სომხეთი მზადაა, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს
ფოტო: Official Photo
ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ყარაბაღის ომის სახელწოდებით ცნობილი შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991-1994 წლებში მიმდინარეობდა.
- ომი ხელმოწერილი ზავით დასრულდა, თუმცა ორმხრივი სროლები პერიოდულად გრძელდებოდა.
- 2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა. საერთაშორისო შუამავლობით კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო.
- სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და ისტორიაში მეორე ყარაბაღის ომის სახელით შევიდა, რომელიც რუსეთის შუამავლობით დასრულდა.
- ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მთავარი პუნქტები აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონში კონტროლის დაბრუნება, რეგიონში რუსი სამშვიდობოების შემოყვანა, პატიმართა გაცვლა და დევნილების დაბრუნება იყო.
-
2021-2022 წლებში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა როგორც ყარაბაღთან და ისე ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ.
-
2022 წლის დეკემბრიდან მთიანი ყარაბაღი, ფაქტობრივად, ბლოკადაშია. ლაჩინის დერეფანი, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, "ეკოაქტივისტებმა" გადაკეტეს.
-
2023 წლის აპრილის მეორე ნახევარში კი აზერბაიჯანმა დერეფნის ერთ-ერთ ბოლოში გამშვები პუნქტი აღმართა.
- სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღი არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს, მათ შორის, არც სომხეთის მიერ.
- აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად თვლის და დაბრუნებას ითხოვს.
დეტალები: ფაშინიანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს.
- "საერთაშორისო საზოგადოების აღქმა სულ უფრო მეტად იხრება იმ ფორმულისკენ, რომლის მიხედვითაც, სომხეთმა და აზერბაიჯანმა წინაპირობების გარეშე უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა – 29 800 კვ.კმ და 86 600 კვ.კმ ფარგლების შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის სომეხთა უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარშემო ბაქოსა და სტეპანაკერტს შორის ადგილი უნდა ჰქონდეს დიალოგს", – განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა.
-
მისივე თქმით, სტეპანაკერტი-ბაქოს დიალოგის საერთაშორისო მექანიზმები ძალიან მნიშვნელოვანია.
-
"დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიული გარანტია არის მშვიდობა, რომელიც შესაძლებელია ყველა მეზობელთან ურთიერთობების დარეგულირებით. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ეს ის არის, რაც ჩვენს ხალხს სურს და რასაც ელოდება", — განაცხადა ფაშინიანმა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები