ცნობილი იტალიელი შეფი ჯოვანი ტუჩი ახალ საირმეში მასტერკლასებს მართავს
ფოტო: თეგეტა
სასტუმრო ახალ საირმეში შეფმზარეულების გადამზადების ინტენსიური კურსები მიმდინარეობს. გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტის, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნების შეფისა და მენეჯერის — ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი 18 აპრილს დაიწყო და 22 აპრილამდე გასტანს. სემინარებში მოქმედი მზარეულები და შეფები მონაწილეობენ.
ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი იტალიური სამზარეულოს ტექნიკებს მოიცავს და მონაწილეები შეისწავლიან: ანტიპასტის, პასტის, სოუსების, ხორცისა და დესერტის მომზადების ტექნიკებს.
ფოტო: თეგეტა
"საირმეში უკვე მეორედ ჩამოვედი და მოხიბლული ვარ კურორტით, რომელსაც არაჩვეულებრივი ბუნება აქვს. ჩემთვის, როგორც იტალიური სამზარეულოს მეტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ საქართველოში ბევრი ახალგაზრდა შეფია დაინტერესებული იტალიური სამზარეულოთი. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, იტალიური კერძების მომზადების ტექნიკები გავუზიარო მათ. უკვე ჩავატარეთ 2 მასტერკლასი, სადაც სტარტერებისა და ხელნაკეთი პასტის მომზადების ტექნიკები გავიარეთ. წინ კიდევ 2 შეხვედრა გვაქვს, რომლებიც ხორცისა და თევზის კერძების მომზადებას დაეთმობა. ბოლო დღეს კი ტრადიციულ იტალიურ ტკბილეულს დავამზადებთ, რომელიც იტალიის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. ვხედავ, რომ მსმენელები ძალიან მოტივირებული და დაინტერესებული არიან, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მუშაობის პროცესს", — ამბობს ჯოვანი ტუჩი, გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტი.
ფოტო: თეგეტა
ახალ საირმეში მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალების მასტერკლასები 29 აპრილამდე გაგრძელდება. 27-29 აპრილი მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფის — მატეო სივეროს მასტერკლასს დაეთმობა.
პროექტს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია DMO იმერეთთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით იმერეთის რეგიონიდან 15 შეფი გადამზადდება.
"საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებას ემსახურება. მიშლენის შეფების მასტერკლასი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ინდუსტრიის განვითარებისთვის. ეს არის ინტენსიური კურსები მოქმედი მზარეულებისა და შეფებისთვის, რომლებსაც იტალიური სამზარეულოს მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების შეძენა სურთ. საქართველოსთვის უპრეცედენტოა, როდესაც თავად მიშლენის შეფები მართავენ ტრენინგებს და ვფიქრობ, ეს მონაწილეებისთვის დიდი მოტივაციაა", — ამბობს გურამ ბაღდოშვილი, შეფი და საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის თანადამფუძნებელი.
ჯოვანი ტუჩის ტრენინგების შემდეგ, 27-29 აპრილს, ახალ საირმეში მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფი ჩამოვა. მატეო სივეროს მასტერკლასი მოიცავს: თანამედროვე და კლასიკური იტალიური სამზარეულოს ტექნიკებს, მოლეკულური სამზარეულოს მასტერკლასებსა და ვახშმის მომზადებას.
საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან: ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.
სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, სუ-შეფი. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება და მას უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორები.
მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის ორგანიზებით ხორციელდება.
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა. პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა.
გადახედვა
-
ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
"მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს "მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს წერილზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს წერილზე
გადახედვა
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
-
"ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე "ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე
გადახედვა
-
ფოტო, რომელმაც დრო გაუსწრო — მესისა და ლამინ იამალის შეხვედრა 19 წლის წინ ფოტო, რომელმაც დრო გაუსწრო — მესისა და ლამინ იამალის შეხვედრა 19 წლის წინ
-
ოდისეის უკვდავი პერსონაჟები: ქანდაკებებში, ნახატებსა და კრისტოფერ ნოლანის კინემატოგრაფში ოდისეის უკვდავი პერსონაჟები: ქანდაკებებში, ნახატებსა და კრისტოფერ ნოლანის კინემატოგრაფში
გადახედვა
-
ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური ტერორიზმის იმ გამოხატულებაზე, რაც საქართველოში ვიხილეთ ბოლო წლებში — მაკა ბოჭორიშვილი ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური ტერორიზმის იმ გამოხატულებაზე, რაც საქართველოში ვიხილეთ ბოლო წლებში — მაკა ბოჭორიშვილი
გადახედვა
კომენტარები