პრეზიდენტმა ვეტო დაადო "მანიფესტაციების შესახებ" კანონს და ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გიორგი აბდალაძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე,
- ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას
- და ვეტო დაადო "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს.
კონტექსტი: საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტია, ქართული ოცნება ხვალ, 18 ოქტომბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვას დაიწყებს.
- ამას წინ უძღოდა 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს.
ფარცხალაძის კონტექსტი:
- 14 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
- სანქცირებულთა სიაში მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.
- დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ FSB-მ ფარცხალაძე გამოიყენა "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენისთვის".
როგორ იმოქმედა ამაზე ეროვნულმა ბანკმა: 18 სექტემბერს, ბიემჯიმ გაავრცელება ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
- ეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით ხდებოდა.
- ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ არაკონსტიტუციური უწოდა.
- მისი თქმით, უცხოელს შეიძლება შეეზღუდოს გარკვეული კომერციული საქმიანობა, მაგრამ "როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, სახელმწიფო განსხვავებული პასუხისმგებლობით მოქმედებს".
რა შეიცვალა: ქართული ოცნების მიერ ეროვნული ბანკის გაკრიტიკების შემდეგ, 19 სექტემბერს, სებ-მა გამოსცა ბრძანება სანქციათა შესრულების წესში ცვლილების შეტანის შესახებ.
- ცვლილება იმეორებს კობახიძის რიტორიკას და გულისხმობს გამონაკლისის დაშვებას საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით.
- ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებზე სანქციათა რეჟიმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.
- ბრძანებას ხელს ეროვნულო ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა აწერს და ის გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.
მოკლედ ფარცხალაძეზე: ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წელს დაინიშნა და სულ 47 დღის განმავლობაში იმუშავა.
- ფარცხალაძის დანიშვნიდან მალევე განხილვის თემად იქცა მისი განათლების შესაბამისობა პოსტთან. რის პასუხადაც ყოფილმა პროკურორმა დიპლომის ასლი გამოაქვეყნა, რომლითაც ადასტურებდა, რომ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა.
- მალევე, ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურორი გერმანიაში ქურდობის ბრალდებით იყო ნასამართლევი. ფარცხალაძემ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ გერმანიის სასამართლომ მხოლოდ სამართალდამცავთან შელაპარაკების ბრალდება დაუდგინა.
- ყოფილი პროკურორი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ აგორებული ბრალდებები იყო მორიგი ბინძური კამპანია უწყების წინააღმდეგ.მიუხედავად ამისა, ამ განცხადებიდან 6 დღეში, 2013 წლის 30 დეკემბერს ფარცხალაძემ განაცხადა, რომ მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული კითხვების გამო თანამდებობას ტოვებდა.
- ფარცხალაძის გადადგომის შემდეგ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ ის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი იყო, ბიძინა ივანიშვილი კი ამბობდა, რომ მისი დანიშვნა უყურადღებობამ გამოიწვია, რადგან უწყებებმა არ გადაამოწმეს მისი წარსული.
- ფარცხალაძე ფიგურირებდა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისა და გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის საქმეში, ასევე, მირზა სუბელიანის ჩანაწერებში — დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
- ფარცხალაძის შესაძლო გავლენებს პოლიტიკურ წრეებში მისი უწყებიდან წასვლის შემდეგ არაერთი წლის განმავლობაში განიხილავდნენ.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები