ქალებზე ძალადობა დღემდე მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმ ქვეყნებში, სადაც მსხვერპლი ქალები ვერ ახდენენ ძალადობის იდენტიფიცირებას და ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებლად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი.

საქართველოში ეკონომიკური ძალადობა ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, მეტიც, გარკვეულ რეგიონებში ყოველი მეოთხე ქალი ინტიმური პარტნიორის ან ქმრის მხრიდან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა.

რა უნდა იცოდე ეკონომიკური ძალადობის ფორმაზე და როგორ შეგიძლია ამოიცნო მოძალადე ? — შეავსე ტესტი და გაიგე, რა იცი ეკონომიკური ძალადობის შესახებ.

ტესტი: გაიგე, რა იცი ეკონომიკური ძალადობის შესახებ

ტესტის დაწყება

1 / 8 როგორ გგონია, რა არის ეკონომიკური ძალადობა?

2 / 8 შენი თანამშრომლის ქმარი/პარტნიორი მას სამუშაო საათებში ხშირად ურეკავს, წერს და სამსახურში მოულოდნელი ვიზიტებიც ხშირად ახასიათებს. შენი აზრით, არის თუ არა მოცემული შემთხვევა ეკონომიკური ძალადობის მაგალითი?

Snehal / Dribbble

3 / 8 ქმრის/პარტნიორის დედა, სხვადასხვა მიზეზით, შენს მეგობარს სწავლის საშუალებას არ აძლევს და უნივერსიტეტში ან პროფესიულ კურსებზე სიარულში ხელს უშლის. შენი აზრით შენი მეგობარი ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლია?

Cat Royal / Dribbble

4 / 8 თუ დაშორების/განქორწინების შემდეგ, პარტნიორი/ქმარი ბავშვის მოვლაში დახმარებაზე უარს ამბობს

Yondr Studio / Dribbble

5 / 8 როგორ ფიქრობ, თუ ქალი ქმართან/პარტნიორთან ჰარმონიულ ურთიერთობაშია, თუმცა ქმარი/პარტნიორი სრულიად დამოუკიდებლად იღებს ფინანსურ გადაწყვეტილებებს ოჯახში, მაშინ

Lana Marandina / Dribbble

6 / 8 შენი აზრით, იმ შემთხვევაში თუ ურთიერთობის დროს მხოლოდ ქმარი/პარტნიორი მუშაობდა, დაშორების შემდეგ პარტნიორის/ქმრის მიერ ქონების გაყოფაზე უარის თქმა, შეგვიძლია ჩავთვალოთ თუ არა ეკონომიკურ ძალადობად

Usa Today

7 / 8 კამათის დროს ქმარმა/პარტნიორმა ქალის პირადი ტელეფონი დაამტვრია. არის თუ არა ეს ეკონომიკური ძალადობის მაგალითი?

Carla Ladau / Dribbble

8 / 8 დაბოლოს, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი კითხვა იქნებოდა ოჯახში ეკონომიკური ძალადობის მაგალითი?

Carla Orozco / Dribbble

იტვირთება...
ერთი წუთით...