გიორგი ვაშაძე

18 Dec. 2023, 16:15

ძალიან სამწუხაროა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ შველის ამ ადამიანებს. მე ვფიქრობდი, რომ ღარიბაშვილი საქართველოს მოწიწებით ბოდიშს მოუხდიდა, რადგან შობადობის კუთხით გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა, ასევე მე ვფიქრობდი, რომ ბოდიშს მოუხდიდა საქართველოს, რადგან ემიგრაციის კუთხით გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა, ასევე ბოდიშს მოუხდიდა ბევრ უმუშევარ ადამიანს, რომ ვერ შეძლო მათი დახმარება და ბოდიშს მოიხდიდა საკუთარი განცხადებების გამო, რაც ევროკავშირთან მიმართებით, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე გააკეთა.

ეს არის პიროვნება, რომელიც იქცა კორუფციის სიმბოლოდ და გვაშორებს ევროკავშირს და არ გვაახლოვებს. დანარჩენი ყველა მისი ნათქვამი არის სამწუხარო ბელეტრისტიკა. მისი თაოსნობით ხელისუფლებაში გვყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოფს, ხლეჩს, აპირისპირებს და არ აერთიანებს.

ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა თუ გვინდა, მაშინ ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები გვჭირდება და არა ძალა, რომელიც უპირისპირდება ხალხს. ღარიბაშვილი არის ზიზღის, დაპირისპირებისა და ფულის კეთების სიმბოლო — ეს არის რეალურად ღარიბაშვილი და მთლიანად ქართული ოცნების სახე. ამიტომ გვჭირდება არჩევნებში გამარჯვება, რომ სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრი, რომ არ იყოს ამ ქვეყანაში დაპირისპირება და ზიზღი, არამედ იყოს საქმის კეთება, ხალხის გაჭირვებაზე ზრუნვა, დემოგრაფიული და ემიგრაციული პრობლემების მოგვარება, რომელზეც უნდა ზრუნავდეს პრემიერი და არ უნდა ვისმენდეთ მის აბსურდულ განცხადებებს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…