პორშე ცენტრი თბილისმა წლის პირველი ნახევარი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლებით დახურა
ფოტო: თეგეტა
პორშე ცენტრი თბილისმა მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვე გაყიდვების შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა. კომპანიას ახალი ავტომობილების გაყიდვებში 200%-იანი ზრდა აქვს.
პორშე ყველაზე მოგებიანი ავტომწარმოებლის პოზიციას მტკიცედ ინარჩუნებს საერთაშორისო მასშტაბით. 2023-ის პირველ ნახევარში გერმანულმა ავტოგიგანტმა რეკორდულად ბევრი — 167 354 ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-იანი ზრდაა. რეალიზაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში. ამ მიმართულებით შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალმა კომპანიამ, პორშე ცენტრი თბილისმა, რომელიც 2011 წლიდან პორშეს ოფიციალური დილერია საქართველოში.
"ბოლო წლების ტენდენციის გათვალისწინებით, ვვარაუდობდით, რომ 2023 წელს ჩვენი მონაცემები გაყიდვებში რეკორდულად მაღალი იქნებოდა. პირველ ექვს თვეში 178 ერთეულის რეალიზაცია მოვახდინეთ. აქვე შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ შარშან მთელი წლის განმავლობაში 170 ავტომობილი გაიყიდა", — ამბობს პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი.
პორშე ცენტრი თბილისის მონაცემებით, ყველაზე მოთხოვნად მოდელებში ლიდერია Cayenne. 2023-ის პირველ ნახევარში გაყიდული ავტომობილების 60%-ს Cayenne-ის მოდელი შეადგენს.
"Cayenne-თან ერთად წლიდან-წლამდე იზრდება მოთხოვა სპორტქარებზე, რაც ძალიან გვახარებს. წლის პირველ ნახევარში გაყიდული სპორტქარების რაოდენობა უკვე 30-ს შეადგენს. რაც შეეხება ელექტრომობილებს, მსოფლიოს მასშტაბით მათზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა Porsche-ს პირველი სრულად ელექტრიფიცირებული მოდელის გაყიდვებიც. საერთო ჯამში, გაყიდვების 20% ელექტრომობილებს და Plug in hybrid მოდელებს შეადგენდა", — აღნიშნავს პეტრე წაქაძე.
ელექტროფიცირებული ავტომობილების პოპულარიზაციისათვის პორშე ცენტრი თბილისი დასამუხტი სადგურების ქსელს კიდევ უფრო აფართოებს. სხვადასხვა რეგიონში დამონტაჟებულ დამტენებს კიდევ ორი სადგური კახეთში დაემატა.
"კომპანიის შემოსავლების ზრდაში აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას განახლებული შოურუმის როლს, სადაც, გერმანული ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების ფართო სპექტრიც არის წარმოდგენილი. ამას გარდა, საგულისხმოა გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენებული სერვისცენტრიც, რომელიც რეგიონში პორშეს სერვისის ჰაბად მიიჩნევა. იქიდან გამომდინარე, რომ პორშეს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში ელექტრომობილების ხაზი ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალ სერვისცენტრში ცალკე გამოიყო სივრცე ელექტრიფიცირებული მოდელებისთვის, სადაც მომხმარებელს სერტიფიცირებული მექანიკოსები ემსახურებიან გერმანული სტანდარტების ტექნიკითა და ხელსაწყოებით", — ამბობს პეტრე წაქაძე.
ფოტო: თეგეტა
2023 წლის წარმატებული პირველი ნახევრის შემდეგ პორშე ცენტრი თბილისს ამბიციური გეგმები აქვს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაშიც. რაც შეეხება პორშეს გლობალურ მიზნებს, გერმანულმა ავტოგიგანტმა უკვე ოფიციალურადაც განაცხადა, რომ 2025 წლისთვის პორშეს მიერ გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრომობილი იქნება. 2030-ში კი სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილების წილი ახალი ავტომობილების 80%-ზე მეტს უნდა შეადგენდეს.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები