რა ხდება საფრანგეთში
ფოტო: AFP
საფრანგეთში საპროტესტო ტალღა 4 დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც წარმოშობით ალჟირელი 17 წლის მოზარდი პარიზის გარეუბანში პოლიციელმა მოკლა.
- თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს ორი ოფიცერი, რომლებიც მანქანასთან დგანან, ერთ-ერთი კი საფრთხის არარსებობის მიუხედავად, იარაღს მძღოლის მიმართულებით ისვრის.
- ოფიცერი მოგვიანებით ამბობდა, რომ იარაღი გაისროლა, რადგან ეშინოდა, რომ ბიჭი ვინმეს მანქანით დაარტყამდა — ის ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
- მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 45 000 სამართალდამცავი გამოიყვანა.
- მაკრონმა მშობლებს მიმართა, შვილები სახლებში დაეტოვებინათ, თუმცა ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის საფრანგეთის ქუჩებში შეტაკებები მძვინვარებდა.
- კადრებში ჩანს ცეცხლმოკიდებული მანქანები და შენობები დამსხვრეული ფანჯრებით — მთავრობამ პროტესტის ჩასახშობად სპეცრაზმიც გამოიყვანა.
- მაკრონმა არეულობის დაწყების შემდეგ მინისტრებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.
მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ მოზარდის მკვლელობა რასიზმის ნიადაგზე მოხდა, რადგან საფრანგეთში უმცირესობების მიმართ პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციას ხშირად აქვს ადგილი.
- 2017 წელს საფრანგეთის უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევა აჩვენა, რომ თეთრკანიან ახალგაზრდებს 20-ჯერ ნაკლები სიხშირით აჩერებს პოლიცია, ვიდრე სხვა მათ თანატოლებს.
- გარდა ამისა, პოლიციის მიერ ძალის გადამეტება არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში დგას.
- ევროპის საბჭომ წლის დასაწყისში საფრანგეთში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული პროტესტის დროს სამართალდამცავები სწორედ ამის გამო გააკრიტიკა.
- უფლებადამცველი ჯგუფები, როგორიც არის Amnesty International, საფრანგეთის პოლიციას ურჩევს, სისტემური რეფორმა გაატაროს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.
- ასევე, გაერომ მოუწოდა საფრანგეთს, გადაჭრას რასიზმისა და დისკრიმინაციის პროლემები სამართალდამცავ ორგანოებში.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, პატივი სცეს კანონიერებას, და პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპს.
- ამას მოჰყვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქვეყანა და მისი პოლიცია იბრძვის რასიზმისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ.
- ასევე, მათი მტკიცებით, პოლიციისა და ჟანდარმერიის მიერ ძალის გამოყენება მკაცრად კონტროლდება და პროპორციულია.
დეტალები: მოზარდის მკვლელობის შემდეგ ქუჩებში ათასობით მომიტინგე ლოზუნგებით "პოლიცია კლავს" გამოვიდნენ.
- 28 ივნისის შემდეგ პოლიციამ 2 000 ადამიანი დააკავა, აქციის 500-ზე მეტი მონაწილე კი დაშავდა — ამ ციფრებს CNN საფნარგეთის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
- მხოლოდ პარიზში უსაფრთხოების 5 000 თანამშრომელი იყო გამოსული.
- შს მინისტრის თქმით, ოფიცრებს მიეცათ უფლებამოსილება, ჩაეხშოთ არეულობები და საჭიროების შემთხვევაში, "წესრიგის აღდგენის მიზნით" დაეპატიმრებინათ ისინი.
- პროტესტი მიმდინარეობდა საფრანგეთის საზღვრისპირა ტერიტორიებზეც.
- Associates Press საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პროტესტის მეოთხე ღამეს, პოლიციასთან შეტაკებებისას 1 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
-
ტრანსპორტი საფრანგეთში შეფერხებით მოძრაობს.
-
შსს-ს ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, ავტობუსები და ტრამვაი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ საღამოს 9 საათამდე იმოძრაოვებს.
მაკრონმა გააუქმა მისი ვიზიტი ბრიუსელში, ევროსაბჭოს სამიტზე, რომელიც პარასკევის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.
- ასევე, აკრძალა ყველა მასშტაბური ღონისძიება და ხალხმრავალი შეკრებები და კიდევ ერთხელ მოუწოდა მშობლებს, შვილები სახლებში დაეტოვებინათ, რადგან "დაკავებულებს შორის ბევრი ახალგაზრდა იყო".
- ასევე, მოუწოდა ონლაინპლატფორმებს, როგორიცაა Tik-Tok და Snapchat, მოახდინონ იმ მომხმარებლების იდენტიფიცირება, რომლებიც სოციალურ ქსელებს ძალადობის წასახალისებლად იყენებენ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ




კომენტარები