სახდეპის მაღალჩინოსანი: დიდი ხანია, შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით
ფოტო: Reuters
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ანონიმურობის პირობაზე დაყრდნობით, ამერიკის ხმასთან იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც, სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.
სატელეფონო საუბარში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი განმარტავს, რომ ის გადაწყვეტილება, რაც ვაშინგტონში მიიღეს სანქცია არაა და მნიშვნელოვანია, რომ განსხვავება ამ ორს შორის მკაფიოდ იყოს განმარტებული: "ტექნიკურად ეს სანქციები არა, ეს ვიზის შეზღუდვაა. მათ შორის განსხვავებაა.
მაგალითად მაგნიტსკის გლობალური აქტის სანქციები, რომელიც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს აქვს მიღებული, გულისხმობს ფინანსურ სასჯელსაც. სანქციებს შეუძლიათ გაყინონ ასეტები, დაბლოკონ ფინანსური გადარიცხვები ამერიკის მოქალაქეს, თუ კომპანიებსა და სანქცირებულებს შორის და ა.შ ეს მხოლოდ ვიზის შეზღუდვებია", — ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის ექსპერტი.
რაც შეეხება მოტივებს. ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სახელმწიფო მდივანს კანონი ავალდებულებს კორუფციული სქემის ან ქმედების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, ამ პირების წინააღმდეგ შეზღუდვები შემოიღოს: "როდესაც მთავრობის ოფიციალური პირები შემჩნეული არიან მნიშვნელოვან კორუფციაში და ამის დამამტკიცებელი სანდო ინფორმაცია არსებობს, ამ პირებს ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აკრძალვა ეხება მათი ოჯახის წევრებსაც, მეუღლეებს და შვილებს. ეს სავალდებულო უფლებამოსილებაა, რომელიც სავალდებულო 5-6 წლის წინ გახდა. ის მიზნად ისახავს კორუფციის შეკავებას და მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებას“.
სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 აპრილს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ჩართულობის გამო ამერიკაში შესვლა აუკრძალა.
"ეს პირები ბოროტად იყენებდნენ სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პოზიციებს და ძირს უთხრიან კანონის უზენაესობას და საზოგადოების რწმენას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი", — ეწერა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობაში ამ გადაწყვეტილებას მწვავედ გამოეხმაურნენ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი "გასვარეს" და რომ ამ გადაწყვეტილების უკან კორუფცია დგას. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია ვისზე ან რა კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახებისთვის ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა და ის საქართველოს დასჯად არ ისახავს მიზნად.
"პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ვიზის შეზღუდვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა. როგორც ჩემი კოლეგები დაადასტურებენ, როდესაც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია უცხოელი თანამდებობის პირების მიერ მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის შესახებ, ჩვენი კონგრესი გვავალდებულებს, რომ ამ პირებს ავუკრძალოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა", — ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.
ის ასევე განმარტავს, რომ შეზღუდვები მოსამართლეებს დაუწესდათ, ვინაიდან ისინი "ჩართული არიან მნიშვნელოვან კორუფციაში და ეს დაკავშირებულია მათ ახლანდელ ან ყოფილ პოზიციებთან. მათმა კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, შესაბამისად, საფრთხე შეუქმნა საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატოსკენ".
არჩილ თალაკვაძემ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მომხდარს "სამწუხარო" უწოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ენტონი ბლინკენს წერილი მისწერა, სადაც გადაწყვეტილების გადახედვა სთხოვა.
თუმცა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამ ოთხი მოსამართლისთვის პასუხისგების გარდა, ამ გადაწყვეტილებას სხვა მოტივებიც აქვს: "ეს ქმედება აჩვენებს ჩვენს ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების სამომავლოდაც მხარდაჭერაში, ასევე იმის აუცილებლობას, რომ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა გადადგან საჭირო ნაბიჯები აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, რათა დარწმუნდნენ, რომ არსებობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო.
ჩვენ დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო“.
დამოუკიდებელი სასამართლო და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთია. იმისთვის, რომ საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს 12-ვე მოთხოვნა უნდა შესრულდეს. სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ მათი სურვილია ქართველ ხალხს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარონ.
"მინდა, დავარწმუნო, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე ქართველი ხალხი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ნებისმიერი გზით, რომ შეასრულოს ის ნაბიჯები, რომელიც გასულ წელს ევროკავშირმა წარუდგინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტირება ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომლისკენაც ევროკავშირი ქართულ ოცნების მთავრობას მოუწოდებდა. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება წაახალისებს ქართულ ოცნებას, რომ გამოიძიოს და აღმოფხვრას კორუფცია, რომ გაატაროს საჭირო რეფორმები, რათა გარანტირებული იყოს მიუკერძოებელი სასამართლო და რომ ეს მოხდეს ინკლუზიურად", — ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობაში კითხვები გაჩნდა. ისინი მოითხოვენ, რომ ამერიკამ მტკიცებულებები წარადგინოს იმასთან დაკავშირებით, რის საფუძველზე მიიღო ოთხი ქართველი მოსამართლისთვის ვიზის შეზღუდვების დაწესება.
ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ თქვა: "ნული მტკიცებულება. არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი, ჩვენ გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ ან საზოგადოებას მაინც უთხრან. კარგი, ენჯეობის გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და საზოგადოებას უთხარი, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა დანაშაული ჩაიდინეს. რატომ არ ამბობ, თუ მტკიცებულება გაქვს? აქ სად არის ლოგიკა? რა თქმა უნდა, აქ არ არის არავითარი ლოგიკა. არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში".
სახელმწიფო დეპარტამენტში არ განმარტავენ, ზუსტად რა კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ, თუმცა ამბობენ: "ეს გრძელი პროცესია, მისი მიღების განხილვის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან საფუძვლიანი პროცესია, ყოველთვის ვრწმუნდებით, რომ სანდოობას მკაცრად ვამოწმებთ და დარწმუნებულები ვართ იმ ინფორმაციაში, რომელიც გვაქვს".
მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამერიკაში ჩასვლის აკრძალვასთან ერთად, საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. ამას სახელმწიფო დეპარტამენტში კატეგორიულად უარყოფენ: "ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთს არასდროს უცდია, რომ ჩაერთო საქართველო ომში. განცხადებებზე, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ მეორე ფრონტის გახსნაში, მინდა, გითხრათ, რომ პირველი ფრონტის არსებობაც არ გვსურს. ეს კითხვაა, რომელიც ვლადიმირ პუტინს უნდა დაუსვან. ჩვენ არ გვსურს არცერთ ფრონტზე ყოფნა. ასე რომ, არა, არანაირად არ ვუჭერთ მხარს მეორე ფრონტს და ასევე არასდროს გვითხოვია საქართველოსა, თუ სხვა ქვეყნისთვის რაიმე მსგავსის გაკეთება", — ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.
ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესება უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომლის მსგავსიც საქართველო-ამერიკის 30 წლიანი ურთიერთობების პერიოდში არ მომხდარა. შეკითხვაზე იქონიებს თუ არა ეს გავლენას ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გვეუბნება: "საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე ათწლეულებია, რაც ძლიერი პარტნიორული ურთიერთობა აქვთ. ამერიკის მთავრობა და ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას, რათა შეძლონ მიაღწიონ სასურველს. ასე რომ იმედი მაქვს, რომ განგრძობითი ფოკუსი იქნება იმაზე, როგორც დავეხმაროთ საქართველოს მიაღწიოს თავისთვის დათქმულ მიზნებს და როგორ შეუძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავს პარტნიორებს ერთად იმუშაონ, რათა [საქართველოს] ამაში დაეხმარონ".
შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკა კვლავ იდგება ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ მიღწეული იყოს ანგარიშვალდებულება იმ პირებისთვის, რომლებიც საჯარო მოხელის ძალაუფლებას პირადი ინტერესებისთვის იყენებენ. "ჩვენ ვდგავართ ყველა იმ მოსამართლის გვერდით, ვინც პატიოსნად და სიმამაცით, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად მოქმედებს", — ნათქვამია განცხადებაში.
-
10 ცნობილი ნახატი უკნიდან — მხატვარმა ცნობილი ნამუშევრების ახლებური ვერსიები შემოგვთავაზა 10 ცნობილი ნახატი უკნიდან — მხატვარმა ცნობილი ნამუშევრების ახლებური ვერსიები შემოგვთავაზა
გადახედვა
-
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები სახელმწიფოსგან გაუჩინარებული ცხოველების საქმეების გამოძიებასა და სტერილიზაციის პროგრამის სრულ გამჭვირვალობას ითხოვენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები სახელმწიფოსგან გაუჩინარებული ცხოველების საქმეების გამოძიებასა და სტერილიზაციის პროგრამის სრულ გამჭვირვალობას ითხოვენ
გადახედვა
-
როგორ შეიცვალნენ მსახიობები სადებიუტო როლიდან დღემდე — ნახეთ ფოტოები როგორ შეიცვალნენ მსახიობები სადებიუტო როლიდან დღემდე — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
TI: საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს TI: საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს
გადახედვა
-
"არჩევნები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ჩატარდება" — ნიკარაგუას პრეზიდენტმა არჩევნები გააუქმა "არჩევნები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ჩატარდება" — ნიკარაგუას პრეზიდენტმა არჩევნები გააუქმა
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება
-
ელენე ხოშტარია: ჩვენი პრობლემა თავგასული რუსების არსებობა კი არაა, ეს მუდმივად ასე იქნება, არამედ ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება საკუთარი თავის, საკუთარი ღირსების, საკუთარი კანონებისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ელენე ხოშტარია: ჩვენი პრობლემა თავგასული რუსების არსებობა კი არაა, ეს მუდმივად ასე იქნება, არამედ ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება საკუთარი თავის, საკუთარი ღირსების, საკუთარი კანონებისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ
გადახედვა
-
რამდენს ხარჯავენ ევროპელი, ჩინელი და რუსი ტურისტები საქართველოში? — EPRC-ის კვლევა რამდენს ხარჯავენ ევროპელი, ჩინელი და რუსი ტურისტები საქართველოში? — EPRC-ის კვლევა
გადახედვა
-
"ტყუილად გიხარიათ, ორი ქვა უნდა გეჭიროთ და თავში ირტყამდეთ" — შალვა ნათელაშვილი "ქართულ ოცნებას" "ტყუილად გიხარიათ, ორი ქვა უნდა გეჭიროთ და თავში ირტყამდეთ" — შალვა ნათელაშვილი "ქართულ ოცნებას"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე სინგაპურში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე სინგაპურში გაემგზავრა
გადახედვა
-
ნახეთ — Avengers: Doomsday-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ — Avengers: Doomsday-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
-
კახა კალაძე: როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება კახა კალაძე: როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება
გადახედვა
-
რა გვჭირდება უხვ ნალექთან გასამკლავებლად? — საბა ბუაძის მოსაზრება რა გვჭირდება უხვ ნალექთან გასამკლავებლად? — საბა ბუაძის მოსაზრება
გადახედვა
-
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
-
ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
გადახედვა
-
ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ
გადახედვა
კომენტარები