რუსი დეპუტატის მტკიცებით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან
დეპუტატის განცხადებას რუსული სახელმწიფო მედია TASS ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2019 წლის 20 ივნისს სერგეი ლავროვის პარლამენტში გამოსვლისა და მასშტაბური ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შემდეგ, პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში პირდაპირი საჰაერო რეისების განხორციელება ეკრძალებათ. ფრენები შეჩერებულია ქართული ავიაკომპანიებისთვისაც.
- 2022 წლის 18 იანვარს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი გამოთქვა.
- 19 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, ეს მისასალმებელი იქნება, ამაში "ცუდი ვერაფერი დაინახა" კახა კალაძემაც.
- 20 იანვარს კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა თქვა, რომ ფრენებთან ერთად საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაც უნდა.
- ამავე წლის 25 იანვარს უკრაინის საგარეომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაარწმუნა, რუსეთთან ფრენების განახლებას არ აპირებენ.
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ თუ რუსეთთან ფრენების აღდგება, შესაძლოა, კომპანიები დასანქცირდნენ.
- 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამტკიცებდა, რომ საქართველომ ფრენების აღდგენა თავად შესთავაზათ.
დეტალები: TASS-ის ინფორმაციით, გაიმართა ეკონომიკური ფორუმი "რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები", სადაც დუმის დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა თქვა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ფრენების აღდგენის, რუსეთში ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან.
- "მე ვესაუბრე [...] უმაღლესი დონის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებსაც ჩვენ ყველა შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ — საჰაერო მიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზეა", — განაცხადა კალაშნიკოვმა.
- მანვე აღნიშნა, რომ მისთვის რთულია შეფასება, როდის და რა თანმიმდევრობით იქნება ეს გადაწყვეტილებები.
- გარდა ამისა, TASS-ის ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა 2022 წელს.
- "წინა წლებთან შედარებით ჩვენ ვხედავთ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ დაახლოებას, რამაც შეიძლება ჩვენთვის შექმნას საფუძველი უფრო ფართო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. აქ უკვე საკმაოდ მოსალოდნელი სწორი ნაბიჯები იდგმება", — განაცხადა სანქცირებული და იზოლაციაში მოქცეული ქვეყნის მინისტრის მოადგილემ საქართველოზე.
- ფრენებზე ინფორმაციის გადასამოწმებლად და დამატებითი დეტალებისთვის ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, სადაც კითხვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნა მოითხოვეს.
- ვცდილობთ დაკავშირებას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთანაც.
- მათ პასუხს ველოდებით და მიღებისთანავე მასალა განახლდება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები