რას ამბობს მოსამართლე მაკა გველესიანი აშშ-ში წასვლაზე
ამის შესახებ მოსამართლის პოზიციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ნოდარ მელაძის შაბათის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანი, ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა.
- TV პირველთან მოსამართლის სამსახურიდან წასვლას დაადასტურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ ლევან მურუსიძემ.
- გველესიანი 2006-2013 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2013-2016 წლებში რუსთავის.
- 2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
- 2017 წელს თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა, 2019 წლის სექტემბრიდან კი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
დეტალები: გველესიანი TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და ამბობს, რომ სიცრუეა და ამ ინფორმაციას საზოგადოებას აწვდის და არა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ისედაც იცოდნენ სრული სიმართლე და ერთი თვის განმავლობაში, რაც სიუჟეტს ამზადებდნენ, მხოლოდ ამის მოფიქრება შეძლეს.
- ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ 2021 წლის თებერვალში მის შვილს დაუდგინდა ავტოიმუნური დაავადება, რომელიც მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას და მედიკამენტების მიღებას საჭიროებს.
- მისივე თქმით, მაისში აშშ-ს მწვანე ბარათი მოიგეს და ვინაიდან აღნიშნული დიაგნოზის პაციენტების სრულყოფილი გამოკვლევა არც მაშინ და არც ამჟამად ვერ ხერხდება საქართველოში, გადავწყვიტეთ გამგზავრებულიყავით აშშ-ში.
- განმარტავს, რომ 2022 წლის 1 ივლისს უკვე მიღებული ჰქონდა ვიზები, მაგრამ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ოქტომბრის ბოლომდე წასვლა ვერ შეძლეს.
- "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ჩემი ყოფილი კოლეგები ინფორმირებული იყვნენ ჩემი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც ჩემი განცხადება არაანაზღაურებადი შვებულების შესახებ დაკმაყოფილდა, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი", — ნათქვამია განცხადებაში.
- მისივე თქმით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც შვებულებაში გასვლამდე 2-3 დღით ადრეც ჩვეულებრივ რეჟიმში ეწერებოდა, განხილვა ვერ შეძლო.
- მისი თქმით, შვებულების პერიოდში ვერ შეძლო შვილისთვის სრულყოფილი სამედიცინო შემოწმების ჩატარება, ვინაიდან დაზღვევის საბუთების მოწესრიგებას და პედიატრთან კვლევას დრო დასჭირდა.
მაკა გველესიანი აცხადებს, რომ პედიატრის მიმართვის საფუძველზე მხოლოდ 2023 წლის 3 იანვარს მოხერხდა ვიზიტის ჩანიშვნა ბავშვთა ენდოკრინოლოგთან და ექიმთან 20 იანვარსაც იმყოფებოდნენ.
- "ხოლო შემდეგი ვიზიტი 21 აპრილს, როგორც უკვე აღვნიშნე აღნიშნული დაავადება მუდმივ სამედიცინო კონტროლსა და მკურნალობას საჭიროებს, რისი გათვალისწინებითაც ჩემი ერთჯერადი ჩამოსვლა აშშ-ში საკმარისი არაა", — ამბობს გველესიანი.
- მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოსვლიდან დღემდე ბავშვი არ მოიხმარდა აუცილებელ მედიკამენტებს, ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული, რასაც ექიმის კვლევაც ადასტურებს.
- ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა მოსამართლის თანამდებობა.
- "მინდა განვუცხადო TV პირველის ჟურნალისტებს, მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა არც ქვეყნიდან გაქცევას და არც უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მიმართ", — ნათქვამია განცხადებაში.
- ამბობს, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლეების შესაბამისი პირობებთან არ ქონის შესახებ სიცრუეა.
- განმარტავს, რომ მისი ქვეყნიდან წასვლა დაკავშირებული არაა სამსახურთან.
მაკა გველესიანი გახმაურებულ საქმეებზე ამბობს, რომ მისთვის ასეთი საქმე არ არსებობდა, ვინაიდან ყველა საქმე და ყველა პირის უფლება იყო თანაბარმნიშვნელოვანი.
- "რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ 16 წლის მოღვაწეობის მანძილზე, ჩემს მიერ განხილულ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ დაუდგენია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა", — წერია განცხადებაში.
- გველესიანი ამბობს, რომ ჟურნალისტების რულად ინფორმირებულნი იყვნენ მისი გამგზავრების მიზეზისა და შვილის ავადმყოფობის შესახებ და მიუხედავად ამისა, ტყუილებზე აქცენტების გადატანით მათთვის სასურველი რეალობის შექმნას ცდილობდნენ.
- "ჩემთვის მუდმივი დედობის სტატუსია, მოსამართლეობა კი დროებითი თანამდებობა ამიტომ მე როგორც მშობელმა, ჩემი შვილის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩემი მოსაზრებით ყველა მშობელი მიიღებდა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
უმაღლესი განათლების შესახებ ამბობს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე არის სარჩელი — საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
- "აღნიშნული მე მეკუთვნის. შეგიძლიათ, დეტალურად გაეცნოთ და გაერკვევით რა იყო პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სარჩელი საერთო სასამართლოების წესით სარჩელის შეტანამდე შევიტანე, ის საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა", — ამბობს გველესიანი.
- მისი განმარტებით, იმჟამად მოქმედი კანონის თანახმად, ფიზიკურ პირს შეეძლო მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, როდესაც მისი უფლებები იყო შელახული და შესაბამისად, გააჩნდა სამართლებრივი დავა.
- ამბობს, რომ საერთო სასამართლოების წესით უფლებების აღდგენის შემდეგ, ვინაიდან აღარ გამაჩნდა სამართლებრივი საფუძველი, უარი განვაცხადე აღნიშნული სარჩელის განხილვაზე.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები