გიორგი ვაშაძე

28 Dec. 2023, 17:31

საქართველოში ევროკავშირის მოახლოებასთან ერთად, სრულად იცვლება საზოგადოების განწყობა ცხინვალსა და სოხუმში.

ძალიან კონკრეტული არჩევანი აქვს ხალხს: რუსული პასპორტი, რომელიც სიკვდილთან ასოცირდება თუ ქართულ-ევროპული პასპორტი, რომელიც პერსპექტივასთან და განვითარებასთან ასოცირდება.

ჩემთანაც გამოდის ბევრი კონტაქტზე და ზუსტად ვიცი, რომ მთლიანად იცვლება ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომაც კეთდება ეს განცხადებები, ამიტომაც გააქტიურდნენ ასე საოკუპაციო რეჟიმები. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ სწრაფად შევდივართ ევროკავშირში, რაც არის გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, ხალხის ნებას ვერავინ ვერ დაუპირისპირდება, რაც არ უნდა ეცადონ ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტული რეჟიმები.

თქვა ვაშაძემ ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან მიერთების საკითხი კვლავ აქტუალურია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან

ხელოვნური ინტელექტი (AI) სხვა ყველაფერთან ერთად ბიოლოგიის გარდატეხასაც გვპირდება. AI-ს პრაქტიკული გამოყენების…