თიბისის განათლების პროგრამის ერთი წელი
ფოტო: თიბისი
თიბისის ტექგანათლების პროგრამა — ეს არის ტექნოლოგიური განათლების მიმართულების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით და მხარდაჭერით, თიბისის მიზანია, ხარისხიანი ცოდნა მისცეს როგორც უფროსკლასელებს, ასევე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს, შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.
19 დეკემბერს თიბისის ტექსკოლის პროგრამების შემაჯამებელი, საახალწლო ღონისძიება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, რომელსაც თიბისის ტექსკოლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, მათი მშობლები, მასწავლებლები და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარადგინეს ტექსკოლის მიღწევები, კურსდამთავრებულებმა თავიანთი წარმატებული პროექტები და გამოცდილება გაუზიარეს თანატოლებს, დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს წამახალისებელ თამაშში; ღონისძიება საახალწლო ფესტივალით და კონცერტით დასრულდა.
"თიბისის, როგორც ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუციისა და ტექნოლოგიური კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება შეგვიძლია ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობით ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაზე. თიბისი, თავისი არსებობის 31 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას. ჩვენთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა", — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
ზუსტად ერთი წლის წინ თიბისიმ განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია. პროგრამის ფარგლებში, თიბისი, ყველა უფროსკლასელს სრულად დაფინანსებულ 9 ტექნოლოგიურ ონლაინ კურსს სთავაზობს.
2023 წელს მთელი საქართველოდან 1200-ზე მეტი უფროსკლასელი უკვე დაეუფლა მომავლის პროფესიებს, მათ შეისწავლეს — ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნა, ციფრული კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ვიზუალური კომუნიკაცია და UI/UX დიზაინი. გარდა ონლაინ კურსებისა, თიბისი უფროსკლასელებს კომუნიკაციების სახელოსნოში მონაწილეობის შესაძლებლობასაც აძლევს.
თიბისის განათლების მიმართულებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თიბისის რისკების და თიბისი IT აკადემია. რისკების აკადემია — საბანკო სექტორით და რისკების მართვით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ახალი უნარების შესწავლას და განვითარების შესაძლებლობას. IT აკადემიაში კი ამჟამად, ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი ცხრა ახალი კურსი მიმდინარეობს, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.
თიბისი ასევე აქტიურად უჭერდა მხარს პარტნიორი ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებს: Data bootcamp-ი გურჯაანში, ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში, რობოტიქსის ოლიმპიადა, ინოვაციების ბანაკი, Technovation Girls და სხვა.
თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და მომავალი წლიდან კიდევ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამებს შესთავაზებს ტექნოლოებით დაინტერესებულ ადამიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები