რა სიტუაციაა ისრაელსა და ღაზას სექტორში ჰამასის თავდასხმიდან 1 კვირის შემდეგ
ფოტო: EPA
რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 ოქტომბერს ღაზადან ისრაელის მიმართულებით მასიური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა — მომხდარზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო.
- სამხედრო დაჯგუფება თავს დაესხა ღაზა-ისრაელის საზღვრის ნაწილში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალსაც და ასეულობით ადამიანი დახოცა, ნაწილი კი მძევლად აიყვანა.
- ისრაელმა კონტრშეტევა დაიწყო, რასაც ასევე ასეულობით პალესტინელი ემსხვერპლა.
- კონფლიქტში ჩაერთო ლიბანიც — საზღვართან აფეთქების საპასუხოდ ისრაელმა ჰესბოლას ტერიტორიები დაბომბა.
- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ჰეზბოლას ომში ჩართვა ისრაელისთვის "დიდი მიწისძვრა" იქნება.
- იზრდება შიში ფართო რეგიონულ კონფლიქტთან დაკავშირებით — ისრაელს უშუალო მეზობლებიდან მხოლოდ იორდანესთან და ეგვიპტესთან აქვს მშვიდობიანი თანამშრომლობა და ოფიციალურად საომარ მდგომარეობაშია ლიბანთან და სირიასთან.
- ისრაელში ამბობენ, რომ ამ ორი ქვეყნის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ისინი მზად არიან.
ფოტო: Mohammed Salem / Reuters
ფოტო: AP Photo / Dor Kedmi
ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა — მათ ღაზას ელექტროენერგიის, საკვების, წყლისა და საწვავის მიწოდება შეუწყვიტეს.
- ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში გაერომ თქვა, რომ ღაზას მაცხოვრებლები "16 წელია უკანონო ბლოკადის ქვეშ არიან" და ისრაელის მიერ ბლოკადის უფრო გამკაცრება დაგმო.
- პარასკევს ისრაელმა ღაზას სექტორის 1,1 მილიონ მაცხოვრებელს 24-საათი მისცა ევაკუაციისთვის და სახმელეთო ოპერაცია დააანონსა.
- "მთელი მოსახლეობა ვადის ამოწურვამდე უნდა გადავიდეს სამხრეთ ღაზაში მომდევნო 24 საათის განმავლობაში", — განმარტა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა.
- ორგანიზაციამ ამის გამო ისრაელი ისევ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ დროში ევაკუაცია "შეუძლებელია" დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე.
- WHO-ს ხელმძღვანელმა კი მოუწოდა ისრაელს, გადახედოს გადაწყვეტილებას, რადგან ეს ადამიანური ტრაგედია იქნება.
- იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის ამ განცხადებას მიუღებელი და ომის დანაშაულის ტოლფასი უწოდა.
- პარასკევს ღამით ისრაელის ჯარებმა ღაზას ტერიტორიაზე სამხედრო რეიდები დაიწყეს — მათი განცხადებით, მძევლებს ეძებდნენ.
- შაბათს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისევ მოუწოდეს ღაზას მოსახლეობას "მათივე უსაფრთხოებისთვის" სამხრეთში გადასვლისკენ და 2 დერეფნის გამოყენება შესთავაზეს.
- ისრაელს მობილიზებული ჰყავს 300 000-ზე მეტი რეზერვისტი ღაზას საზღვრის გასწვრივ პოტენციური სახმელეთო ოპერაციისთვის.
ფოტო: Reuters
ფოტო: EPA
საერთაშორისო ჩართულობა: ისრაელისა და პალესტინის ხელმძღვანელებს არაერთი მსოფლიო ლიდერი შეხვდა.
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელთან და ეგვიპტესთან ჰუმანიტარული დერეფნის შესაქმნელად.
- რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვაზე, თქვა, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს, რომლის საბოლოო მიზანი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაა.
- ჰამასმა კი განაცხადა, რომ მიესალმება "რუსეთის დაუღალავ ძალისხმევას", რომელიც ისრაელის აგრესიის შეჩერებას ისახავს მიზნად.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 2 215 პალესტინელი ემსხვერპლა. მათ შორის 724 ბავშვი დაიღუპა და 8 714 დაიჭრა.
- გაერო აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ევაკუაციის გაფრთხილებამდე 400 000-ზე მეტი პალესტინელი იძულებით გადაადგილებული იყო.
- მათივე მონაცემებით, ღაზაში 1 300-ზე მეტი შენობა განადგურდა.
- ჰამასის ინფორმაციით, სამხრეთისკენ გადაადგილების გაფრთხილების შემდეგ ისრაელის სამხედროებმა 70 ადამიანი მოკლეს, 200 ევაკუირებული კი დაჭრეს.
- ისრაელის სამხედროების ცნობით კი, გასულ კვირას ჰამასის თავდასხმის შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3 400 დაშავდა.
- მათივე ცნობით, მათ ტერიტორიაზე დაახლოებით 1 500 პალესტინელი ტერორისტის გვამი იპოვეს.
ბოლო სიახლეები: კონფლიქტის შედეგად რამდენიმე ჟურნალისტი დაიღუპა, მათ შორის, Al Jazeera-სა და Agence France Presse-ის.
- ლიბანის საზღვართან ისრაელის დაბომბვას კი Reuters-ის ჟურნალისტი ემსხვერპლა, რის გამოც ისრაელის არმიამ "ღრმა მწუხარება" გამოთქვა, მაგრამ პასუხისმგებლობა არ აუღია.
- გარდა ამისა, BBC-ის ცნობით, მათ 3 ჟურნალისტს ისრაელის პოლიცია დაესხა თავს და დააკავა.
- HRW ანგარიშის თანახმად, 10-11 ოქტომბერს ლიბანსა და ღაზაში გადაღებული ვიდეოები შეისწავლეს, სადაც "არტილერიის მიერ ნასროლი თეთრი ფოსფორის მრავალჯერადი აფეთქება" ჩანს, თუმცა ისრაელი ქირიმიური არაღის გამოყენების ბრალდებებს უარყოფს.
- ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ მოკლეს ჰამასის მეთაური, რომელიც გასულ კვირას თავდასხმაში მონაწილეობდა.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ირაელში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე:
- +972526919092
- +972 52-8888513
- +972 54-7386813
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები