ანა ნაცვლიშვილი

4 May. 2023, 13:20

ოჯახზე, დედებზე, ბავშვებზე და აი, ასეთ კარგ რაღაცებზე ბუდაპეშტში საუბარს ურჩევნია, 20 ნაბიჯი ჩამოიაროს თავისი კაბინეტიდან და მისი კაბინეტის წინ მეორე კვირაა, დედები, რომლებმაც ოჯახები დატოვეს და შვილების გადასარჩენად იძულებულები არიან, ღამე ათიონ კანცელარიის წინ. აი, მანდ რომ გაიხსენოს ოჯახის სიწმინდე და ის, რომ ქალი სახლში უნდა იყოს ბავშვთან, კარგი იქნება და გაიგონოს, რომ წამალი სჭირდებათ ბავშვებს. ასე აბსტრაქტულად საუბარი, რომ აფასებს, ქალებს, ბავშვებს და ოჯახებს, ეს არის მორიგი სიყალბე.

ასე გამოეხმაურა ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას უნგრეთში გამართულ კონსერვატორთა კონფერენციაზე, სადაც პრემიერმა ოჯახის სიწმინდეზე, ქრისტიანულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, სამშობლოზე ისაუბრა და ჰომოფობიური გზავნილები გააჟღერა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
  5. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პარლამენტთან მდგომარეობა კვლავ დაიძაბა — მშვიდობიან მანიფესტანტებს სპეცრაზმელები დაუპირისპირდნენ, არიან დაკავებულები

რა ხდება: ამ მომენტში, პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს, დაპირისპირებაა. ტვ პირველის ინფორმაციით,…