ალუდა ღუდუშაური

18 Apr. 2023, 15:48

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პატრიარქის ეპისტოლე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც ყოველთვის, იყო ძალიან დიდი სიბრძნით გამსჭვალული. აქ კანტა-კუნტად ადამიანები საუბრობდნენ რაღაც შემწყალებლობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვიათ იმასთან დაკავშირებით, რა აზრი გამოიტანეს ამ ყველაფრიდან.

მე მინდა მართლაც შევეხო იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს, რომელიც ეპისტოლეში იყო და ველოდები, რომ იმასაც იკადრებენ ჩვენი რადიკალი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ პატრიარქსაც ეტყვიან, რომ მშვიდობა ეს არის საქილიკო საქმე და როგორი მაგრები არიან და "სიყვარულშიც" შეეჯიბრებიან. 

სინამდვილეში ხდება ის, რომ ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სამართლიანობაზე, სასამართლოზე, ბიზნესზე, ყველაფერ იმაზე, რასაც ეს ადამიანები ცოცხებით და დიახ ყავარჯნიანი კაცით აკეთებდნენ. ამიტომ ერთი რამე არის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრებო, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ და აკეთებთ ერთადერთ რამეს, ამიტომ გეძახით ამ რადიკალებს, პოლიტიკურ ტურებს. ეს არის სინდრომი, როდესაც ხედავთ რომ ქვეყანაში სიტუაცია როგორც კი მოგცემთ საფუძველს თავი გამოამჟღავნოთ, გამოვარდებით და კადრულობთ ყველაფერს. 

თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არაფერს აკეთებთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, მაგრამ მეორეს მხრივ, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. დიახ, ეპისტოლეში არის პრაქტიკულად დეპოლარიზაციაზე საუბარი და გამოდიხართ კოლექტიური ქურქუმალები და საუბრობთ იმაზე, რომ თითქოს სადღაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. რა უფლებით საუბრობს ამაზე?

ილია მეორის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები ხშირად მმართველი გუნდისგან განხილვისა და ახალი ინციიატივების წამოჭრის, საზოგადოების ნაწილისგან კი კრიტიკის მიზეზი ხდება. წელს პატრიარქმა წმინდა წერილებიდან და ფსალმუნებიდან მონაკვეთები გააჟღერა და მოკლედ შეეხო ომის, უკრაინისა და თავისუფლების თემებს, თუმცა ყურადღების მიღმა დარჩა არაერთი აქტუალური მიმდინარე მოვლენა. ისაუბრა მშვიდობაზეც, რომლის მნიშვნელობაზე მუდმივად აპელირებენ ქართულ ოცნებაში და ამ საკითხს არგუმენტად მაშინ იშველიებენ, როდესაც საუბარი ომში უკრაინის მხარდაჭერას ეხება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  2. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
  3. პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
  4. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  5. IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას მოეშვას. ერთი “აიტიშნიკი” ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?

შალვა პაპუაშვილი მეორედ აკრიტიკებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გამო, რომ მეორე წელია მათ ვებგვერდზე…