორიტეტს: მწვანე შეთანხმება, გლობალური კარიბჭეები, სამუშაო ადგილები და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. ევროპის გუნდის ფარგლებში, EIB Global ხელს უწყობს ძლიერ, ორიენტირებულ პარტნიორობას განვითარების პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სხვა მრავალმხრივ განვითარების ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით. EIB Global აახლოებს EIB ჯგუფს ადგილობრივ მოსახლეობასთან, კომპანიებთან და ინსტიტუტებთან ჩვენი ოფისების მეშვეობით მთელ მსოფლიოში.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები