ყველაფერი, რაც გერმანიაში ზელენსკის ვიზიტზე უნდა იცოდეთ
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის პრეზიდენტი ომის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში ქვეყანას არ ტოვებდა და საერთაშორისო ლიდერებს კიევში მასპინძლობდა.
- ომის წლისთავზე კი მას ისტორიული ვიზიტი ჰქონდა აშშ-ში, რის შემდეგაც ევროპის არაერთ პარტნიორ ქვეყანას ეწვია.
- ბოლო გასვლა ზელენსკის 13-14 მაისს ჰქონდა იტალიასა და გერმანიაში.
- იტალიაში ის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და რომის პაპს შეხვდა.
- დღეს კი ბერლინში ჩავიდა, სადაც ასევე პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრთან ჰქონდა შეხვედრა.
უსაფრთხოება: ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია გერმანიაში ომის დაწყების შემდეგ.
- როგორც DW წერს, 14 მაისს ზელენსკი რომიდან გერმანული სამხედრო თვითმფრინავებით ჩაიყვანეს, ბერლინში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
- ღამით აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე შავი ლიმუზინების გრძელი კოლონა დაიძრა, პოლიციის მანქანების და მოტოციკლების თანხლებით, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს ყურადღების გადასატანად იყო.
- თავად ზელენსკი ვერტმფრენში იჯდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე დაეშვა.
- მედიისთვის უცნობია სად გაათია მან ღამე, მაგრამ დილით საუზმეზე უკვე პრეზიდენტ შტაინმაიერის რეზიდენციაში იყო, რომლის მიმდებარედაც სნაიპერები განათავსეს.
- DW სამთავრობო წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით წერს, რომ ზელენსკის ქალაქში გადაადგილებასაც ვერტმფრენით განიხილავდნენ, თუმცა შტაინმაიერიდან შოლცის რეზიდენციამდე მხოლოდ 750 მეტრია და გადაიფიქრეს.
ფოტო: Bernd von Jutrczenka/AP Photo/picture alliance
სამხედრო დახმარება: მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოლაფ შოლცმა ზელენსკის სამხედრო პატივით უმასპინძლა, რასაც მასშტაბური სამხედრო დახმარების პაკეტი უსწრებდა წინ.
- უკვე მიწოდებულ 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკას ბერლინი უმატებს კიდევ 2,75 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტს, რომელიც მოიცავს ქვეით საბრძოლო მანქანებს, ჰაუბიცას, ჯავშანმანქანებს, სადაზვერვო თვითმფრინავებს, საარტილერიო ჭურვებს და სხვა ტექნიკას.
- "მადლობა გერმანიას უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის რუსული სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემები, არტილერია, ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები იხსნის უკრაინელების სიცოცხლეს და გვაახლოებს გამარჯვებასთან. გერმანია საიმედო მოკავშირეა. ერთად ჩვენ მოვიტანთ მშვიდობას", — დაწერა ზელენსკიმ ბერლინში ვიზიტისას თავის ტელეგრამ არხზე.
- მანვე დატოვა ჩანაწერი სპეციალურ წიგნში, სადაც მადლობა გადაუხადა გერმანიას მხარდაჭერისთვის.
- "ერთად გავიმარჯვებთ და მშვიდობას დავაბრუნებთ ევროპაში", — დაწერა ზელენსკიმ.
ერთობლივი პრესკონფერენცია: ოლაფ შოლცთან შეხვედრა დაგეგმილზე ნახევარ საათით მეტხანს გაგრძელდა.
- ამის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იარაღის მიწოდებით გერმანია მეორე ადგილზეა და დაამატა: "გულწრფელი ვიქნები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გერმანია პირველ ადგილზე მოვიყვანოთ".
- ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღო თუ არა უკრაინამ საკმარისი იარაღი შეტევის განსახორციელებლად, ზელენსკიმ უპასუხა: "კიდევ რამდენიმე ვიზიტი და მორჩა".
- მანვე განმარტა, რომ ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში, სხვა საკითხებთან ერთად, უკავშირდება "მებრძოლთა კოალიციის" შექმნას, რაც კიევისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას გულისხმობს.
- შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია არ ამცირებს უკრაინის მხარდაჭერის ზომებს, პირიქით, ზრდის მას: "ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება".
- კანცლერმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის აუცილებელი პირობაა რუსული ჯარების გაყვანა.
- ზელენსკი ბერლინიდან აჰენში გაფრინდა კარლოს დიდის პრიზის მისაღებად.
ფოტო: Matthias Schrader/AP Photo/picture alliance
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა

კომენტარები